სერია A-ს 27-ე ტური „იუვენტუსისთვის“ ძალზე იღბლიანი გამოდგა. თავად მოიგო, „ინტერმა“ ფრე ითამაშა, „ლაციომ“ წააგო.
შედეგად, რომაელებს 4, ხოლო მილანელებს 8 ქულით გაასწრო. დუგლას კოშტამ კი ინსტაგრამში ორივე მეტოქე დატროლა.
ბრაზილიელმა ირონიული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში ფანების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.