ტურინის „იუვენტუსისა“ და დუგლას კოშტას ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. Calciomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი იტალიური გრანდის სამომავლო გეგმებში აღარ შედის.
ამის უმთავრესი მიზეზი კი დუგლას არასტაბილურობაა, რაც ხშირი და გაუთავებელი ტრავმიანობითაა გამოწვეული.
ამიტომ, მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსი“ კოშტას დამდეგ ზაფხულს სასურველ ტრანსფერში ბარტერისთვის გამოიყენებს. მაურო იკარდის, პოლ პოგბას ან გაბრიელ ჟესუსის შემთხვევაში ტურინელები ფიქრობენ, რომ ბრაზილიელის გარიგებაში ჩართვას მოახერხებენ.
ცხადია, საუბარი არაა სუფთა გაცვლაზე, არამედ სატრანსფერო თანხის შემცირებაზე. შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს.