ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ ხელფასების დაკლების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს გარდაუვალი იყო, რადგან კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა.
„ხელფასებზე საუბარი ყოველთვის რთულია, რადგან აშკარაა, რომ როდესაც ფეხბურთელს ეუბნები, უარი თქვას ხელფასზე, გართულებას იწვევს. თუმცა ვიცით, რომ კორონავირუსის გამო შეიძლება ყველაფერი გაუარესდეს, ვისაუბრეთ და ვიცოდით, რომ ხელფასების დაკლება მოგვიწევდა. მეორეს მხრივ მე არ ვადანაშაულებ „იუვენტუსს“, რადგან ვირუსზე პასუხისმგებელი არაა.
იტალიაში დაბრუნებას 3 აპრილს ვაპირებდი, მაგრამ ვესაუბრე კიელინის და მითხრა, რომ ახლა დრო არაა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, 15-20 აპრილისთვის დავბრუნდები“, – თქვა კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა 4 თვის ხელფასი დაიკლეს და კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს.