მთავარი / სიახლეები (გვერდი 54)

სიახლეები

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. „იუვენტუსმა“ გასული ერთი წლის განმავლობაში 254.3 მილიონი ევროს ზარალი განიცადა და მსგავსი უარყოფითი ბალანსი ისტორიაში არ ჰქონია. არანაკლებ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ბოლო 5 წელია „იუვენტუსის“ ბიუჯეტი უარყოფითი ბალანსით სრულდება, მაგრამ ეს წინა წლებში შესაბამისად, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვენტუსს” მენიოს ყიდვა ვურჩიე, მაგრამ არავინ დამიჯერა”

ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსს“ მაიკ მენიოს შეძენას ურჩევდა, მაგრამ მისი რჩევები არ გაითვალისწინეს. „როდესაც პარიზიდან „იუვეში“ დავბრუნდი, მეკარეებზე მკითხეს. მაშინ ვურჩიე „ლილში“ მოთამაშე მენიო, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. მაინტერესებდა იტალიაში რატომ არავინ ყიდულობდა ამ ბიჭს, ვერ ვხსნიდი, ის ძალიან ძლიერი იყო. როდესაც საბოლოოდ „მილანმა“ გადაწყვიტა მისი ტრანსფერი, პაოლო მალდინის …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ტიტულებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხალხის სიყვარულია”

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „პარმას“ 44 წლის მეკარემ განმარტა რატომ არ ასრულებს კარიერას და აღნიშნა, რომ თავს ისევ კონკურენტუნარიანად გრძნობს. „ბევრი მიზეზია, რის გამოც კარიერას არ ვასრულებ. იმის გამო, რომ თავს ისევ ძლიერად და კონკურენტუნარიანად ვგრძნობ, სპორტსმენისთვის ოქროს ხანაში ვარ. ისეთ ასაკში ვარ, როცა მომინდება, შემიძლია კარიერის დასრულებაც გადავწყვიტო. …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “იუვეში” ბოლო წლები ჩემთვის ადვილი არ იყო”

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ „რომაში“ გადასვლა მისთვის კარგი იყო, რადგან „იუვენტუსში“ ბოლო წლებში ბევრი სირთულე ჰქონდა. „იუვეში“ ბოლო რამდენიმე წელი ადვილი არ იყო და გარემოს გამოცვლა ჩემთვის უკეთესი გამოდგა. „რომას“ გულშემატკივრები არგენტინელ ფანებს ჰგვანან, „იუვეს“ ატმოსფეროსგან განსხვავებულია, ისინი გიჟები არიან და ვგრძნობ ამ სიყვარულს. მათთვის „რომა“ ოჯახზე მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც, არგენტინაშიც …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ალეგრიმ “ბარსელონაში” არ გამიშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ მისი ტრანსფერი დაბლოკა. „მართალია, იანვარში „ბარსელონას“ ინტერესი იყო. ჩავიმ დამირეკა, ვისაუბრეთ ფეხბურთსა და ყველაფერზე. ეს სასიამოვნო იყო, ვაფასებდი ჩავისნაირ ადამიანს ჩემი იმედი რომ ჰქონდა. 4-5 კარი შანსი მქონდა, მაგრამ ალეგრიმ ყველაფერი დაბლოკა. მან მკაფიოდ მითხრა: …

სრულად წაკითხვა »

ნიკოლატო: “მირეტი ძალიან ტექნიკურია და ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია”

იტალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ნიკოლატომ ფაბიო მირეტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მირეტი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და განსაკუთრებით გამოირჩია ბურთის გაჩერების მისი ხარისხი. „ის ტექნიკურად ძალიან კარგია, შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია. ბურთის გაჩერების კუთხით მაღალი ხარისხი აქვს, ყოველთვის სუფთად თამაშობს და მოქმედების განვითარებაზეა ორიენტირებული. …

სრულად წაკითხვა »

კიეზამ გუნდთან ერთად ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას შესახებ Tuttosport-ი პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ტურინული გაზეთი წერს, 3 ოქტომბერს, „ბოლონიასთან“ მატჩის მეორე დღეს კიეზა გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ვარჯიშზე ფედერიკოს პრობლემა არ შეექმნება, ის თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე (13 ნოემბერი) მოახერხებს, ხოლო 100%-ით მზად იანვარში იქნება. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის წინ ტურინში თავის აგენტთან შენიშნეს და საუბრობენ, რომ ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანტონიო ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს, მაგრამ კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ამდენად, ის მომდევნო სეზონში სავარაუდოდ თავისუფალი იქნება. ჯონ …

სრულად წაკითხვა »

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც ჩანს, „იუვეს“ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ, თითქოს შეშინებული არიან. უცნაურია ალეგრის გუნდის ასეთი ნახვა, მაგრამ შეფასებების გაკეთება შორიდან ყოველთვის ძნელია“, – თქვა რანიერიმ. შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერი „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად 2007-2009 წლებში მუშაობდა.

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “ალეგრის არ გაათავისუფლებენ და მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ. მოჯი ფიქრობს, რომ ალეგრის თავისი გამოცდილებით სიტუაციის შეცვლის უნარი გააჩნია. „მაქსი გამოცდილი მწვრთნელია და შეძლებს კურსის შეცვლა. თუ იანვრამდე გაძლებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სხვა სეზონი დაიწყება და შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მონტერო? ეჭვგარეშეა, რომ ის კარგი მწვრთნელია ტექნიკური …

სრულად წაკითხვა »