მთავარი / სიახლეები / მარჩელო ლიპი ალეგრიზე, კიეზაზე, დიბალაზე, ლოკატელიზე, “იუვეზე”…

მარჩელო ლიპი ალეგრიზე, კიეზაზე, დიბალაზე, ლოკატელიზე, “იუვეზე”…

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან „იუვენტუსზე“ ისაუბრა. მათ შორის, დეტალურად მასიმილიანო ალეგრიზე, ასევე, პაულო დიბალაზე, ჯორჯო კიელინიზე, ფედერიკო კიეზასა და მანუელ ლოკატელიზე.

„ალეგრის მაშინვე ვუთხარი, რომ ტურინში მეც ორი წლის შემდეგ დავბრუნდი და მოვიგე ორი სკუდეტო და გავედი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს არ იქნება გაცხელებული წვნიანი, არამედ შესანიშნავი ხარისხის უგემრიელესი რიბოლიტა. მასში საკუთარ თავს ვხედავ, ჩვენს შორის ბევრი მსგავსებაა. ტოსკანური ბუნება, ისიც 47 წლის ასაკში ჩავიდა ტურინში და მაშინვე მოიგო სკუდეტოა, როგორც მე 46 წლის ასაკში. მაქსი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თანამედროვე მწვრთნელია. ის სწორი ადამიანია „იუვესთვის“.

გუნდი ძლიერია და მან ეს კარგად იცის. ის დაბრუნდა ორი შედარებით რთული წლის შემდეგ, მაგრამ ამ გუნდს ზედიზედ 9 სკუდეტო აქვს მოგებული. მათ სცადეს ახალი გზა შედარებით გამოუცდელ მწვრთნელთან, რაც სწორი მცდელობა იყო. ახლა ტურინში კვლავ გადაწყვიტეს გამარჯვებული მენტალიტეტის დაბრუნება, მაქსზე უკეთ არავის შეუძლია ეს როლი შეასრულოს. გუნდის ორგანიზაცია დამოკიდებულია თავდამსხმელთა თვისებებზე, მაქსს ჰყავს დიბალა, რონალდუ, კულუშევსკი, მორატა, კიეზა, კუადრადო და ბევრი გამოსავალი აქვს.

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბომაბრდირია. ის არ ქმნის, მაგრამ რეალიზაციას უკეთებს მომენტებს. რაც მთავარია, გუნდს მისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ის არასდროს ყოფილა ცენტრფორვარდი და ყოველთვის სჭირდებოდა 9 ნომერი. მანამდე ბენზემა ჰყავდა, მაგრამ „იუვეს“ არ ჰყავს მსგავსი 9-იანი.

„იუვე“ ყოველთვის იყო სკუდეტოს ფავორიტი, წელს კიდევ უფრო მეტად. შარშან ვერ მოიგეს და მშივრები არიან, სურთ ამის ანაზღაურება. თუმცა, „ინტერიც“ ამავე დონეზეა, ლუკაკუს ჯეკო შეცვლის. ასევე კარგად წარმომიდგენია „ნაპოლი“, ისინი ძალიან აგრესიულები და კომპაქტურები არიან, უპირველეს ყოვლისა სპალეტის ფაქტორით, რომელმაც იცის როგორ გააერთიანოს გუნდი. შეტევა ყოველთვის კარგად არის ორგანიზებული და მუშაობა სხვა პოზიციებზე მოუწევს. მოურინიოს დაბრუნება იტალიური ფეხბურთისთვის კარგია, დიდი ორგანიზატორია. „მილანს“ უბრალოდ სჭირდება იბრაჰიმოვიჩის თამაში, აუცილებელია, რომ ის ტრავმისგან სწრაფად გამოჯანმრთელდეს და აღარ დაშავდეს. მისი როლი ძალიან მამოძრავებელია. „ატალანტაც“ მაღალ დონეზე ითამაშებს.

კიელინი იბრაჰიმოვიჩს ჰგავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ არ თამაშობს, მაგრამ არიან ტრიბუნებსა და გასახდელში. ის ვერ ითამაშებს სეზონში 50 თამაშს, მაგრამ 30 მატჩის ჩატარება შეუძლია.

ახალ სეზონში ბევრს ველი დიბალასგან და ძანიოლოსგან. „იუვენტინომ“ გასულ სეზონში პრაქტიკულად ვერ ითამაშა, ახლა შეუძლია „იუვეს“ ბევრი ხარისხი მოუტანოს, ვიმედოვნებ, რომ მას აქვს უნარი, რომ გუნდს საუკეთესო მოუტანოს. ძანიოლო მგონია, რომ ფიზიკური თვალსაზრისით გამოჯანმრთელდა და ის უკვე მოწიფულია, მამა გახდა და ეს დაეხმარება.

კიეზა ნამდვილი მხეცია, ცხოველი, რომელიც ფლანგზე იბრძვის. ის ათეულობით მომენტს ქმნის, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. საოცარი ფეხბურთელია. მინდა, ლოკატელი „იუვეში“ ვიხილო. ძალიან მომეწონა ის ევროპის ჩემპიონატზე, ის ჩვენი ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი ნახევარმცველია, ქმნის, შლის, საჯარიმოში ერთვება, ანაწილებს თამაშს, გოლებს იტანს, მან იცის ყველაფრის გაკეთება“, – თქვა ლიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …