მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 123)

სერია A

“ნაპოლი” -“იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლისთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – არ იყო დამაჯერებელი ინსინიეს დარტყმის დროს და ზიელინსკის კარი გოლისთვის დაუტოვა. კუადრადო 5 – შჩესნის მოგერიების შემდეგ ზიელინკის ხელი ვერ შეუშალა და მოძრაობის გარეშე დარჩა. დე ლიხტი 6 – ჰოლანდიელის კარგი შესრულება, მილიკი …

სრულად წაკითხვა »

სარი: “თუ სადმე უნდა წაგვეგო, ჯობდა ეს ნეაპოლში მომხდარიყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ეგონა, რომ 3 ქულას სეირნობით მოიპოვებდა. „ჩვენ ვიყავით პასიურები, მაღალ რიტმში გვეთამაშებოდნენ და ყველაფერიგართულდა. რგოლებს შორის დიდი დაშორებები გვქონდა და მენტალურადაც ძალიან რბილად მივუდექით თამაშს. ვფიქრობდით, რომ გამარჯვებას სეირნობით მოვახერხებდით. თავდაცვით ფაზაში მოძრაობები დაგვიანებული იყო, …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “გაკვეთილად გამოვიყენებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნაპოლისთან“ (1:2) მარცხის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ წაგებას გაკვეთილად გამოიყენებენ. „ჩვენ გავუშვით გოლები, რომლებშიც აშკარად უკეთესად შეგვეძლო თამაში. ბოლოს ვცადეთ თამაშის გადარჩენა, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. „ნაპოლი“ ინტენსიურად თამაშობს, დაცვაში ძალიან ყურადღებით. ჩვენ ბურთის ფლობის დრო ნელა ვმოქმედებდით და ალბათ ხასიათიც დაგვაკლდა. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

მეორე მარცხი სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსმა“ კონკურენტების წაფორიხლებით ვერ ისარგებლა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა. მაურიციო სარის ნეაპოლში დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა, რადგან „იუვემ“ „ნაპოლისთან“ უსახური ფეხბურთი ითამაშა და მეტოქის დაცვას განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ნეაპოლელებმა მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშეს. ვოიცეხ შჩესნის ცუდად მოგერიებულ ბურთს პიოტრ ზიელინსკიმ დაამატა …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლი” – “იუვე”: ძირითადი შემადგენლობები

ტურინის “იუვენტუსი” დღეს სერია A-ს 21-ე ტურში “ნაპოლის” სტუმრად ეთამაშება. მაურიციო სარიმ აღნიშნული მატჩისთვის შემდეგი 11 ფეხბურთელი შეარჩია. შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, იგუაინი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.   L’XI bianconero per #NapoliJuve. FORZA RAGAZZI! 💪#FinoAllaFine ⚪⚫ #ForzaJuve pic.twitter.com/cga33x6jeN …

სრულად წაკითხვა »

ნაპოლის გულშემატკივრები სარის: თქვენ თქვით ბევრი რამ იუვეზე, მაგრამ შემდეგ შარვალი ჩაიხადეთ!!

დღეს სერაი ა-ს 21-ე ტურის ბოლო მატჩი ნეაპოლში სტადიო სან-პაოლოზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი ნაპოლი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. წელიწადნახევრის შემდეგ მაურიციო სარი სან-პაოლოზე ბრუნდება, მაგრამ არა ჩელსის ხელმძღვანელის რანგში, არამედ ნაპოლის მოსისხლე მტრის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. რათქმაუნდა დაბრუნება მძიმე იქნება, მაგრამ პრესკონფერენციაზე მაურიციო სარის განცხადებით, გულშემატკივრების შეძახილები მხოლოდ სიყვარულის ნიშანი …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო და ემრე ჯანი განაცხადში არ არიან: ორივეს ტრანსფერი ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ცნობილია. სიაში არ არიან მატია დე შილიო და ემრე ჯანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ფეხბურთელის გასხვისება იგეგმება. დე შილიოს ლაივინ კურზავაში გაცვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ კურზავა არც პსჟ-მ გამოიძახა უახლოესი მატჩისთვის. რაც შეეხება ემრე ჯანს, მას მაურიციო სარი არ სწყალობს და დიდი ალბათობით, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ნაპოლისთან”

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლის“ ესტუმრება. მაურიციო სარის გუნდის განაცხადი ამ შეხვედრაში ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი, ჩოკოლო ნახევარმცველები: პიანიჩი, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესკი შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 იანვარს, …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ნაპოლისთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. „ჩვენთვის ეს არის კონკრეტული თამაში, მაგრამ აშკარაა, რომ რისკის საფუძველზე პერსონალური ენერგია არ უნდა დაიხარჯოს. მთავარია კოლექტიური მიზანი  და უნდა მოვიპოვოთ ქულები, რთულ თამაშში. ერთ დღეს ნეაპოლში დავბრუნდები? ახლა ასეთი ფიქრები არ მაქვს. „იუვეში“ მუშაობის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ნაპოლისთან” მატჩისთვის ემზადება

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ემზადება. დღეს გუნდმა ნეაპოლში გამგზავრებამდე ბოლოსწინა ვარჯიში გამართა, რომელიც ძირითად ტექნიკურ და ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო. „იუვე“ ხვალ ტურინში კიდევ ერთ საწვრთნელ პროცესს გამართავს და შემდეგ უკვე ნეაპოლში გაემგზავრება. თუმცა, იქამდე მაურიციო სარის პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 26 იანვარს, …

სრულად წაკითხვა »