მთავარი / სიახლეები (გვერდი 74)

სიახლეები

“იუვემ” ნიჭიერი იტალიელი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში “მილანს” აჯობა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თავდამსხმელ ტომაზო მანჩინის დაიმატებს. 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე „ვიჩენცასთან“ შეთანხმება მიღწეულია და ვენეტოელები 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებენ. მანჩინი პაოლო მონტეროს გაწვრთნი 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება და 23-წლამდე გუნდშიც მოხვედრის შანსი ექნება. ტომაზო იტალიის ერთი-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და მის დამატებას „მილანი“ ცდილობდა, …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “დი მარია ფანტასტიკურია, მაგრამ “იუვემ” უკეთ უნდა ითამაშოს”

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „სასუოლოს“ წინააღმდეგ შეაფასა და თქვა, რომ გოლამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი ცუდი იყო, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა. კასანომ ანხელ დი მარია შეაქო და მის სიდიადეში დარწმუნებულია. „იუვემ“ საწყის 20 წუთში კარგად ვერ ითამაშა, თითქოს გასული სეზონი იყო. დი მარიას გოლის მომენტში გაუმართლა და …

სრულად წაკითხვა »

რეპიჩე დი მარიაზე: “სამხრეთამერიკელები მუნდიალამდე ორი თვით ადრე ყოველთვის ტრავმას იღებენ”

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ ანხელ დი მარიას ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სამხრეთამერიკელი მოთამაშეები მუნდიალამზე ორი თვით ადრე ყოველთვის ტრავმას იღებენ, რომ მუნდიალს დასვენებული შეხვდნენ. „დი მარიას ტრავმა მოსალოდნელი იყო. მე მის დამატებაზე უფრო დიდხანს ვიფიქრებდი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ემზადებიან არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. სამხრეთამერიკელები ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ …

სრულად წაკითხვა »

“მანჩესტერში” რაბიოს ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს „მანჩესტერში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. იტალიური მედია იტყობინება, რომ ინგლისურმა კლუბმა უკან მას შემდეგ დაიხია, რაც რაბიოს დედამ და ამავდროულად აგენტმა ხელფასის სახით ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. ახლა ინგლისელები აქცენტს კაზემიროს ტრანსფერზე გააკეთებენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძნელად სავარაუდოა, რომ „რეალი“ ბრაზილიელს შეელიოს. რაბიოს ტრანსფერზე „მანჩესტერი“ და …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოს“ 3:0 ანხელ დი მარიას გოლი და დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით მოუგო. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 13-დან 12 – ბოლო 13 შემთხვევაში, როცა „იუვენტუსმა“ სეზონი საშინაო მატჩით გახსნა, ტურინელებმა 12 მატჩი მოიგეს. ერთადერთი გამონაკლისია 2015 წლის აგვისტო, როცა „უდინეზემ“ ტურინში სირილ …

სრულად წაკითხვა »

დი მარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, ტრავმა დადასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანხელ დი მარია ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს. არგენტინელ ფეხბურთელს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარცხენა ბარძაყის კუნთის დაბალი ხარისხის დაზიანება გამოავლინა. 10 დღის შემდეგ დი მარიას ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და სიტუაცია შეფასდება. ეს ნიშნავს, რომ 34 წლის შემტევი მინიმუმ ორი კვირა იუქმებს, შესაბამისად, „სამპდორიასთან“ და „რომასთან“ …

სრულად წაკითხვა »

ტრანსფერის მინიშნება? პარედესმა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩს უყურა

ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-ს ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს აქტიურად უკავშირებენ და იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელთან პირადი შეთანხმება მიღწეულია. ახლა კი სოციალურ ქსელში საინტერესო მინიშნება გავრცელდა – არგენტინელმა „იუვესა“ და „სასუოლოს“ შეხვედრას უყურა. პარედესმა ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა და ანხელ დი მარიას გოლი მიულოცა. დი მარია და პარედესი მეგობრები არიან, მაგრამ ის ფაქტი, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლო“ ანხელ დი მარიას გოლით და დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 7 – პირველ ტაიმში უბრალოდ ფუნდამენტური იყო, რადგან გუნდს რთულ მომენტებში სიმშვიდე მიანიჭა. სასწაულები არ ჩაუდენია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. დანილო 6.5 – კარგი თამაში, …

სრულად წაკითხვა »

ბრემერი: “კარგად ვითამაშე, მაგრამ უკეთაც შემიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ უკეთ თამაშიც შეუძლია. „კარგი მატჩი ჩავატარე, მაგრამ უკეთესად თამაშიც შემიძლია. კარგი დებიუტი იყო, 3:0 მოვიგეთ და გოლი არ გავუშვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის საუკეთესოდ დასაწყებად. ეს გამარჯვება უფრო მეტ თავდაჯერებას გვაძლევს მომდევნო შეხვედრებისთვის“, – აღნიშნა …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, დი მარია ფანტასტიკური ფეხბურთელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. სერბმა ფორვარდმა სეზონი დუბლით გახსნა და ანხელ დი მარიაზე ბევრი ისაუბრა. „მთელი ზაფხული ვმუშაობდი, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. ვმუშაობ იმისთვის, რომ მაქსიმუმს მივაღწიო, მაგრამ არცთუ მარტივი პრობლემა მქონდა. დი მარიასთან თამაში? წარმოუდგენელი გრძნობაა, დიდი სიამოვნებაა. მადლობას ვუხდი …

სრულად წაკითხვა »