მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 13)

ტრანსფერები

“იუვემ” დე ვინტერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და “ემპოლიში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ახალგაზრდა ბელგიელ მცველ კონი დე ვინტერს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა, მაგრამ ამავდროულად გაანათხოვრა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ბელგიელი მომდევნო სეზონს იჯარით „ემპოლიში“ გაატარებს. დე ვინტერი ძირითადად 23-წლამდე გუნდში თამაშობდა, მაგრამ გასულ სეზონში მთავარ გუნდშიც გამოჩნდა და ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „მალმიოს“ წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. ბელგიელმა ფეხბურთელმა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” არგენტინის ნაკრების მცველის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ახალგაზრდა იტალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გარდა ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ „იუვე“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველის, ნაუელ მოლინას გადაბირებაზე უკვე აქტიურად მუშაობას. ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია – 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 2.5 მილიონი ევროს ხელფასი ბონუსების …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს ტრანსფერზე წინ მიიწევს

ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია და პოლ პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა მომდევნო სამიზნე ნიკოლო ძანიოლოა. იტალიელ ნახევარმცველს „რომას“ პირველ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და როგორც კლუბმა გაავრცელა განცხადება, წელის ტრავმის გამო. „იუვეს“ ძანიოლოსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება უკვე მიღწეული …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ტრანსფერი ორშაბათს გამოცხადდება

პოლ პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ფრანგი ფეხბურთელი „იუვეში“ 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით. 29 წლის ნახევარმცველი 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც 2015-2016 წლების სეზონშიც ემოსა. რომეო აგრესტის ცნობით, პოგბამ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა, მაგრამ ტრანსფერის ოფიციალური განცხადება დღეს არაა მოსალოდნელი და ამას „იუვენტუსის“ ვებგვერდი ორშაბათს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა სამედიცინო შემოწმებას გადის [VIDEO]

პოლ პოგბა J Medical-ში მივიდა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კონტრაქტს გააფორმებს და საღამოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. პოგბა „იუვენტუსმა“ „მანჩესტერიდან“, რომელსაც 2016 წელს 105 მილიონ ევროდ მიყიდა, უფასოდ დაიბრუნა. თან, ეს მეორედ გააკეთა, რადგან 2012 წელსაც ფრანგი უფასოდ დაიმატა. პოლს „იუვეში“ 2012-2016 წლებში 178 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დი მარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ანხელ დი მარია „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. 34 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანხელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბებერი ქალბატონის” პირველი ახალწვეულია. ის “იუვეში” 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ჩემთვის ეს ახალი ეტაპია, ძალიან ბედნიერი ვარ. იმ მომენტიდან, როცა შეთავაზებას …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “ერთი სული მაქვს, “იუვეს” მაისური ისევ ჩავიცვა”

პოლ პოგბამ ტურინში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება „იუვეს“ მაისურის ისევ მორგებას. „დავბრუნდი, აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, რომ „იუვენტუსის“ მაისური ისევ მოვირგო, ისევ!“, – თქვა პოგბამ. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.   🗣 …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა ტურინში ჩაფრინდა [VIDEO]

პოლ პოგბა ტურინში ჩაფრინდა. ფრანგ ნახევარმცველს კაზელეს აეროპორტში კლუბის წარმომადგენელი დახვდა. ხვალ პოლი სამედიცინო შემოწმებაზე J Medical-ში მივა. პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ამოეწურა და ტურინულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ისე, როგორც ზუსტად 10 წლის წინ, როცა “იუვემ” “მანჩესტერიდან” ის ასევე უფასოდ გაიფორმა. პოგბა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. …

სრულად წაკითხვა »

პოგბა ტურინში მიფრინავს: “მალე შევხვდებით” [VIDEO]

ანხელ დი მარიას შემდეგ ტურინში პოლ პოგბა ჩაფრინდება. ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თვითმფრინავშია და აშკარაა, რომ ტურინში ბრუნდება. „დროა! მალე შევხვდებით“, – ამბობს პოგბა ვიდეოში, თანაც, „მალე შევხვდებით“ – იტალიურ ენაზე, რაც ნიშანდობლივია. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პოლ პოგბას უფასოდ იბრუნებს. ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. …

სრულად წაკითხვა »

დი მარია სამედიცინო შემოწმებას გადის

ანხელ დი მარია J Medical-ში სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა. ამრიგად, არგენტინელის ტურინული თავგადასავალი დაიწყო. ის სამედიცინო ტესტების გავლის შემდეგ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აქვე გეტყვით, რომ დღეს ტურინში შვებულებიდან დაბრუნდა დუშან ვლაჰოვიჩიც, რომელიც ასევე J Medical-ში გამოჩნდა. 📍#JMedical L’arrivo di Angel Di Maria per le visite mediche 📸 pic.twitter.com/ibpaxaFddY — JuventusFC …

სრულად წაკითხვა »