მთავარი / სიახლეები (გვერდი 727)

სიახლეები

ბერნარდესკი დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი გამოჯანმრთელდა. იტალიელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და სერია A-ს დამდეგ ტურში „ფიორენტინასთან“ დაპირისპირებისთვის მზად იქნება. მოგეხსენებათ, ფედერიკო „იუვეში“ სწორედ ფლორენციული გუნდიდან გადავიდა და ეს თამაში მისთვის განსაკუთრებულია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბერნარდესკიმ ლაზარეთში ბოლო ორი კვირა გაატარა. შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 1 …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი დაბრუნდა, ალექს სანდრო – დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა ვარჯიში განაახლა. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და განაცხადა, რომ დაბრუნებით ბედნიერია: „ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც აქამდე გვერდში მედგა“, – დაწერა სოციალურ ქსლში ემრე ჯანმა. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთა და თვენახევარი არ უთამაშია. თუ ემრე ჯანი …

სრულად წაკითხვა »

პირველად 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ…

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრი გუნდმა განვლილი 5 მატჩიდან 4 მოიგო და აღსანიშნავია, რომ ოთხივე მშრალი ანგარიშით. 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ჩატარებულ შეხვედრაში 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 14 წლის წინ …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება. ყველა გაერთიანებული. Finoallafine!”, – დაწერა პორტუგალიელმა. აქვე გეტყვით, რომ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 100 თამაშის მოგება მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ვალენსია”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ „ვალენსია“ (1:0) დაამარცხა მარიო მანჯუკიჩის გოლით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 8 – ერთადერთი სეივი, მაგრამ ფასეული, ანტრაქტამდე. მარცხენა ხელით კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი. კანსელუ 7.5 – კილომეტრები დაფარა ფლანგზე, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ყოფილი თანაგუნდელები ყოველთვის წნეხის ქვეშ ყავდა და …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “იანგ ბოიზთან” უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი მეკარის განცხადებით, მისი შეცდომით გუნდმა „მანჩესტერთან“ წააგო, ხოლო ახლა გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში. „მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ თერთმეტი ფეხბურთელიდან. ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშში გუნდმა ჩემი შეცდომის გამო ქულები დაკარგა, ახლა კი დავეხმარე მოპოვებაში. თავით ახლოდან დამირტყეს და მართლაც ლამაზი სეივი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ვალენსიას” დამარცხება ადვილი არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრა შეაფასა და მეტოქე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეადარა. ალეგრის თქმით, „ღამურების“ წინააღმდეგ გამარჯვება ადვილი არ იყო. „ვალენსიამ“ დაამტკიცა თავისი ძალა და რომ კარგ კონდიციებშია. შემთხვევით არაა, რომ ლა ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს, დღეს საღამოს გამარჯვება ადვილი არ ყოფილა. „ვალენსია“გარკვეულწილად ეს გუნდი „ატლეტიკოს“ ჰგავს, მეტი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ბერნში პირველი ადგილისთვის უნდა წავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მეორე ტაიმში „იუვემ“ უკეთ ითამაშა და გოლიც დამსახურებულად გაიტანა. „პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და სახიფათო მომენტების შექმნა დავიწყეთ. ამიტომ, შემთვევითობა არ ყოფილა, რომ გოლი გავიტანეთ. გვიხარია, რომ პლეი-ოფში გავედით, მაგრამ ახლა ბერნში პირველი ადგილისთვის …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “თებერვლამდე მხოლოდ სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჯორჯომ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი თებერვლამდე დასრულებულია. „სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია. ძალიან რთული თამაში იყო, „ვალენსია“ ძალიან სახიფათო იყო. პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ შედეგი დიდი ენთუზიაზმის წყალობით მივიღეთ. მეორე ტაიმი უკეთესი იყო და დამსახურებულად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მერვედფინალშია

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. „ბებერმა ქალბატონმა“ პლეი-ოფის საგზური მეხუთე ტურში „ვალენსიას“ დამარცხების შემდეგ გაიფორმა. თუმცა, საკმაოდ მძიმე გამარჯვება იყო და ტურინელებს ნერვიულობა ბოლო წუთამდე მოუწიათ. შეხვედრა საკმაოდ არასანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში „იუვე“ მხოლოდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. საპასუხოდ, „ვალენსია“ ტაიმის ბოლო წუთზე ლამის დაწინაურდა. ლეონარდო ბონუჩის …

სრულად წაკითხვა »