მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “კიეზა ნედვედს ჰგავს, ორივე ერთნაირი შხამი აქვთ, ის “ოქროს ბურთს” მოიგებს”

ტაკინარდი: “კიეზა ნედვედს ჰგავს, ორივე ერთნაირი შხამი აქვთ, ის “ოქროს ბურთს” მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, კიეზას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია და პაველ ნედვედს შეადარა.

„ყველაზე რთულია სტაბილურობის შენარჩუნება და ზრდა. კიეზასთვის მოლოდინის გამართლება უკიდურესად რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის წარმატებას მიაღწევს. მოვისმინე, რომ სამ-ოთხ წელიწადში „ოქროს ბურთს“ მოიგებს და ვეთანხმები. მასში ვხედავ იმავე შხამს, რაც პაველ ნედვედს ჰქონდა. მას უზარმაზარი თვისებები აქვს, თამაშობს მარჯვნივაც და მარცხნივაც, ორივე ფლანგზე ატყუებს მეტოქეებს. შარშან, მან ტოპფეხბურთელის თვისებები გამოავლინა და ახლა ჰყავს ალეგრი, რომელსაც მისი დახმარება შეუძლია, რომ ვარსკვლავი გახდეს“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ გასული სეზონი და ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და მისგან ახალ სეზონში დიდ მოლოდინია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …