მთავარი / ძიების შედეგები: პოლ პოგბა (გვერდი 3)

ძიების შედეგები: პოლ პოგბა

იუვენტუსის ტრიო პოლ პოგბასთვის?

იუვენტუსის ტრიო პოლ პოგბასთვის?

იუვენტუსი პოლ პოგბასთვის მანჩესტერ იუნაიტედს პაულო დიბალას, მარიო მანჯუკიჩს და ბლეზ მატუიდის შესთავაზებს, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს. ამ გადაცემის განხორციელებას ხელს შეუწყობენ იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი, კლუბის ვიცე პრეზიდენტი პაველ ნედვედი და პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა. ამასთან ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოაგვაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, კერძოდ, დაარწმუნონ …

სრულად წაკითხვა »

კანსელუ, მატუიდი და დუგლას კოშტა პოლ პოგბას სანაცვლოდ

კანსელო, მატუიდი და დუგლას კოშტა პოლ პოგბას სანაცვლოდ

ტურინის იუვენტუსი კვლავ დაინტერესებულია ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენით და მისთვის ბრძოლას აგრძელებს. Mundo Deportivo და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ტურინული გრანდი მზად არის 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ შეელიოს სამ ფეხბურთელს: ჟოაუ კანსელუს, ბლეზ მატუიდის და დუგლას კოშტას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი პოლ პოგბას სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა მთავარი სამიზნეა

„იუვენტუსი“ ძალიან ახლოსაა აარონ რემსის ტრანსფერის დახურვასთან. მიუხედავად ამისა, ტურინელები ნახევარმცველის დამატებას კიდევ აპირებენ და მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა. მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ პოგბა „მანჩესტერში“ ძველებურად ათამაშდა, „იუვე“ უკან დახევას არ აპირებს და ფრანგისთვის ზაფხულში იბრძოლებს. როგორც Tuttosport-ი წერს, „იუვეს“ შუახაზი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადახალისდება. …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო პოგბას: “პოლ, გთხოვ, “იუვეში” დაბრუნდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ პოლ პოგბას „იუვეში“ დაბრუნება სთხოვა. ფრანგი ნახევარმცველი „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და თავადაც განაცხადა, რომ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს. პოგბამ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მარკიზიო დააკომენტარა: „გთხოვ მოდი „იუვენტუსში“. შენ ისევ ბედნიერი იქნები და მეც“, – წერს კლაუდიო. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

პოგბას ძმა: “პოლს “მანჩესტერის” დატოვება უნდა”

პოლ პოგბას ძმამ, მატიას პოგბამ განაცხადა, რომ ფრანგს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება უნდა. „პოლს „მანჩესტერის“ დატოვება უნდა. ჩემს ძმას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დაყველა ტიტულის მოგება უნდა. ყველამ იცის, რომ ეს „იუნაიტედში“ შეუძლებელი იქნება. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში“, – თქვა მატიასმა. შეგახსენებთ, რომ პოგბასთვის ბრძოლაში „იუვეს“ მთავარი კონკურენტი მადრიდის „რეალია“.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიეზა ბევრად უკეთაა, პოგბა განაცხადში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლისაბონის „სპორტინგთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა, როგორც მეტოქეზე, ისე თავისი გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა. „სპორტინგი“ არის გუნდი, რომელმაც ბოლო 11 მატჩიდან 7 მოიგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა. ახალგაზრდული და კარგად ორგანიზებული გუნდია. მათმა მწვრთნელმა გუნდს 19-წლიანი პაუზის შემდეგ პორტუგალიის …

სრულად წაკითხვა »

კალვო: “პოგბამ იცის, რომ “იუვე” მისი ოჯახია”

ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერმა ფრანჩესკო კალვომ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფრანგმა იცის, რომ „იუვე“ მისი ოჯახია და მას გვერდით უდგანან. „პოგბა არის პირველი, ვინც არ არის კმაყოფილი ამ სიტუაციით. აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მასთან თანამშრომლობა აღარ გვინდა. მან იცის, რომ მისთვის ოჯახი ვართ. ვხედავთ, რომ ის ძალიან …

სრულად წაკითხვა »

პოგბა ისევ ტრავმირებულია და მინიმუმ 20 დღე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა ისევ ტრავმირებულია. მან მორიგი დაზიანება „სამპდორიასთან“ მატჩამდე მიიღო და დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. იტალიური მედია წერს, რომ პოგბა მინიმუმ 20 დღე იუქმებს, შეიძლება მოედანზე 1 თვეც ვერ გავიდეს. სხვათა შორის, J Medical-იდან გამოსული პოგბა ფანებს ავტოგრაფებისთვის არ გაუჩერდა, უთხრა, რომ ამის თავი არ ჰქონდა. როგორც …

სრულად წაკითხვა »

ანჯელო დი ლივიო “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, პოგბაზე, კოსტიჩსა და “ფრაიბურგთან” მატჩებზე

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა ანჯელო დი ლივიომ. ვეტერანმა ფეხბურთელმა ისაუბრა, „ფრაიბურგთან“ ჩატარებულ და მომავალ მატჩებზე, დუშან ვლაჰოვიჩზე, პოლ პოგბასა და ზოგადად კლუბზე. – როგორ დაინახეთ „ფრაიბურგთან“ „იუვენტუსი“? – სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი, როგორც თამაშის, ისე გოლების მხრივ. 2:0 უფრო მშვიდი ანგარიში იქნებოდა საპასუხო მატჩისთვის. საჭირო იყო რამდენიმე გოლით …

სრულად წაკითხვა »

პოგბა “ფრაიბურგთან” ვერ ითამაშებს, ის კლუბმა დასაჯა

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. ცნობილია ტურინული გუნდის განაცხადი, რომელშიც პოლ პოგბა არ არის. მიზეზი ტრავმა არაა. საქმე დისციპლინურ დარღვევას ეხება. პოგბამ გუშინ ვარჯიშზე დააგვიანა, რის გამოც კლუბმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფრანგი მოედანზე ვერ გავა. სავარაუდოდ, პოგბა გუნდს „სამპდორიასთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ …

სრულად წაკითხვა »