მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 210)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ჯამპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა. ბონიპერტი სულ მალე, 4 ივლისს, 93 წლის გახდებოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე ტურინში, 18 ივნისს დასრულდა. ის „იუვენტუსში“ 1946-1961 წლებში თამაშობდა და 459 შეხვედრაში 179 გოლიც გაიტანა, რითაც დიდი ხნის განმავლობაშ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ჯამპიეროს …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “ფეხბურთზე ყველაზე მეტი “იუვეში” ვისწავლე”

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტი რამ „იუვენტუსში“ ყოფნის დროს ისწავლა. „იუვენტუსში“ ფეხბურთელის პროფესიაზე ყველაზე ბევრი რამ ვისწავლე. იქ ძალიან ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში მივედი და იქ გავხდი კაცი. ვარჯიში, ტაქტიკა, დისციპლინა. პირველ რიგში დისციპლინა. დისციპლინირებული უნდა იყო, რადგან ისინი ტაქტიკურად ძალიან კარგად …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” გადავიდა

ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ჯიჯი მშობლიურ გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო, 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, რადგან გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მხარეებს შორის არაოფიციალური ცნობით 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ბუფონის მიზანია 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ბუფონს „პარმას“ მაისურით …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “იუვეში” კიდევ ერთ სეზონს ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას იჯარი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ფეხბურთელმა კი ტურინელ ფანებს მიმართა. „მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის „იუვენტუსში“ კიდევ ერთი სეზონი თამაში. ბედნიერი და ამაყი ვარ, მოუთმენლად ველოდები, რომ თქვენ ერთად მომენტების გაზიარებას“, – თქვა მორატამ. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალვარო მორატამ „იუვენტუსში“ …

სრულად წაკითხვა »

ძამბროტა: “იუვეში” ალეგრის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ მასიმილიანო ალეგრის „იუვეში“ დაბრუნებაზე და ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსზე ისაუბრა. „იუვენტუსში“ ალეგრის დაბრუნება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, პირლოსთვის გარკვეული დრო უნდა მიეცათ, რადგან მას არ ჰქონდა საკმარისი დრო თავისი კოცეფციები გუნდისთვის გადაეცა. ალეგრი კარგად იცნობს გარემოს, გუნდს და ხელმძღვანელობას. ნამდვილად შეუძლია …

სრულად წაკითხვა »

კარესა: “რონალდუ თუ წავა, “იუვენტუსმა” ბევრი არ უნდა იდარდოს”

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და ის მიიჩნევს, თუ პორტუგალიელი წავა, „იუვემ“ ბევრი არ უნდა ინერვიულოს. „იუვენტუსმა“ ბევრი არ უნდა ინერვიულოს კრიშტიანუ თუ წავა. ამ შემთხვევაში დიბალა კონტრაქტს განაახლებს, გუნდში არიან კულუშევსკი და კიეზა, გუნდმა მაღალი დონის ფორვარდი უნდა დაიმატოს და შეტევაში ყველა პრობლემა გადაიჭრება. კრიშტიანუ ძალიან …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” მორატასთან საიჯარო ხელშეკრულება გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსმა” ალვარო მორატასთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ტურინული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ესპანელი “ალიანც სთედიუმზე” 2021-2022 წლების სეზონშიც ითამაშებს. მორატას იჯარა 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ “ატლეტიკოსთან” შეთანხმების საფუძველზე, ის ერთი წლით განახლდა. გარიგების ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა. ალვარო მორატას “იუვეში” 2014-2016 და 2020-2021 წლებში 137 თამაშში 47 გოლი აქვს …

სრულად წაკითხვა »

უეფას წერილი “იუვეს”: “ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება გაქვთ”

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ უეფა სუპერლიგის გამო სანქციებით იმუქრებოდა, კლუბმა 14 ივნისს უეფასგან წერილი მიიღო. როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, უეფას მიერ კლუბში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ “იუვეს” უფლება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ბოლო პერიოდში არაერთხელ იმუქრებოდა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი: “სარის მუშაობის მეთოდი ზოგიერთ ფეხბურთელს არ მოსწონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა კრისტიან ვიერისთან, დანიელე ადანისთან, ანტონიო კასანოსთან და ნიკოლა ვენტოლასთან ონლაინ რეჟიმში ისაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს, „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ საკითხებზეც ილაპარაკა. „სარი „იუვეში“ მხოლოდ ერთი წელი? არ ვიცი, რატომ გაატარა მხოლოდ ერთი წელი „იუვეში“, ალბათ, ზოგიერთ ფეხბურთელს …

სრულად წაკითხვა »

ლიპი: “ბუფონი ყველას გვაკვირვებს, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარ ფორმაშია”

„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. „ჯიჯი ყველას გვაკვირვებს, მაგრამ ის ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს. 43 წლის ასაკშიც ისევ ბრწყინვალეა, რაღაც უნიკალური. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ის რას გააკეთებს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ …

სრულად წაკითხვა »