მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 33)

სერია A

“იუვემ” “ვენეცია” იუბილარი ბონუჩის დუბლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიუახლოვდა და ოფიციალურად მის მოსაპოვებლად ერთადერთი ქულა სჭირდება. 35-ე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბოლო ადგილოსან „ვენეციას“ უმასპინძლა და ძალიან გაუჭირდა 3 ქულის მოპოვება. არადა, „იუვემ“ ძალიან აქტიურად დაიწყო და საწყის 4 წუთში ორი რეალური მომენტი ჰქონდა. ჯერ დენის ზაკარიამ მცირედით ააცილა კარს, მერე ლუკა პელეგრინიმ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მომდევნო სეზონისთვის კარგი საფუძველი ჩავყარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვენეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა, როგორც ხვალინდელ შეხვედრაზე, ისე გუნდში არსებულ ვითარებასა და ზოგადად სეზონზე ისაუბრა. „პირველ რიგში, საკუთარ მოედანზე გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ, მათემატიკურად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე 4 ქულა გვაკლია. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს და ბოლო 8 თამაში აქვს …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. სულ მალე ფედერიკო რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელიც და კლუბის საქმეს ძალიან ფრთხილად უდგებიან, რომ ყოველგვარი გართულებებისგან თავი დაიზღვიონ. რისკზე წასვლა ტურინულ კლუბში არავის სურს. კიეზას დაბრუნება მოედანზე სექტემბერ-ოქტომბერშია მოსალოდნელი, მანამდე კი ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას დაიწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტის გაყიდვას არ გეგმავს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. დე ლიხტს „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, რამაც შესაძლოა მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენოს. ამიტომაც, კლუბი მასთან უახლოეს მომავალში კონტრაქტის განახლებაზე დაიწყებს მუშაობს. ინფორმაციას ჯოვანი ალბანეზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მეოთხე ადგილის საბოლოოდ დასაკავებლად წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს. „მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში. რატომ გავბრაზდი? 30 წამი იყო დარჩენილი, ამ დროს სირბილია საჭირო, ბურთზე მაღლა არ უნდა დარჩე და არ უნდა ჩათვალო, რომ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მე-4 ადგილზე ყოფნა ასახავს იმას, როგორი გუნდიც ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ვეტერანმა მცველმა აღნიშნა, გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. „ჩემი აზრით, თანაბარი თამაშ იყო. გვქონდა განცდა, რომ გამარჯვების გოლის გასატანად შეიძლებოდა შესაფერისი სივრცის შექმნა, ბოლოს გაგვიმართლა და ძალიან მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ამ კონცენტრაციით უნდა გავაგრძელოთ. …

სრულად წაკითხვა »

კინი: “ვცდილობ, ყოველთვის მზად ვიყო და ამ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „სასუოლოსთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფორვარდმა აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს მზად იყოს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი სთხოვს. „ყოველთვის მნიშვნელოვანია თამაშში შეცვლაზე კარგად ჩაერთო, იყო მზად და გააკეთოს ის, რასაც მწვრთნელი გთხოვს. რა თქმა უნდა, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ პირველ რიგში ვფიქრობთ, …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში სტუმრად „სასუოლო“ პაულო დიბალსა და მოიზე კინის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – საშუალო შეფასება, რომელიც დაიმსახურა იმ სეივების გამო, რომელიც 0:0-მდე ჰქონდა. გოლი თავის კუთხეში გაუშვა. დე შილიო 6 – ცუდისა და კარგის გარეშე. მთლიანობაში ტრაორემ „იუვენტუსის“ დაცვას …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების საკითხიც მოაგვარა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ, შინ მაინც 3 ქულით დაბრუნდა. „იუვემ“ მეტოქეს ბურთი და ტერიტორიული უპირატესობა დაუთმო და მეორე ნომრად ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” კუადრადო გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო „სასუოლოსთან“ ვერ ითამაშებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი განაცხადში არაა. კუადრადოს მარცხენა ფეხის კუნთზე მცირე დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით, უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ ფაქტია, რომ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »