მთავარი / თეგის არქივი: ბარსელონა (გვერდი 10)

თეგის არქივი: ბარსელონა

“ბარსელონა” მზადაა პიანიჩის სანაცვლოდ სემედუ დათმოს

კატალონიის „ბარსელონას“ „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არტურ მელოსთან ბარტერის გარდა, ესპანელებს სხვა ვარიანტიც აქვთ. „ბარსა“ მზადაა არტური შეინარჩუნოს, ხოლო პიანიჩის ნაცვლად „იუვენტუსს“ პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ დაუთმოს. იტალიელთა პასუხი ამ არცთუ მომხიბვლელ წინადადებაზე, ამ ეტაპზე უცნობია.

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონამ” არტურის სანაცვლოდ დე ლიხტიც მოითხოვა

კატალონიის „ბარსელონამ“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურის სანაცვლოდ „იუვეს“ მატაის დე ლიხტიც მოთხოვა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები არტური – მირალემ პიანიჩის ბარტერზე მუშაობენ, ესპანელებს ნიდერლანდელი მცველი სურთ. თუმცა, „იუვენტუსმა“ მყარი პოზიცია დააფიქსირა და „ბარსელონას“ შეუთავალა, რომ დე ლიხტი ხელშეუხებელია და არ იყიდება.

სრულად წაკითხვა »

პიანიჩმა ბარსელონას გამო მანჩესტერი და პესეჟე უარით გაისტუმრა

ტურინის იუვენტუსი და კატალონიის ბარსელონა ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. 30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მზადაა კატალონიურ კლუბში გადასასვლელად. მხარეებს შეუძლიათ 4 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება. ცნობილია, რომ პიანიჩმა უარი თქვა მანჩესტერ იუნაიტედისა და პესეჟეს წინადადებებზე, ბარსელონას შეთავაზების გამო. სერია A-ს მიმდინარე სეზონზე პიანიჩმა 22 მატჩში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „ბარსელონას“ მოურიგდა და მზადაა კატალონიაში გადავიდეს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ბოსნიელი თანახმაა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული, „ბარსელონასა“ და „იუვეს“ შეთანხმებაა საჭირო. ტურინელებს ესპანელებისგან არტურის დამატება სურთ და არაა გამორიცხული მშრალი ბარტერიც შედგეს. შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს და 2019-2020 …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” თანახმაა არტური “იუვენტუსში” გაყიდოს

კატალონიის „ბარსელონა“ თანახმაა ნახევარმცველი არტური ტურინის „იუვენტუსში“ გაასხვისოს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდაზე ვერ მოურიგდა და ამიტომ, მხარეები განშორებას აპირებენ. თავის მხრივ კიკე სეტიენს „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელი მოსწონს და მოსალოდნელია, რომ ბარტერი გაიჩარხება. საუბარია, როდრიგო ბენტანკურზე, მირალემ პიანიჩზე ან ფედერიკო ბერნარდესკიზე. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ბარსელონამ” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა ჩვეულებრივისგან განსხვავებული იყოს კორონავირუსის პანდემიის გამო. ეკონომიკური კრიზისის ფონზე გუნდები არ გამორიცხავენ, რომ ფეხბურთელები ერთმანეთში გაცვალონ. კატალონური Rac1-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ გადავიდეს, ხოლო „იუვენტუსსი“ რიგები სანაცვლოდ ბრაზილიელმა არტურმა გააძლიეროს. ჯერჯერობით აღნიშნული ბარტერის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა პიანიჩის „იუვედან“ შესაძლო წასვლის შესახებ …

სრულად წაკითხვა »

ვიდალი “იუვენტუსში” დაბრუნებაზე თანახმა იყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ დასაბრუნებლად იანვრის სატრანსფერო პერიოდში მზად იყო. თუმცა, გარიგება არ შედგა, რადგან „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობამ 32 წლის ჩილელის დაბრუნება არ მოისურვა. შედეგად, ვიდალმა თანხმობა ანტონიო კონტეს „ინტერს“ განუცხადა, მაგრამ ეს გარიგებაც ჩაიშალა, „ბარსელონას“ მოტივით.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ტერ შტეგენის ტრანსფერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსი“ კატალონიის „ბარსელონადან“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას ფიქრობს. ესპანური მედიის ცნობით, გერმანელი „ბლაუგრანას“ დატოვებას ზაფხულში აპირებს და არაა გამორიცხული მისთვის ბრძოლაში „იუვე“ ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ვოიცეხ შჩესნიმ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ტურინში ტერ შტეგენის მიწვევას იდეას ყურადღებით აკვირდებიან. ჯერჯერობით უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე …

სრულად წაკითხვა »

ვან გაალი: “დე იონგი “იუვეს” სჭირდება, დე ლიხტი “ბარსელონას”

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი „ბარსელონაში“, ფრენკი დე იონგი კი „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო. „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი მიიჩნევს, ამ კომბინაციით, ყველა მოიგებდა. „ჩემი აზრით, კლუბი, რომელსაც დე ლიხტი უნდა ეყიდა, პირველ რიგში „ბარსელონა“ იყო. ვხედავთ, რომ ბუსკეტსი აქაა, ამიტომაც, უმჯობესი იქნებოდა, დე იონგი „იუვენტუსში“ გადასულიყო. …

სრულად წაკითხვა »

ვიდალი “ნაპოლის” ფანებს: “Forza Juve!”

„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩის მიწურულს არტურო ვიდალი მოედნიდან გააძევეს. „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს ნეაპოლში ფანები განსაკუთრებით აგრესიულად დახდნენ და როდესაც გააძევეს, ფანებმა დედამისს შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდალმა კი, მათ შეძახილით უპასუხა – Forza Juve! სოციალურ ქსელში ჩილელის ამ ჟესტს იუვენტინოები დიდი ემოციით გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა.

სრულად წაკითხვა »