მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 240)

თეგის არქივი: იუვენტუსი

სიტუაცია ბუფონის “იუვეში” დაბრუნებაზე – ჯიჯი მეორე მეკარის როლზე თანახმაა

ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან ახლოსაა „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ისტორია, რეალობაა და ჯიჯი 1 წლის შემდეგ ტურინში ბრუნდება. აღნიშნული იდეა მოსწონს ბუფონის აგენტ სილვანო მარტინასაც. „ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არაა, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ახლა ეს მხოლოდ იდეაა და მოვლენების ასეთ განვითარებაზე არასდროს მიფიქრია. ჯიჯი 42 წლისაა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს …

სრულად წაკითხვა »

რაბიოს ტრანსფერი გადაწყდა, ხედირა გუნდს ტოვებს

ადრიენ რაბიო თითქმის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. იტალიური მედია წერს, რომ ფრანგ ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურად 30 ივნისის შემდეგ დადასტურდება. რაბიო „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. სეზონში კი, ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. რაბიოს „იუვეში“ მოსვლით კი პრაქტიკულად გადაწყდა, რომ გუნდს სამი ხედირა დატოვებს. გერმანელი …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტის “იუვეში” ტრანსფერი შესაძლოა პარასკევს დაიხუროს

დე ლიხტის “იუვეში” ტრანსფერი შესაძლოა პარასკევს დაიხუროს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ჰოლანდიელის „იუვეში“ გადასვლასთან დაკავშირებით გადამწყვეტი დღეებია. როგორც ცნობილი ხდება, მხარეები თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ და დიდი ალბათობით, ტრანსფერი ოფიციალურად პარასკევს დაიხურება. Catalunya Radio-ის ცნობით კი, დე ლიხტი პრაქტიკულად „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. აღნიშნული რადიო ჰოლანდიელის ტურინში გადაბარგებას 95%-ით აფასებს. დე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კანსელუს შემცვლელს ინგლისში მიაგნო

ტურინის „იუვენტუსი“ ჟოაუ კანსელუს შემცვლელს ეძებს. მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ (მაურიციო სარი) ტურინელები მთლიანად სატრანსფერო პოლიტიკაში გადაერთვებიან. კანსელუ კი „მანჩესტერ სიტისთან“ ძალიან ახლოსაა, ინგლისელები 60 მილიონ ევროს იხდიან. Times-ის ინფორმაციით, „იუვე“ პორტუგალიელს შემცვლელად კირან ტრიპიერს განიხილავს, რომელოც „ტოტენჰემის“ ღირსება იცავს. ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელები 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: სარიმ “იუვე” ჩაიბარა

საგა დასრულდა – მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელია. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და შესაბამისად, სარი „იუვეს“ 2022 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. 60 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში „ჩელსის“ თავკაცი იყო, რომელიც პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო ევროპა ლიგა მოაგებინა.

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “პარატიჩიმ ჩემი კარიერა გადაარჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა „ბებერ სინიორაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. პირველად „იუვენტუსში“ მახსოვს გვიან საღამოს ჩამოვედი აეროპორტში მეუღლესთან და შვილთან ერთად. შემდეგ დასაძინებლად წავედი და დილით, როდესაც გავიღვიძე სამედიცინო შემოწმება მელოდა. ტურინი ფეხბურთელისთვის იდეალური ადგილია. პატარა ქალაქია, მაგრამ არავინ გაწუხებს …

სრულად წაკითხვა »

ბენატიას დაბრუნების შანსი იზრდება

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა – მეჰდი ბენატია „იუვენტუსში“ შესაძლოა დაბრუნდეს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლის შემდეგ მაროკოელი ტურინში დაბრუნებაზე ფიქრობს. რაც მთავარია, „იუვეც“ მცველის ძიებაშია და ბენატიას დაბრუნებაზე მუშაობასაც გეგმავს. მეჰდის კლუბის ხელმძღვანელობასთან და ფაბიო პარატიჩისთან კარგი ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, რომ მეჰდი ბენატია „იუვენტუსში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა და …

სრულად წაკითხვა »

იგუაინის ძმა: “გონსალო იტალიაში მხოლოდ “იუვენტუსში” ითამაშებს”

გონსალო იგუაინს კარიერის „იუვენტუსში“ დასრულება უნდა. ამის შესახებ „პიპიტას“ ძმამ და ამავდროულად აგენტმა ნიკოლასმა განაცხადა. „რომა“ და „ფიორენტინა“? სიმართლე გითხრათ, არაფერი მსმენია. „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ორი წელი აქვს და ამას პატივი უნდავცეთ. შესაბამისად,“ბიანკონერიში“ მომდევნო ორი სეზონი დარჩება. არმინდა ვინმეს უპატივცემულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ გონსალო იტალიაში თუ ითამაშებს, ეს მხოლოდ „იუვენტუსში“ მოხდება. ვფიქრობ, …

სრულად წაკითხვა »

მათეუსი: “ხამესმა მითხრა, რომ რონალდუ “იუვენტუსში” ეპატიჟება”

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხამეს როდრიგესის „იუვენტუსში“ წაყვანა აქვს განზრახული. როგორც მათეუსმა თქვა, ხამესთან ამ საკითხზე ისაუბრა და კოლუმბიელმა თავად ამცნო ამის შესახებ. „ხამესი კრიშტიანუ რონალდუსთან ძალიან ახლოსაა. მასთან ვისუაბრე და მითხრა, პორტუგალიელს უნდა ტურინში წაიყვანოს. ხამესთან ყველა საკითხზე ვისაუბრე, მათ შორის, კოლუმბიაზე და ფეხბურთის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ქალთა გუნდის წევრების ტრიუმფი იტალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქალთა შორის, სადაც იტალიის ნაკრები შესანიშნავად თამაშობს და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით მერვედფინალში თამაში უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წარმატებაში „იუვენტუსის“ ფეხბურთელების დიდი წვლილია – იტალიელმა ქალებმა განვლილ ორ მატჩში 7 გოლი გაიტანეს და შვიდივე „იუვეს“ წევრების ანგარიშზეა. პირველ ტურში ავსტრალიასთან (2:1) მოგებულ მატჩში დუბლი …

სრულად წაკითხვა »