მთავარი / სიახლეები / სერია A / “სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 36-ე ტურში ადრიენ რაბიოს, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

ბუფონი 7 – ყოველთვის ის, ისევ ის. მან ბერარდის პენალტი მოიგერია, მე-40 წუთზე კი ობიანგის რთულ დარტყმასაც გაუმკლავდა. დიდი ალბათობით, ეს მისი ბოლო თამაში იყო სერია A-ში „იუვეს“ მაისურით და გადამყვეტი სიტყვა თქვა, როგორც პირველ თამაშში.

დანილო 6 – რასპადორიზე ყვითელი ბარათი მიიღო, ბოგას მშვიდად არ დაუტოვებია, მაგრამ დე ლიხტი ეხმარებოდა.

დე ლიხტი 6 – გარკვეული პრობლემები შეტევის წამოწყების დროს, რადგან „სასუოლოს“ პრესინგი მუდმივი იყო, მაგრამ ის ყოველთვის სწორ პოზიციაში იყო სივრცეების ჩახურვის დროს.

ბონუჩი 5 – ის არ არის საუკეთესო ფორმაში და დემირალი ისევ თადარიგსია. ცოტა დაბნეული იყო, არა მხოლოდ რაბიოსმიერ სამარცხვინოდ დაკარგულ ბურთზე, როდესაც პენალტი აიკიდა.

ალექს სანდრო 7 – მისი ზონიდან „იუვე“ ნაკლებად განიცდიდა პრობლემებს. 2:1-ზე ბერარდის დაასწრო და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

კულუშევსკი 6 – თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და დიბალას შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა.

არტური 5 – ის ნელა მოქმედებდა და პასიური იყო „სასუოლოს“ გოლის დროსაც.

ბენტანკური 6 – აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა, მაგრამ თამაშგარეშიც იყო.

რაბიო 6 – მატჩი მისი სეზონის იდეალური სურათია. კარგავს ბურთს, რომელიც პენალტის ტოლფასი გამოდგა. შემდეგ არაფრისგან გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში რასპადორის გოლზეც შეცდა. რომელია ნამდვილი რაბიო?

კიეზა 6.5 – აშკარაა, რომ ფიზიკური პრობლემებისგან თავი ბოლომდე დაღწეული არ აქვს, რომელიც ბოლო ერთი თვე აწუხებდა. რამდენჯერმე სცადა გამწვავება, მეტი არაფერი.

კუადრადო შ.გ – კოლუმბიელმა ბოლო წუთები ითამაშა.

რონალდუ 7 – დიზელი, რომელიც ნელ-ნელა ალდება. მე-100 გოლი გაიტანა 131-ე თამაში, მაგრამ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის.

დიბალა 6.5 – ბევრ მსხვერპლზე წავიდა, ცოტა შექმნა. მეორე ტაიმში უფრო მეტი სივრცეები შეექმნა, საგოლე მომენტებიც ჰქონდა და გოლიც გაიტანა. მანაც, როგორც რონალდუმ „იუვენტუსში“ მე-100 გოლი გაიტანა.

მაკკენი შ.გ – ამერიკელმა ბოლო წუთებში ითამაშა.

პირლო 6 – პრობლემები ნამდვილად არ მოგვარებულა. სამი ქულა მორალურად კარგი იყო, მაგრამ სატურნირო ცხრილი არ შეცვლილა, რადგან ყველა წინ მყოფმა გუნდმა მოიგო. ორი ტური დარჩა ჩემპიონთა ლიგის იმედისთვის. ისეთი შეგრძნებაა, რომ „იუვეს“ სხვებთან შედარებით რაღაც აკლია და ეს მხოლოდ ქულები არ არის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …