მთავარი / სიახლეები / სერია A / ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

სულ მალე ფედერიკო რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელიც და კლუბის საქმეს ძალიან ფრთხილად უდგებიან, რომ ყოველგვარი გართულებებისგან თავი დაიზღვიონ. რისკზე წასვლა ტურინულ კლუბში არავის სურს.

კიეზას დაბრუნება მოედანზე სექტემბერ-ოქტომბერშია მოსალოდნელი, მანამდე კი ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება. აჩქარებას აზრიც აღარ აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, „რომასთან“ შეხვედრაში მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …