მთავარი / თეგის არქივი: ბარსელონა (გვერდი 14)

თეგის არქივი: ბარსელონა

პიკე: “ნაპოლი” უკეთესი გუნდია, ვიდრე “იუვენტუსი”

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსზე“ კარგი გუნდია და უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. ამის შესახებ ესპანელმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ ამხანაგურ მატჩამდე განაცხადა. „ნაპოლი“ სერია A-ს გუნდებიდან ყველაზე მეტად თამაშობს „ბარსელონას“ მსგავს ფეხბურთს. ნეაპოლელებს ბურთის შენარჩუნება მოსწონთ, აკონტროლებენ თამაშს. „იუვენტუსმა“ ბოლო წლებში ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ „ნაპოლი“ უკეთესად თამაშობდა“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

არსენალი და ბარსელონა მოიზე კინით დაინტერესდნენ

არსენალი და ბარსელონა მოიზე კინით დაინტერესდნენ

ტურინის იუვენტუსის ფორვარდით, მოიზე კინით, რამდენიმე ევროპული კლუბი არის დაინტერესებული. 19 წლის იტალიელით დაინტერესებულნი არიან “ევერტონი”, “არსენალი” და ბარსელონა. განსაკუთრებულ ინტერესს მის მიმართ ევერტონი იჩენს. შეძენის შემთხვევაში ბარსელონა მას, სავარაუდოდ, სევილიაში გაანათხოვრებს. მოიზეს სანაცვლოდ იუვენტუსი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს ითხოვს. გასულს სეზონში ფეხბურთელმა 17 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და …

სრულად წაკითხვა »

Mundo Deportivo: ნეიმარი მზადაა გადავიდეს იუვენტუსში, რეალში ან ბაიერნში

Mundo Deportivo: ნეიმარი მზადაა გადავიდეს იუვენტუსში, რეალში ან ბავარიაში

Mundo Deportivo-ს ცნობით პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი მზად არის დატოვოს გუნდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული არის ბარსელონაში დაბრუნება, მაგრამ მას ესმის რომ ეს ადვილი არ იქნება. ამიტომ ბრაზილიელი განიხილავს სხვა ვარიანტებსაც კარიერის გასაგრძელებლად, მათ შორის იუვენტუსი, რეალი და ბავარია. ის ასევე მზად იყო მანჩესტერ იუნაიტედში წასასვლელად მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

31 წლის წინ უეფამ იუვენტუსს საპატიო ჯილდო გადასცა

1988 წლის 12 ივლისს, ჟენევაში, უეფას მეოთხე პრეზიდენტმა ჟაკ ჟორჟმა საპატიო ჯილდო გადასცა იუვენტუსის პრეზიდენტს ჯამპერო ბონიპერტის. ჯილდო იყო კვადრატული ვერცხლის ტაბლო, რომელზეც გამოსახულია სამივე ის ჯილდო, რაც იტალიელებს ჰქონდათ მოგებული: ევროპის ჩემპიონთა თასი, თასის მფლობელთა თასი და უეფას თასი. დაფნის ფოთლების და თავად ორგანიზაციის ლოგო ოქროსგან იყო დამზადებული. იუვენტუსი …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

დე ლიხტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

ტურინის “იუვენტუსი” მატის დე ლიხტის ტრანსფერის გაოფიციალურებას ვერ ახერხებს. მეტიც, დიდი შანსია ჰოლანდიელი “იუვეს” ფეხბურთელი აღარ გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ დე ლიხტი “ბებერ სინიორასთან” შეთანხმებულია და თავადაც ტურინში გადაბარგება უნდა, ამსტერდამის “აიაქსს” სხვა გეგმები აქვს. “იუვე” ჰოლანდიურ გუნდს 55 მილიონი ევრო და 10 მილიონი ბონუსის სახით შესთავაზა, რაც მეორე მხარისთვის …

სრულად წაკითხვა »

მოურინიო: “ფინალში “იუვენტუსი” და “ბარსელონა” ითამაშებენ”

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ფინალში ითამაშებენ. „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები არიან. თუმცა, არიან სხვა ინგლისური გუნდებიც, „აიაქსი“, „პორტუ“. ყველა რონალდუსა და მესის შესახებ საუბრობს, მაგრამ მე მირჩევნია „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შესახებ ვისაუბრო. მსოფლიო ყოველთვის ინდივიდუალისტებს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ჟორდი ალბას დამატებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ კატალონიის „ბარსელონას“ მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანელ მცველს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. სწორედ ამ ფაქტით ცდილობს ისარგებლოს „იუვემ“ და ფეხბურთელის შეძენას დამდეგ ზაფხულს ეცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ „იუვენტუსმა“ ალექს სანდროს ახალი კონტაქტი გაუფორმა, თუმცა …

სრულად წაკითხვა »

მესი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია”

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. არგენტინელმა Marca-სთან საუბარში ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად სწორედ „იუვე“ დაასახელა. „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუმდეც ძლიერი იყო და მასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვთ“, – თქვა მესიმ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” ბენტანკურში 60 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი როდრიგო ბენტნაკური მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და მისი პროგრესი ცალსახად სახეზეა. 21 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდება. ეს თავდაპირველად სამი ხედირასა და ემრე ჯანის ტრავმებით იყო გამოწვეული, მაგრამ ურუგვაელმა მიღებული შანსი ჩინებულად გამოიყენა. ახლა კი, როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, ბენტანკურის შეძენით „ბარსელონა“ …

სრულად წაკითხვა »