მთავარი / თეგის არქივი: ფედერიკო კიეზა (გვერდი 8)

თეგის არქივი: ფედერიკო კიეზა

“ნაპოლისთან” კიეზას თამაში გამოირიცხა, “იუვეს” ბევრი ფეხბურთელი დააკლდება

ფედერიკო კიეზა „ნაპოლისთან“ არ ითამაშებს. „იუვენტუსის“ ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. კიეზამ იტალიის ნაკრების შეკრებაზე კუნთებზე დისკომფორტი იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება არ დაადასტურა, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მიიღო და სიფრთხილის გამო ფეხბურთელი ნეაპოლში არ ითამაშებს. „იუვეს“ დანაკლისი ძალიან დიდია. გუნდს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები მხოლოდ პარასკევ საღამოს შეუერთდებიან, როცა გუნდი …

სრულად წაკითხვა »

კიეზას დაზიანება არ აქვს, მაგრამ “ნაპოლისთან” მისი თამაში მაინც საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას არანაირი სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგრამ „ნაპოლისთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა. კიეზამ კუნთის პრობლემის გამო იტალიის ნაკრების შეკრება ვადაზე ადრე დატოვა და სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომელმაც დაზიანება არ აჩვენა. როგორც იტალიური მედია წერს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიზე იქნება, რომელიც დიდი ალბათობით, რისკზე არ წავა …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, იტალიელი შემტევი კუნთის დაზიანების გამო დღეს იტალიის ნაკრების შეკრებას დატოვებს და ტურინში დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და შეძლებს თუ არა კიეზა „იუვეს“ დახმარებას უახლოეს მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ „ნაპოლისთან“ თამაში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გარეშე მოუწევს, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “კიეზა ასე თუ გააგრძელებს, “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ თუ კიეზა ასე გააგრძელებს, „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი ექნება. „ის ტოპფებხურთელია. გუშინაც ვუყურე 23-წლამდე გუნდთან. არაჩვეულებრი უნარები აქვს რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში. ურტყამს მარჯვენა, მარცხენა ფეხით, საოცარი სისწრაფე აქვს. თუ ის თავს არ დაკარგავს და ფეხებს მიწაზე …

სრულად წაკითხვა »

კაუზიო: “კიეზა შესანიშნავია, მაგრამ ალეგრისთან უფრო გაზრდა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იტალიელ შემტევს ბევრად მომატება შეუძლია. „ჩემთვის კიეზა არ არის გარემარბი, პრაქტიკულად თავდამსხმელია. მას აქვს ძალა, კარგი დარტყმა, მაგრამ უნდა მოუმატოს ბურთის არფლობის კომპონენტში. თუ ის კარგად დაიცავს თავსაც, დამანგრეველი გახდება. კიეზა უკვე ძლიერია, მაგრამ შეუძლია ალეგრისთან ძალიან …

სრულად წაკითხვა »

კომისო: “იუვენტუსმა” კიეზა “მოიპარა”, რადგან ბევრი ფული აქვს”

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ თავისი სურვილით არ გაუყიდია. მისი თქმით, ტურინულ გრანდს ბევრი ფული აქვს „ფიორენტინასთან“ შედარებით და ამის ხარჯზე კიეზა „მოპარეს“. „როგორ გაიფორმა „იუვენტუსმა“ კიეზა? მათ ის „მოიპარეს“, რადგან ბევრი ფული აქვთ. რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მეტი ფულის დახარჯვა შეგიძლია. „იუვენტუსი“ არის …

სრულად წაკითხვა »

მარჩელო ლიპი ალეგრიზე, კიეზაზე, დიბალაზე, ლოკატელიზე, “იუვეზე”…

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან „იუვენტუსზე“ ისაუბრა. მათ შორის, დეტალურად მასიმილიანო ალეგრიზე, ასევე, პაულო დიბალაზე, ჯორჯო კიელინიზე, ფედერიკო კიეზასა და მანუელ ლოკატელიზე. „ალეგრის მაშინვე ვუთხარი, რომ ტურინში მეც ორი წლის შემდეგ დავბრუნდი და მოვიგე ორი სკუდეტო და გავედი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “კიეზა ნედვედს ჰგავს, ორივე ერთნაირი შხამი აქვთ, ის “ოქროს ბურთს” მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, კიეზას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია და პაველ ნედვედს შეადარა. „ყველაზე რთულია სტაბილურობის შენარჩუნება და ზრდა. კიეზასთვის მოლოდინის გამართლება უკიდურესად რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის წარმატებას მიაღწევს. მოვისმინე, რომ სამ-ოთხ წელიწადში „ოქროს ბურთს“ მოიგებს და ვეთანხმები. მასში ვხედავ …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “კიეზას მომატება კიდევ შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფედერიკოს კიდევ შეუძლია მომატება და იმედოვნებს, რომ ძალიან კარგი სეზონი ექნება. „კიეზას მომატების დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია „იუვენტუსშიც“ იყოს მოთამაშე, რომელიც თამაშში ცვლილებებს შეიტანს. ადვილი არ იყო ტურინთან ადაპტირება ფლორენციის დატოვების შემდეგ და მისი ოჯახის პირდაპირი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ლივერპულის” 100 მილიონზე და კიეზას გაყიდვაზე უარი თქვა

ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი დიდია და „იუვენტუსს“ წინადადებების უარყოფა უწევს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ტურინელებმა ამჯერად „ლივერპულს“ უთხრეს უარი. წყაროს თანახმად, ინგლისლებმა „იუვეს“ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. „იუვენტუსისთვის“ კიეზა არ იყიდება და გუნდის მომავალი მის გარშემო უნდა აშენდეს. ფედერიკომ გასულ სეზონში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა …

სრულად წაკითხვა »