მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 34)

სერია A

“იუვეს” განაცხადი “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 34-ე ტურში „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ შეხვედრისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, დანილო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ბერნარდესკი, რაბიო, ზაკარია, მირეტი, ზუელი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, დიბალა, კინი შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 აპრილს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ლოკატელი ალბათ ამ სეზონში ვერ ითამაშებს, რაბიო უმატებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც გუნდის შესახებ, ისე ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა. „რთული მატჩი იქნება, რადგან „სასუოლოსთან“ თამაში ყოველთვის ძნელია, განსაკუთრებით, როცა ბოლო მატჩი წაგებული აქვთ. ტექნიკურად შესანიშნავი გუნდია, სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე იმყოფება. მათთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან „იუვესთან“ გამარჯვება პრესტიჟული …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ბოლონიასთან” უნდა მოგვეგო, მაგრამ ნერვიულობა საჭირო არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ეს თამაში უნდა მოეგო, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა და ნერვიულობა საჭირო არ არის. „ვიცით, რომ მეოთხე ადგილზე გასასვლელად ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია საჭირო და საბედნიეროდ დღეს რთულ თამაშში ქულის გადარჩენა მოვახერხეთ. ბოლო დროს ყოველთვის გოლს …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “დასანანია, რომ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვება გუნდს ბევრ რამეს მისცემდა და დასანანია, რომ ეს ვერ მოახერხეს. „ბოლოს ვცდილობდით წინ წასვლას და ანგარიშის გათანაბრებას, რიცხობრივ უპირატესობაში კი უფრო ზუსტად ვითამაშეთ. დასანანია, რადგან ეს 3 ქულა ბევრ რამეს მოგვცემდა. მოედნიდან ისე ჩანდა, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 33-ე ტურში „ბოლონიასთან“ ქულა დუშან ვლაჰოვიჩის 90-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა. ტურინელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს, რაზეც ფეხბურთელების შეფასების ქულებიც მოწმობს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – თავისი საქმე გააკეთა, ცოტა იღბლის დახმარებით კარი მშრალად შეინახა სანამ შესაძლებელი იყო, შემდეგ კი არნაუტოვიჩის მომენტში არაფერი შეეძლო. …

სრულად წაკითხვა »

ალესანდრო დელ პიერო 10 წლის შემდეგ “იუვეს” სტადიონზე დაბრუნდა [VIDEO]

2012 წლის 13 მაისის შემდეგ ალესანდრო დელ პიერო “ალიანც სთედიუმზე” პირველად დაბრუნდა. ლეგენდარული ფეხბურთელი “ბოლონიასთან” მატჩს დაესწრო და გულშემატკივრები მას რა თქმა უნდა ოვაციებით შეეგებნენ. ალექსს “იუვეს” 10-ნომრიანი მაისურიც გადასცეს. No caption needed. @delpieroale #JuveBologna pic.twitter.com/pZo9sC3b5j — JuventusFC (@juventusfc) April 16, 2022

სრულად წაკითხვა »

გატი: “დე ლიხტი უცხოპლანეტელია, ყველაფერს გავაკეთებ “იუვეში” ყოფნა რომ დავიმსახურო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ, რომელიც იჯარით „ფროზინონეში“ თამაშობს, Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რომ „იუვეში“ დარჩენა და თამაში დაიმსახუროს. – სერია D-დან ორ წელიწადში „იუვენტუსში“ გადახვედით. კიდევ ფიქრობთ ამაზე? – შეუძლებელი იქნება ამაზე რომ არ ვიფიქრო. მოყვარული ფეხბურთელები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან, …

სრულად წაკითხვა »

“კალიარი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში სტუმრად „კალიარი“ მატაის დე ლიხტისა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – მას არაფერი შეეძლო გოლის მომენტში, დანარჩენ შემთხვევაში საქმე თითქმის არ ჰქონია. დანილო 6 – გამოცდილება და სიბრაზე, თუ საჭიროა. დე ლიხტი 7 – სწორედ მან …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ჯერ სეზონზე ვფიქრობთ, კონტრაქტებზე შემდეგ ვიმუშავებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ გუნდი ახლა მხოლოდ სეზონის ფინალურ ნაწილზე ფიქრობს და მხოლოდ ამის შემდეგ იმუშავებენ ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებაზე. „კონტრაქტებსა და მომავალზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა ჩვენს მინიმალურ მიზანზე, მეოთხე ადგილზე უნდა ვიფიქროთ და კონცენტრირებული ვიყოთ. გარდა ამისა, იტალიის თასიც წინ გველოდება და გვაქვს მინიმალური მიზნები, …

სრულად წაკითხვა »

პელეგრინი: “მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ახლა ის უფრო მოწიფულია და ეს ბუნებრივია, რადგან „იუვენტუსში“ ყოველდღე მუშაობა ზრდაში ეხმარება. „შედეგის მიღწევა მოვახერხეთ, არ მადარდებს, რომ ჩემი გოლი არ ჩათვალეს, არა უშავს. წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, მოხარული ვარ, გუნდს ვეხმარები. …

სრულად წაკითხვა »