მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 222)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვე” მანუელ ლოკატელისთვის ისევ იბრძვის

ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი ისევ იმყოფება. ამის შესახებ Calciomercato წერს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ოთხშაბათს, „იუვეს“ წამომადგენლები რეჯიო ემილიაში „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან. ტურინული გრანდი ოთხშაბათს რეჯიო ემილიაში იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ლოკატელისთვის ბრძოლაში „იუვენტუსი“ მარტო არ არის. ფეხბურთელით „მანჩესტერ სიტი“, პსჟ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ ტურინიდან ძვირადღირებული მაქანები წაიყვანა

ტურინის „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუ სავარაუდოდ დატოვებს. იტალიური მედიაში სიანტერესო ცნობა და კადრები გავრცელდა. რონალდუს ავტომობილები მისი სახლიდან წაიყვანეს და ავტოსადგომი დაცალეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის ტურინიდან მიდის. ამავდროულად, ესპანური მედია წერს, რომ 24 მაისს, ინფორმაცია შესაძლოა, ოფიციალურადაც დადასტურდეს. რონალდუს მომავალს ყველაზე აქტიურად „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. მას ტურინულ გრანდთან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 37-ე ტურში მილანის „ინტერი“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით და ხუან კუადრადოს დუბლით 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – ზოგჯერ რისკავდა ფეხით თამაშის დროს, მაგრამ ამჯერად ფატალური შედეგის გარეშე. ვესინოს დარტყმა შესანიშნავად მოიგერია. დანილო 6.5 – ორმაგ ფაზაში ძალიან კარგად …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “პენალტს რომ გავიტანდი, მჯეროდა და ამიტომაც დავარტყი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ინტერთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პენალტის გატანაში დარწმუნებული იყო და ამიტომაც შეასრულა. „კრიშტიანუ მოედანზე არ იყო და მჯეროდა, რომ პენალტს გავიტანდი, ამიტომაც დავარტყი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, რთული მატჩი გახლდათ დიდ გუნდთან. გუნდურად მსხვერპლზე წავედით და როგორც გუნდმა შედეგს მივაღწიეთ“, – …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “პირლოს სეზონში სტაბილურობა დააკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დამსახურებულად მოიგეს. „ეს იყო მნიშვნელოვანი და რთული მატჩი იტალიის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. კარგად ვეთამაშეთ, გუნდურად ვითამაშეთ, რაც მიმდინარე სეზონში ხშირად არ ხდებოდა. არაფერი მოგვიპარავს და დამსახურებულად ვიმარჯვეთ. მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ცუდად ვითამაშეთ, არ ვფიქრობ, …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “ამ სეზონში შიმშილის გრძნობა გვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ამ სეზონში შიმშილის გრძნობა არ ჰქონდა, რაც ზედიზედ ცხრა სკუდეტოს შემდეგ ნორმალური მოვლენაა. „საჩემპიონო კორიდორი? სიამოვნებით გავაკეთებდით, მაგრამ როგორც ამ 9 წლის განმავლობაში,რ როდესაც ჩვენ ვიგებდით, არ გაუკეთებიათ, არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ასე რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იტალირი დერბი კუადრადომ მოაგებინა და შანსი შენარჩუნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ანდრეა პირლოს გუნდმა 37-ე ტურში „დერბი დ’იტალიაში“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში აჯობა. პირველ ტაიმში „იუვე“ გაცილებით აქტიური და კარგი იყო, რაც შედეგშიც აისახა. 24-ე წუთზე ჯორჯო კიელინის მოპოვებული პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა, რომელსაც სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე პორტუგალიელი პირველი იყო …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “იტალიაში მენტალურად ძალიან გავიზარდე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას ინტერვიუ მისცა და იტალიაში არსებულ საფეხბურთო ცხოვრებაზე ილაპარაკა. მისი აზრით, იტალიაში მენტალურად ძალიან გაიზარდა. „იქედან მოყოლებული, რაც „იუვეში“ ვარ, მენტალურად გავიზარდე. ამბობდნენ, რომ „აიაქსში“ გავიზარდ, მაგრამ თუ შევადარებთ, ახლა ბევრად უფრო მომწიფებული ვარ და ამას ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებიც ამჩნევენ. იტალიურ ენაზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადია ამ თამაშისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, კულუსევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა, ფელიქს კორეია შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჩალჰანოღლუს დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თურქეთის ნაკრებისა და „მილანის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „იუვე“ ჩალჰანოღლუს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, „მილანი“ კი ოთხზე მეტის გადახდას არ აპირებს და ნახევარმცველიც მზადაა ტურინში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუს „როსონერისთან“ კონტრაქტი ეწურება …

სრულად წაკითხვა »