მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 12)

ტრანსფერები

სალიჰამიჯიჩი: “დე ლიხტის ტრანსფერზე რაღაცები უკვე მოვაგვარეთ”

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მატაის დე ლიხტის ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ რაღაც საკითხები ამ კუთხით უკვე მოგვარებულია. ბოსნიელი მენეჯერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ამ ეტაპისთვის კარგ სიტუაციაში არიან. „იუვენტუსთან“ კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კერუბინისთან და ნედვედთან საუბარი. რამდენიმე მოლაპარაკება გვქონდა, ახლა მოთმინება გვჭირდება და …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: კამბიასო “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა კამბიასოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელმა მცველმა „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. კამბიასოს სანაცვლოდ „იუვემ“ 4 მილიონი ევრო გაიღო და გარდა ამისა, „ჯენოას“ რადუ დრაგუშინი დაუთმო. კამბიასო მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც თამაში შეუძლია. მან გასულ სეზონში სერია A-ში 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იტალიური მედია …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” მიზანია რემზის კონტრაქტი გაუწყვიტოს

აარონ რემზი ტურინშია და გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ უელსელი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, ის „იუვეს“ პროექტის მიღმაა. რემზი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა, კლუბისთვის დიდი თავის ტკივილია. მას „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მაღალი ხელფასი აქვს – 7 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ კლუბის განაცხადში …

სრულად წაკითხვა »

კულიბალი გამოირიცხა, ბრემერი სიაში პირველია – ვინ შეცვლის დე ლიხტს?

მატაის დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერზე საუბარი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს La Stampa-მ საპირისპირო ცნობა გაავრცელა. იტალიური გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელის ტურინში დარჩენა სულაც არაა გამორიცხული, ხოლო შემოდგომაზე შეიძლება მან კლუბთან კონტრაქტიც კი გაახანგრძლივოს, ოღონდ გამოსასყიდი ფასის შემცირებით, რომელიც ამჟამად 120 მილიონი ევროა. დე ლიხტს „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა კამბიასომ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ანდრეა კამბიასომ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა და “იუვენტუსთან” კონტრაქტს გააფორმებს. „იუვემ“ გენუურ კლუბს 4 მილიონ ევრო და რუმინელი მცველის, რადუ დრაგუშინის სატრანსფერო უფლებები დაუთმო. ამრიგად, კამბიასო, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ტურინულ კლუბს შეუერთდა. თუმცა, არაა გამორიცხული „იუვემ“ ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი სეზონი სხვა კლუბში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ძანიოლოსთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შორის მჭიდრო ურთიერთობაა და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ძანიოლო სეზონში 4 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს და დიდი ალბათობით, ამ შეთავაზებას დათანხმდება. რაც შეეხება „რომას“, „ჯალოროსი“ 40/45 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არაა გამორიცხული ტურინელებმა რომაელებმა შეთანხმებას იჯარაზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. რადუ დრაგუშინი დათანხმდა „ჯენოაში“ გადასვლას, რამაც ტრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობა გააჩინა. „იუვე“ გენუურ კლუბს 4 მილიონ ევროს და რუმინელი მცველის სატრანსფერო უფლებებს დაუთმობს. ამრიგად, კამბიასო, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ტურინულ კლუბს შეუერთდება. თუმცა, არაა …

სრულად წაკითხვა »

სალიჰაჯიმიჩი დე ლიხტის ტრანსფერზე ტურინში იყო: “ოპტიმისტური განწყობა მაქვს”

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იყო, სადაც მატაის დე ლიხტის ტრანსფერისთვის ჩავიდა. ბოსნიელმა, რომელიც „იუვენტუსში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა, განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ვისაუბრეთ და ვნახოთ. მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – თქვა კაზელეს აეროპორტის დატოვებისას სალიჰამიჯიჩმა. რომეო აგრესტი იტყობინება, რომ ჯერჯერობით, „ბაიერნის“ შეთავაზება და „იუვენტუსის“ მოთხოვნილი თანხა ერთმანეთს …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: პოლ პოგბა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

პოლ პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მან “ბებერ ქალბატონთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის ფრანგი ფეხბურთელი „იუვეს“ ახალი 10-ნომერია. უფრო სწორად, ძველ-ახალი, რადგან 2015-2016 წლების სეზონში მას „ბიანკონერის“ 10-ნომრიანი მაისური უკვე ემოსა. მანამდე კი 2012-2015 წლებში ის „იუვეს“ 6 ნომერი იყო. პოლ პოგბა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2016 …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნის” დირექტორი ტურინში დღეს დე ლიხტის ტრანსფერის დასახურად ჩავა

მიუნხენის „ბაიერნი“ მატაის დე ლიხტზე ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ტურინში გუნდს შეკრებაზე შეუერთდა, მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, დღეს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი და „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იქნება და „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერის დასრულებაზე პირადად მოელაპარაკება. „ბაიერნი“ დე ლიხტს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, …

სრულად წაკითხვა »