მთავარი / ძიების შედეგები: პოლ პოგბა (გვერდი 4)

ძიების შედეგები: პოლ პოგბა

ალეგრი: “პოგბა და კიეზა დაბრუნდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პოლ პოგბა განაცხადში იქნება და შეიძლება ითამაშოს კიდეც. გუნდს ასევე დაუბრუნდა ფედერიკო კიეზაც. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, განსაკუთრებით ჩვენთვის, „ბოლონიამ“ „ინტერი“ დაამარცხა და 3 ქულით გვისწრებს. უნდა გავაგრძელოთ ჩემპიონატში ქულების დაგროვება, რომელიც ამ დროისთვის არის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “არ ვიცი, პოგბა როდის დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან პოლ პოგბას დაბრუნება უახლოეს პერიოდში გამორიცხა. „ბოლოს ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ხვალ განსხვავებული მატჩია, რადგან „ფიორენტინა“ კარგი გუნდია, რომელიც ბევრს დარბის და პრესინგს თამაშობს. ამიტომ, მოთმინების გამოვლენა დაგვჭირდება. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მინი-მიზნებზე და ჩვენს წინ მყოფ გუნდებზე, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

კალვო: “თავს დავიცავთ. პოგბა? გავრცელებულ ჭორებს უარვყოფ”

ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერმა ფრანჩესკო კალვომ პოლ პოგბასთან კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. გარდა ამისა, მან გამოძიებაზე გააკეთა კომენტარი. „პოგბა? ჭორები ჩვენც გავიგეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ, რომ კონტრაქტის გაწყვეტაზე ვფიქრობთ. ვხედავთ, რომ ენთუზიაზმით და მონდომებული ვარჯიშობს და მოედანზე ველოდებით. გამოძიება? კლუბმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება უსამართლო …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ განიხილავს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ცნობა, რომ ტურინელებს ფრანგთან განშორება სურდათ, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება. პოგბა „იუვეში“ მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი მხარეები სიტუაციას შეაფასებენ. ეს დამოკიდებული იქნება, როგორც პოგბას სათამაშო ფორმასა და სურვილზე, ასევე კლუბის …

სრულად წაკითხვა »

პოგბას კუნთის ტრავმა არ აქვს, მაგრამ “სალერნიტანასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რათა მისი მდგომარეობა დაზუსტებულიყო. ფრანგ ფეხბურთელს კუნთების ტრავმა არ აღენიშნება, თუმცა “სალერნიტანასთან” 7 თებერვალს დაგეგმილ მატჩში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არ იქნება. იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ პოგბა ხელმისაწვდომი 16 თებერვალს, ევროპა ლიგის პირველ შეხვედრაში “ნანტის” წინააღმდეგ იქნება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსსა” და პოგბას შორის შეიძლება კონტრაქტი გაწყდეს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა პოლ პოგბას კონტრაქტი გაუწყვიტოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. ფრანგი ფეხბურთელი „იუვეში“ დაბრუნების შემდეგ ტრავმირებულია – მან ივლისში ამხანაგურ მატჩში ითამაშა, შემდეგ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და მოედანზე მას შემდეგ აღარ გასულა. პოგბამ თავიდან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურდა, მაგრამ სექტემბერში ნათელი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ვლაჰოვიჩი ძირითადში იქნება, პოგბა ისევ გამოგვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ დუშან ვლაჰოვიჩი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო პოლ პოგბა გუნდს ისევ გამოაკლდა და ვერ ითამაშებს. ალეგრიმ არ იცი, რამდენიმე ხანი ვერ ითამაშებს კიდევ ფრანგი ნახევარმცველი: „მონცასთან“ მარცხის შემდეგ ფეხბურთელები იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები იყვნენ. ხვალ სხვა ტურნირია, თუმცა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “პოგბა და ვლაჰოვიჩი მზად არიან, კიეზა და მაკკენი არ ითამაშებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, პოლ პოგბა და დუშან ვლაჰოვიჩი დაბრუნდნენ, ფედერიკო კიეზა და ხუან კუადრადო კი ვერ ითამაშებენ. „ამ თამაშს ვხვდებით ბოლო ორ თამაშში მოპოვებული 1 ქულით და 8 გაშვებული გოლით, ამიტომ, ბევრად უკეთ თამაში გვმართებს. 17 თამაშში 7 გოლი …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი და პოგბა “მონცასთან” განაცხადში იქნებიან

დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა „მონცასთან“ მატჩში განაცხადში იქნებიან. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს. ვლაჰოვიჩი ტურინული კლუბის განაცხადში 25 ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო პოგბა საერთოდ მიმდინარე სეზონში. ორივე ფეხბურთელი კარგადაა და თამაში შეუძლია. თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით, ძირითად შემადგენლობაში ვერ გამოჩნდებიან. მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ ორივე ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა მეორე ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. ორივე ფეხბურთელმა დღეს Next Gen-ის (ახალგაზრდული გუნდი) გუნდთან ითამაშეს, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობა შემოწმებულიყო. ორივემ კარგად ჩააბარა ტესტი – სერბმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა კი ორი.  დღევანდელ სპარინგში ხუან კუადრადომ და მატია დე შილიომაც ითამაშეს. …

სრულად წაკითხვა »