მთავარი / სიახლეები / სერია A / კიელინი: “მე-4 ადგილზე ყოფნა ასახავს იმას, როგორი გუნდიც ვართ”

კიელინი: “მე-4 ადგილზე ყოფნა ასახავს იმას, როგორი გუნდიც ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ვეტერანმა მცველმა აღნიშნა, გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

„ჩემი აზრით, თანაბარი თამაშ იყო. გვქონდა განცდა, რომ გამარჯვების გოლის გასატანად შეიძლებოდა შესაფერისი სივრცის შექმნა, ბოლოს გაგვიმართლა და ძალიან მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ამ კონცენტრაციით უნდა გავაგრძელოთ.

სინანული? ეს საჭირო არ არის, სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც ვიმსახურებთ, სკუდეტოსთვის იბრძვიან გუნდები, რომლებმაც ეს უფრო დაიმსახურეს. ჩვენ იტალიის თასის ფინალს ვითამაშებთ და რევანშის დიდი სურვილი გვაქვს, რადგან სუპერთასზე წავაგეთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 66 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ნაპოლის“ უკვე ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „რომას“ 8 ქულით უსწრებს. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში 1 მაისს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …