მთავარი / სიახლეები (გვერდი 55)

სიახლეები

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, რის გამოც დამკვიდრება გაუჭირდა. „იუვენტუსის“ დატოვება არ მინდოდა. ყველაფერი ბოლო ექვს საათში მოხდა, იყო „ჩელსის“ შეთავაზება, რომელიც მივიღეთ. ამიტომ, სამედიცინო შემოწმება ტურინშივე გავიარე. „ჩელსიში“ უფრო ინტენსიური ფეხბურთია, მეტი დუელები. სერია A-ში საჩემო ფეხბურთი ნამდვილად არ …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ნიდერლანდელის თქმით, გერმანულ გუნდში ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია არსებობს. „იუვეში“ ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ახალი გამოწვევის დრო იყო. „იუვე“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა „ბაიერნში“ გადასვლა ჩემთვის ხარისხობრივი ნახტომი იყო. ეს არის …

სრულად წაკითხვა »

დი მარია დასაჯეს და “იუვეს” “მილანთან” ვერ დაეხმარება

ანხელ დი მარია სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი “ბოლონიასა” და “მილანთან” ვერ ითამაშებს. დი მარიამ “მონცასთან” მატჩში მეტოქეს მუცელში იდაყვი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ორი თამაშით დასაჯეს. ეს მორიგი პრობლემა ტურინული გრანდისთვის, რომელსაც საკადრო პრობლემები ისედაც არ აკლია…

სრულად წაკითხვა »

დი ლივიო: “ძირითადი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ”

ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისზე ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მთავარი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ, რადგან „მონცას“ დასამარცხებლად სათადარიგო სკამზე პეპ გვარდიოლას ყოფნა საჭირო არაა. „ეს არის საჭირო ატრიბუტების საკითხი, რომელიც „იუვეს“ მაისურის ტარებისთვის უნდა გაგაჩნდეს, რათა იბრძოლო და ოფლში მოიხარშო. „მონცას“ დასამარცხებლად ბევრი არაფერია საჭიროა, რა თქმა …

სრულად წაკითხვა »

ბრიო: “იუვეს” ზოგიერთ ფეხბურთელს პასის გაკეთებაც ეშინია”

ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისზე სერჯო ბრიომ ისაუბრა, რომელიც „ბებერი ქალბატონის“ ლეგენდაა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში არაა და გუნდს დაბალი დონის მოთამაშეებიც ჰყავს. „ზოგიერთ მოთამაშეს მტკიცე ხასიათი აკლია, ჩემპიონს უნდა ჰქონდეს ტექნიკა, მენტალიტეტი და მონდომება. მეორეს მხრივ, „იუვენტუსში“ არიან ფეხბურთელები, რომელთაც პასის გაკეთებაც კი ეშინიათ. კრიზისი როგორ უნდა დასრულდეს? გუნდურად, …

სრულად წაკითხვა »

ნედვედმა ანიელი ვერ დაარწმუნა: ალეგრი “იუვეში” რჩება

ტურინის „იუვენტუსი“ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, პაველ ნედვედმა ანდრეა ანიელისთან, ფედერიკო კერუბინისა და მაურიციო არივაბენესთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე დააყენა ალეგრის გათავისუფლების საკითხი, თუმცა ჩეხს მხარი არცერთმა აუბა. უფრო მეტიც, ანიელიმ და არივაბენემ მას უთხრეს, რომ კლუბის ბიუჯეტი ცარიელია და ახლა ალეგრის გათავისუფლება არ …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “ალეგრი უნდა წავიდეს, გუნდმა არ იცის მოედანზე რა გააკეთოს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ანტონიო კასანომ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი უნდა დატოვოს. იტალიელი ფიქრობს, რომ „იუვეს“ მინიმალური იდეაც კი არ აქვს, ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს. „მწვრთნელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღო და წავიდეს. შეუძლებელია დი მარიამ ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რაც გააკეთა, თუნდაც ანერვიულებული იყოს. ვლაჰოვიჩმა კარისკენ დარტყმა საჯარიმოს გვერდითა ხაზიდან …

სრულად წაკითხვა »

ტარდელი: “თუ ალეგრი წავა, მაშინ ყველა უნდა წავიდეს, ვინც ის დანიშნა”

ვეტერანი ფეხბურთელი მარკო ტარდელი „იუვენტუსის“ კრიზისს გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, მთავარი პრობლემა ხელმძღვანელობაშია და არა ფეხბურთელებსა და მწვრთნელში. „არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ გუნდი ფანების წინაშე მიდის და ბოდიშს იხდის, ჩემი აზრით, მათ ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ. პრობლემები სხვა რამეშია. დაწყებული კლუბის ხელმძღვანელობით და დამთავრებული გუნდის ფიზიკური მომზადებით. ალეგრის გათავისუფლება? …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსის ახალი მწვრთნელი შესაძლოა მასიმო კარერა გახდეს

მასიმო კარერამ შესაძლოა ტურინის იუვენტუსს უხელმძღვანელოს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ანტონელო ანჯელინიმ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, კარერა იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი იქნება, თუ კლუბი მასიმილიანო ალეგრის გაათავისუფლებს. კარერა 2009 წლიდან 2014 წლამდე უკვე მუშაობდა ტურინის იუვენტუსის სამწვრთნელო შტაბში.

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “სიტუაცია შემაშფოთებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი დელიკატურ ვითარებაშია და კრიზისის დასაძლევად სწრაფად მოქმედებაა საჭირო. „პრობლემა ის არაა, რომ „იუვემ“ წააგო, წაგება შეიძლება, მაგრამ როცა „მონცასთან“ აგებ კარში დარტყმის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ კლუბს, გუნდსა და მწვრთნელს შორის უთანხმოებაა. ეს განცხადებებიდანაც ჩანს. ასეთი შემადგენლობა რომ გყავს, თუნდაც …

სრულად წაკითხვა »