მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 223)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვეში” ფეხბურთელებს ხელფასის 4 თვით გადავადება სთხოვეს

ტურინის „იუვენტუსს“ პრობლემები არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც აქვს. ეს ვითარება კოვიდპანდემიის გამო კიდევ უფრო გართულებულია. იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ხელფასის ოთხი თვით გადავადება სთხოვა. მოთამაშეთა პასუხი ამ ეტაპზე უცნობია. „იუვეში“ მსგავსი პრეცედენტი შარშანაც იყო, როდესაც სეზონი სამი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე „იუვენტუსს“ …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ინტერთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის „ინტერთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მდგომარეობისა და მეტოქის შესახებ ილაპარაკა. „ოთხშაბათს გუნდურად ვითამაშეთ, მიუხედავად იმია, რომ იმ თამაშს „მილანთან“ უმძიმესი წაგებით შევხვდით. რეაქცია კარგი იყო და გუნდურად ვთამაშობდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, საკმაოდ კომპაქტურებიც ვიყავით, სწორედ გუნდურობა ყველაზე მეტად გვჭირდება. ხვალ ალექს სანდრო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს დედა: “ვეცდები, კრიშტიანუმ მომდევნო სეზონში “სპორტინგში” ითამაშოს”

კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირუმ პორტუგალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი შვილი ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნებაზე დაიყოლიოს და მომდევნო სეზონში მშობლიურ გუნდში ითამაშოს. „მას დაველაპარაკები და ვეცდები ყველაფერი გავაკეთოს, რათა დავარწმუნო, რომ მომავალ წელს „სპორტინგში“ დაბრუნდეს“, – თქვა დოლორესმა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ 131 მატჩში 100 გოლი აქვს …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 36-ე ტურში ადრიენ რაბიოს, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 7 – ყოველთვის ის, ისევ ის. მან ბერარდის პენალტი მოიგერია, მე-40 წუთზე კი ობიანგის რთულ დარტყმასაც გაუმკლავდა. დიდი ალბათობით, ეს მისი ბოლო თამაში იყო სერია A-ში „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლომდე უნდა იბრძოლონ. „დღეს სწორი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რადგან ეს რთული სეზონია. ახლა უნდა ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგას გასვლის შანსზე. ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო და დღეს თავს კარგად …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “განსაკუთრებული გრძნობაა ჩემს გუნდში 100 გოლის გატანა”

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ საიუბილეო მე-100 გოლი გაიტანა და ამ მიღწევის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პაულო დიბალასაც მიულოცა, რომელმაც ასევე მე-100 გოლი გაიტანა „იუვეს“ მაისურით. „ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა ჩემს გუნდში 100 გოლის გატანა. ვამაყობ ამ ციფრით, ბედნიერი ვარ, რომ „იუვეს“ დავეხმარე და ბედნერი ვარ, რომ ასევე დიბალას მე-100 გოლის …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ინდივიდუალური შეცდომებით ბევრი გოლი გავუშვით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით. მისი გუნდის მთავარი პრობლემა კონცენტრაციის ნაკლებობაა. „ადვილი არ იყო ფეხზე წამოდგომა „მილანთან“ წაგების შემდეგ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ ამ ტიპის მატჩი, რადგან ადვილი არასდროსაა „სასუოლოსთან“ თამაში. მოვემზადეთ ასეთი თამაშითვის, მეტოქე ძალიან მჭიდრო ხაზებით თამაშობს და ბურთის …

სრულად წაკითხვა »

ჯიჯი ბუფონი: “პატარა ბიჭი მოვედი და ბედნიერი კაცი მივდივარ”

ჯანლუიჯი ბუფონი სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს, იქამდე „სასუოლოსთან“ დიდებული თამაში ჩაატარა. ჯიჯიმ პენალტი მოიგერია და სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა, რომელმაც ეს გააკეთა. ჯიჯიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 თამაში ჩაატარა და „იუვენტუსი“ ერთხელაც არ დამარცხებულა – 11 მოგება, 2 ფრე. თამაშის შემდეგ ბუფონი DAZN-ისა და Sky Sport-ის …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს და დიბალას მე-100 გოლები “იუვენტუსში” და გამარჯვება “სასუოლოსთან”

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ შესაძლოა ეს ძალიან გვიანი იყოს. მიუხედავად ამისა, „მილანთან“ მძიმე მარცხის მერე რეაბილიტაცია მაინც საჭირო იყო. „იუვეს“ მატჩის დასაწყისში ძალიან გაუჭირდა „სასუოლოსთან“, რომელსაც ბოლო 6 ტურში ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა (16) ჰქონდა მოპოვებული. ძირითად შემადგენლობაში იყო ჯიჯი …

სრულად წაკითხვა »

ფეხბურთელები, რომლებთან ერთად ბუფონმა “იუვეში” ყველაზე მეტჯერ ითამაშა

ჯანლუიჯი ბუფონის ტურინული ფანტასტიკური ოდისეა საბოლოოდ სრულდება. ჯიჯიმ 2001-2018 და 2019 წლიდან დღემდე „იუვეს“ მაისურით ყველა ტურნირზე 683 თამაში ჩაატარა და კლუბის ისტორიაში მეორე შედეგის ავტორია ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (705). თუმცა, საინტერესოა ამ 19 სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯიჯის „იუვეს“ მაისური ემოსა, ვისთან ერთად ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი. სტატისტიკა მოცემულია …

სრულად წაკითხვა »