მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მეოთხე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”

ალეგრი: “მეოთხე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მეოთხე ადგილის საბოლოოდ დასაკავებლად წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

„მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში. რატომ გავბრაზდი? 30 წამი იყო დარჩენილი, ამ დროს სირბილია საჭირო, ბურთზე მაღლა არ უნდა დარჩე და არ უნდა ჩათვალო, რომ თამაში დასრულებულია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მეოთხე ადგილის შესანარჩუნებლად და წინ კარგი ნაბიჯი გადავდგით, თან „ნაპოლის“ მხოლოდ ქულით ჩამოვრჩებით, რისიც არავის სჯეროდა, მათ შორის არც ჩვენ. თუმცა, თამაში ხარისხობრივად კარგი არ იყო.

თუ მეოთხე ადგილზე ვართ, ეს სეზონის ცუდად დაწყების ბრალია, ამიტომ სინანულს აზრი არ აქვს. ფეხბურთი ზოგჯერ საპირისპირო შედეგს იძლევა. დღეს საღამოს მოვიგეთ ძალიან კარგი „სასუოლოს“ წინააღმდეგ.

ვლაჰოვიჩი? ის ძალიან ახალგაზრდაა, „იუვეში“ მცირე გამოცდილებით მოვიდა. საკუთარი თავისგან ბევრს ითხოვს, მაგრამ მშვიდი და წყნარი უნდა იყოს, მან ბალანსი უნდა იპოვოს და უფრო მშვიდად უნდა ითამაშოს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 66 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ნაპოლის“ უკვე ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „რომას“ 8 ქულით უსწრებს. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში 1 მაისს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …