მთავარი / თეგის არქივი: დუგლას კოშტა (გვერდი 2)

თეგის არქივი: დუგლას კოშტა

დუგლას კოშტასთვის სეზონი დასრულდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა ისევ დაშავდა და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ყოველშემთხვევაში სერია A-ში. ბრაზილიელ ფეხბურთელს კუნთზე მეორე ხარისხის დაზიანება აქვს და უცნობია მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას ჩემპიონთა ლიგისთვის. დუგლას კოშტა სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს. ამიტომ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 29 თამში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტამ “ინტერი” და “ლაციო” დატროლა

სერია A-ს 27-ე ტური „იუვენტუსისთვის“ ძალზე იღბლიანი გამოდგა. თავად მოიგო, „ინტერმა“ ფრე ითამაშა, „ლაციომ“ წააგო. შედეგად, რომაელებს 4, ხოლო მილანელებს 8 ქულით გაასწრო. დუგლას კოშტამ კი ინსტაგრამში ორივე მეტოქე დატროლა. ბრაზილიელმა ირონიული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში ფანების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სრულად წაკითხვა »

“როდის მოდიხართ “ინტერში”? – არასდროს! დუგლას კოშტას და დიბალას პასუხი

დუგლას კოშტა და პაულო დიბალა ონლაინ ვიდეო თამაშს თამაშობდნენ, როდესაც მათ ერთ-ერთმა ქომაგმა კითხვა დაუსვა: „როდის მოდიხართ „ინტერში“? პასუხი მხოლოდ დუგლას კოშტამ გასცა, თუმცა პაულოც დაეთანხმა ბრაზილიელ თანაგუნდელს: „არასდროს ჩემო ძვირფასო“.     View this post on Instagram   Botta e risposta tra un tifoso interista, Dybala e Douglas Costa …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ტრავმების გამო კარიერის დასრულებაზე ხშირად ვფიქრობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ განაცხადა, რომ ხშირი ტრავმიანობის გამო კარიერის დასრულებაზე არაერთხელ უფიქრია. თუმცა, იცის, რომ ეს მისი ვნებაა და ფეხბურთის თამაშის გარეშე არ შეუძლია. „არის მომენტები, როდესაც ვფიქრობ: „კიდევ შემიძლია ვითამაშო?“ რადგან მოედანზე გავდივარ და ხშირად ტრავმას ვიღებ. შემდეგ, როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს ჩემი ვნებაა და …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტამ რონალდუ დაივიწყა: ბრაზილიელმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ დუგლას კოშტას იტალიაში დაბრუნება უნდა. გარდ ამისა, ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მისი საუკეთესო თანაგუნდელი არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ პაულო დიბალაა. „იმედი მაქვს, რომ მალე იტალიაში დავბრუნდები, მოუთმენლად ველოდები დაბრუნებას, რადგან არ ვიცი აქ რა გავაკეთო. ყველაზე ძლიერი თააგუნდელი? რა თქმა უნდა, პაულინო, დიბალა. ამის შემდეგ ცხადიაც რონალდუც“, – …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “იმედია სეზონი ერთ თვეში მაინც განახლდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუგლას კოშტა იმედოვნებს, რომ შეწყვეტილი სეზონი ერთ თვეში მაინც განახლდება. ბრაზილიელის განცხადებით, სახლში რა აკეთოს უკვე აღარ იცის. „იმედია, რომ ჩემპიონატი მალე განახლდება, კარგი იქნება ერთ თვეში. ყოველდღე ვვარჯიშობ, მაგრამ აღარ ვიცი სახლში რა უნდა გავაკეთო. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება. ბრაზილიაში ვარ, სახლში ოჯახთან, დიდ დროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” ტორესის დამატება უნდა და ორ ფეხბურთელს შეელევა

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დაემშვიდობა და რამდენი დაემატება. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელებს ძალიან მოსწონთ „ვალენსიას“ ახალგაზრდა შემტევი ფერან ტორესი. მისთვის „ბარსელონაც“ იბრძვის და შესაბამისად, კატალონურ გრანდთან სერიოზული კონკურენცია მოუწევს. სანაცვლოდ კი, მოსალოდნელია, რომ გუნდს დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი დატოვებენ. ორივე „იუვეში“ 2017 წლიდან თამაშობს, თუმცა დღემდე ძირითად შემადგენლობაში …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ხელფასები? მოსალოდნელი იყო, “იუვე” კორონავირუსზე პასუხისმგებელი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ ხელფასების დაკლების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს გარდაუვალი იყო, რადგან კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა. „ხელფასებზე საუბარი ყოველთვის რთულია, რადგან აშკარაა, რომ როდესაც ფეხბურთელს ეუბნები, უარი თქვას ხელფასზე, გართულებას იწვევს. თუმცა ვიცით, რომ კორონავირუსის გამო შეიძლება ყველაფერი გაუარესდეს, ვისაუბრეთ და ვიცოდით, რომ ხელფასების დაკლება …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა “იუვენტუსის” სამომავლო გეგმებს მიღმაა

ტურინის „იუვენტუსისა“ და დუგლას კოშტას ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. Calciomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი იტალიური გრანდის სამომავლო გეგმებში აღარ შედის. ამის უმთავრესი მიზეზი კი დუგლას არასტაბილურობაა, რაც ხშირი და გაუთავებელი ტრავმიანობითაა გამოწვეული. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსი“ კოშტას დამდეგ ზაფხულს სასურველ ტრანსფერში ბარტერისთვის გამოიყენებს. მაურო იკარდის, პოლ პოგბას ან გაბრიელ ჟესუსის შემთხვევაში ტურინელები ფიქრობენ, …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ბრაზილიაში შვილის გამო წავედი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ, რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა, კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა და ამიტომაც გააკრიტიკეს, თუმცა, კოშტას ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია: „ბრაზილიაში ჩემი შვილის გამო წავედი, მაგრამ 3 აპრილს ტურინში დავბრუნდები“, – თქვა დუგლასმა.

სრულად წაკითხვა »