მთავარი / თეგის არქივი: ნიკოლო ფაჯოლი

თეგის არქივი: ნიკოლო ფაჯოლი

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ გამო ნიკოლომ თავის დროზე, „მანჩესტერის“ ახალგაზრდულ გუნდსა და „ინტერში“ ტრანსფერზე უარი თქვა. „ლეჩესთან“ მატჩამდე ძალიან ცოტას თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მისი ყოფნის საჭიროება მანამდეც ჩანს. ნიკოლოს დამსახურება ისაა, რომ მან …

სრულად წაკითხვა »

ალდო სერენა: “იუვემ” ფაჯოლის ბოლომდე უნდა ენდოს და მას სათამაშო დრო არ უნდა მოაკლდეს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალდო სერენამ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი იანვრის შემდეგაც ნიკოლო ფაჯოლის უნდა ენდოს, თუნდაც ტრავმირებული ნახევარმცველები დაბრუნდნენ. სერენა დარწმუნებულია, რომ ფაჯოლის ძალიან დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვს და ტურინელები მას მუდმივად უნდა ენდონ. „იუვენტუსს“ შეუძლია სკუდეტოს კიდევ სჯეროდეს, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული. პოგბა ნამდვილად …

სრულად წაკითხვა »

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იტალიელი ფეხბურთელია, ამიტომ მისი მომავალი საინტერესოა. იტალიური მედია წერს, რომ როველას პირადად პეპ გვარდიოლა აკვირდება და ძალიან მოსწონს ნიკოლოს სათამაშო სტილი. ასე რომ, შეიძლება ზაფხულში „მანჩესტერ სიტიმ“ „იუვეს“ წინადადებებით მიმართოს. თავის მხრივ, როველას მომავალში „იუვეში“ …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ახალგაზრდებისთვის “იუვეში” თამაში ტვირთია, მაგრამ ფაჯოლი შესანიშნავია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ DAZN-ის ეთერში „იუვეს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ნიკოლო ფაჯოლიზე, რომელთანაც ერთად ტურინულ გრანდში მას ამხანაგურ მატჩებშიც უთამაშია. „უნდა გვესმოდეს, რომ პატარა ბიჭებსაც ნდობა სჭირდებათ, რომ ითამაშონ და თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ. ასე რომ, როდესაც ხანდახან თავის წარმოსაჩენად მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს, ეს ადვილი …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლო ალეგრისა და მანჩინისთვის საჭირო მოთამაშე გახდება”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მუშაობს, რომ ფაჯოლი „იუვენტუსში“ დიდხანს დარჩეს. როგორც მან თქვა, ნიკოლო მასიმილიანო ალეგრის გარდა, რობერტო მანჩინისთვისაც საჭირო ფეხბურთელი გახდება. „ფაჯოლის ამ პროგრესში „იუვეს“ დამსახურებაა. ახლა ნიკოლო მზადაა, უფრო მეტად მომწიფებულია, რომ ითამაშოს, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს ძირითადი შემადგენლობიდან მოხდება …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “ოცნება ამიხდა, ჩემი კუმირი დელ პიერო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ „ლეჩესთან“ გამარჯვებისა და „იუვეში“ სადებიუტო გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მას ოცნება აუხდა, რადგან „იუვენტუსში“ გოლის გატანას მთელი ცხოვრება ელოდა. „ლამაზი გოლი გავიტანე, ამას მთელი ცხოვრება ველოდი და ამ მაისურით გოლის გატანა ოცნების ასრულებას ჰგავს. 21 წელია „იუვეს“ გულშემატკივარი ვარ და უნიკალური ემოციაა. …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “ჩვენ შეგვიძლია სხვა ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფაბიო მირეტი, მატიას სულე და ნიკოლო ფაჯოლი პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეორე გუნდში არ დაბრუნდებიან და მთელ სეზონს მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში გაატარებენ. ამასთან დაკავშირებით, „იუვემ“ სამივე ფეხბურთელს, რომელიც აკადემიიდან დააწინაურეს, წარდგენა მედიის წინაშე გაუკეთა და მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ნიკოლო ფაჯოლიმ განაცხადა, რომ …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლის აგენტი: “უფრო ადვილია ახალგაზდრის გაშვება, ვიდრე იმ მოთამაშის, ვისაც ხელფასი 6 მილიონი აქვს”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ თავისი კლიენტის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნიკოლოს ტურინში დარჩენა სურს, მაგრამ ეს მიმდინარე ზაფხულს თითქმის შეუძლებელია. „ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ იყო, რადგან კუნთებზე მცირე დისკომფორტს გრძნობდა. „იუვეს“ სატრანსფერო ბაზარი მოსალოდნელი და ნაკლებად სავარაუდო გასვლითი ოპერაციებითაა განპირობებული. ერთია ვირტუალური ბაზარი, მეორე სტრატეგია. შეიძლება იფიქრო არტურის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ფაჯოლის გაანათხოვრებს, ორი კლუბი დაინტერესებულია

ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ფაჯოლი დიდი ალბათობით დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრებენ. ფაჯოლის შანსი პრესეზონზე მიეცა, მაგრამ სერია A-ს განვლილ სამ ტურში მოედანზე არ გასულა. მან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ იმისთვის, რომ გამოცდილება მიიღოს, ერთი სეზონით იჯარით გაშვებაზე ორივე მხარე ფიქრობს. დაინტერესებული …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი როველას შორის ერთ-ერთს გუნდის დატოვება მოუწევს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე რჩება და „იუვენტუსში“ ცვლილებები ისევ მოსალოდნელია. ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი ახალგაზრდა ნახევარმცველებთან მიმართებაში. ფაბიო მირეტი დარჩენის მთავარი კანდიდატია – ის მასიმილიანო ალეგრის მოსწონს და სათამაშო ნომერიც ისეთი აიღო (20), რომ სავარაუდოდ გუნდში დარჩება. ტურინის დატოვება მოუწევს ნიკოლო როველას ან ნიკოლო ფაჯოლის. ამ ეტაპზე ისე ჩანს, …

სრულად წაკითხვა »