მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 31)

სერია A

“იუვეში” დი მარიას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია ტურინის „იუვენტუსთან“ ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით, წარმატებით დაიხურება. დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება სურვილის შემთხვევაში კონტრაქტის ერთი წლით განახლებაც. დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ანხელ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი კიელინის: “წარმომიდგენია რამდენი ემოცია განიცადე”

ჯანლუიჯი ბუფონი ჯორჯო კიელინის სოციალური ქსელით დაემშვიდობა და მას ემოციური წერილი მიუძღვნა. „წარმომიდგენია ამ საღამოს რამდენი ემოცია განიცადე. დაემშვიდობე გუნდს, კლუბს, გარემოს სადაც თავს სახლში გრძნობდი და თითქმის 20 წელი გაატარე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთად გავიზიარეთ ასობით თამაშ და მოედანზე შენს ბრძოლას, მონდომებასა და მუხტს რომ ვერ ვიხილავ, მომენატრება. შენ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიელინის ვიდეოებით აკადემიებში დაცვაში თამაში უნდა ისწავლებოდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშზე ცოტა ილაპარაკა და უფრო მეტი დრო ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას დაეთმო. „კიელინიმ იტალიურ ფეხბურთს ბევრი მისცა, მისი თამაშის ვიდეოები კოვერჩანოსა და საფეხბურთო აკადემიებში უნდა განთავსდეს და მომავალმა მცველებმა ისწავლონ დაცვაში თამაში, ერთი-ერთზე თამაში. ის და …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში „ლაციოს“ დუშან ვლაჰოვიჩისა და ალვარო მორატას გოლებით 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 2:2. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6.5 – გაუმართლა კიდეც, როდესაც ხარიხამ გადაარჩინა, თუმცა, შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია. ორი გოლი გაუშვა, ყველაზე ნაკლები დამნაშავე იყო. კუადრადო 5.5 – მეორე …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “პოგბას თაობაზე შეხვედრა არ გვქონია”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ უარყო ინფორმაცია, რომ პოლ პოგბას აგენტებთან მის ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პოგბას თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა. „პოგბაზე არ გვისაუბრია. ისინი არიან კინისა და პელეგრინის აგენტებიც, შესაბამისად, ნორმალურია, რომ შევხვდით. პოგბა ნამდვილად არ იყო დისკუსიის ცენტრში. პოლი „მანჩესტერის“ ფეხბურთელია, ამიტომ, ჯერ მის კლუბს დაველაპარაკებით. …

სრულად წაკითხვა »

ემოციური და ნაღვლიანი საღამო ტურინში

სერია A-ს 37-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა და სეზონის ბოლო საშინაო მატჩი ვერ მოიგო – 2:2. „იუვე“ პირველივე ტაიმში დუშან ვლაჰოვიჩისა და ალვარო მორატას გოლებით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ორჯერ გაუშვა. ჯერ ტაიმის დასაწყისში ალექს სანდრომ ავტოგოლი მიითვალა, მერე მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამზე სერგეი …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი კიელინის ემოციური წერილით დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი კლუბს ემშვიდობება, ფედერიკო ბერნარდესკი კი მას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა.  „მაქვს პატივი გიცნობდე, როგორც პიროვნებას, გარდა სპორტსმენისა. მქონდა სიამოვნება, შენთან ერთად გამეზიარებინა ცხოვრებისა და ვნების მომენტები, იმედგაცრუების, სიხარულის, სიბრაზის, სიყვარულის. ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყავი, ჩემს გვერდით იყავი არა მარტო ბედნიერ, არამედ რთულ მომენტებშიც. შენ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ხვალ მირეტი ითამაშებს, მომდევნო სეზონში კაპიტანი ბონუჩი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, ძირითადად, სეზონის შეფასებაზე. გარდა ამისა, ალეგრიმ თქვა, რომ დანილო და არტური მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ, ფაბიო მირეტის ძირითად შემადგენლობაში ყოფნა დააანონსა და ისიც გააჟღერა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს ლეონარდო ბონუჩი უკაპიტნებს. „ხვალ ბოლო საშინაო …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “იუვეში” დასაბრუნებლად მზად ვარ”

„იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილ ნიკოლო ფაჯოლის „კრემონეზეში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და კრემონელები 26-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდნენ. 21 წლის ნახევარმცველი ტურინში დაბრუნებაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ ამისთვის მზად არის. – თვალები რომ დახუჭოთ, რა იქნება პირველი სურათი, რომელიც „კრემონეზესთან“ ერთად წარმოგიდგებათ? – ბუფონის კარში გატანილი გოლი. ჯიჯი დიდებული ადამიანია, თამაშის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ქალთა გუნდი იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა

„იუვენტუსის“ ქალთა გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა და სკუდეტო ზედიზედ მეხუთედ მოიგო. ჯო მონტერუმოს გუნდმა სერია A-ს ბოლოსწინა ტურში შინ „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა. პირველ ტაიმში ბარბარა ბონანსეამ და კრისტიანა ჯირელიმ გაიტანეს, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე სტუმართა ერთი გოლი მოჰყვა, მაგრამ 64-ე წუთზე ლიზა ბოატინმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში …

სრულად წაკითხვა »