მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 15)

ტრანსფერები

დი მარია 10 ივლისს ტურინში იქნება

ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ იბიცაზე იმყოფება, სადაც შვებულებას ატარებს, მაგრამ არაუგვიანეს 9-10 ივლისს ტურინში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. დი მარიას აგენტი ლისანდრო პიროსანტო იტალიაში გაემგზავრა, რაღა საბოლოო დეტალები დაადგინოს. დი მარია „იუვეს“ 1 წლით შეუერთდება და …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ინტერმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და მილანის „ინტერმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარია ხუან კუადრადოსა და ედინ ჯეკოს ბარტერზე. კუადრადომ აპრილში „იუვესთან“ კონტრაქტი ერთი წლით განაახლა, მაგრამ კოლუმბიელის პოზიცია კლუბში შერყეულია და მისი წასვლის შესახებაც აქამდეც იწერებოდა. ჯეკო კი, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შემდეგ „ინტერის“ გეგმებში აღარ შედის. ორივე ფეხბურთელს ხელფასი 5 მილიონ ევროზე ცოტა …

სრულად წაკითხვა »

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი „იუვედან“ ფაბიო პარატიჩის წასვლა იყო, რომელიც „ბებერ ქალბატონში“ სპორტულ დირექტორად 2010-2021 წლებში მუშაობდა. „იუვენტუსთან“ გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ფაბიო პარატიჩი (ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი – რედ) „ტოტენჰემში“ წავიდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ 22 წლის მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია. იტალიური მედიის ცნობით, გენუური გუნდი 5.5 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, იჯარით რადუ დრაგუშინს. ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. კამბიასომ გასულ სეზონში სერია A-ში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის მარცხენა მცველია, მაგრამ დაცვის მარჯვენა …

სრულად წაკითხვა »

დი მარიას ტრანსფერი მომავალ კვირაშ უნდა დადასტურდეს, ხელფასის რაოდენობა შეიცვალა

ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. არგენტინელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ კვირაში დადასტურდება და დი მარია ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მთავარი სიახლე ახლა ხელფასს შეეხება. ადრე ცნობილი იყო, რომ დი მარია ამ ერთ წელიწადში 7 მილიონ ევროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ლივერპულმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „ლივერპულმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Sportmediaset-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია ადრიენ რაბიოს ინგლისში და ნაბი კეიტას იტალიაში გადაბარგებაზე, ორივე ფეხბურთელი დაახლოებით ერთნაირად ფასობს (20 მილიონი ევრო), რის გამოც ბარტერი რეალურია. რაბიოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ბებერ ქალბატონისთვის“ ფრანგის გასხვისება ახლა მომგებიანია. ნაბი კეიტას …

სრულად წაკითხვა »

კასილიასი: “დი მარია დიდებული შენაძენი იქნება”

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა. ესპანელმა არგენტინელი, რომლის თანაგუნდელი „რეალში“ იყო, ძალიან შეაქო და აღნიშნა, რომ „იუვეს“ ის ნამდვილად გამოადგება. „დი მარია დიდებული ტრანსფერია. ანხელი კიეზასთან, ვლაჰოვიჩთან და პოგბასთან ერთად – შესანიშნავი შემადგენლობაა. მას სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადოს. …

სრულად წაკითხვა »

დი მარიას გარემოცვამ “იუვესთან” მოლაპარაკებები დაადასტურა

ანხელ დი მარიას გარემოცვამ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ყოფნა დაადასტურა. „ჩვენ ბოლო დეტალებზე ვსაუბრობთ და ველოდებით, ყველაფერზე შევთანხმდებით“, – თქვა არგენტინელიც გარემოცვის წარმომადგენელმა იტალიურ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია სავარაუდოდ „იუვენტუსთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობს. ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი „ჯალოროსისთან“ კონტრაქტს არ ანახლებს, რაც მისი წასვლის შანსს ზრდის. „რომა“ ძანიოლოს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ტურინელებმა რომაელებს ტრანსფერში ბრაზილიელი ნახევარმცველის, არტურის ჩართვა შესთავაზეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ძანიოლოს ტრანსფერი არ განიხილება, როგორც ანხელ დი მარიას ალტერნატივა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჯანლუკა ფრაბოტა ისევ გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუკა ფრაბოტა კიდევ ერთხელ გაანათხოვრა, ამჯერად „ლეჩეში“. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ფრაბოტა სალენტოელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ის გასულ სეზონშიც განათხოვრებული იყო, ოღონდ „ვერონაში“, თუმცა ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ფრაბოტამ 2020-2021 წლების სეზონში „იუვენტუსში“ 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა. მან შავ-თეთრების რიგებში იტალიის თასი …

სრულად წაკითხვა »