მთავარი / სიახლეები / დი ლივიო: “ძირითადი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ”

დი ლივიო: “ძირითადი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ”

ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისზე ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მთავარი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ, რადგან „მონცას“ დასამარცხებლად სათადარიგო სკამზე პეპ გვარდიოლას ყოფნა საჭირო არაა.

„ეს არის საჭირო ატრიბუტების საკითხი, რომელიც „იუვეს“ მაისურის ტარებისთვის უნდა გაგაჩნდეს, რათა იბრძოლო და ოფლში მოიხარშო. „მონცას“ დასამარცხებლად ბევრი არაფერია საჭიროა, რა თქმა უნდა, მწვრთნელად გვარდიოლას ყოლა საჭირო არაა. თუმცა, მათ ესეც ვერ შეძლეს და ეს არ იყო პირველი მარცხი.

ჩემი აზრით, ძირითადი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ: დი მარიას შეცდომა, რომელმაც გუნდი 10 კაცით დატოვა, ძალიან სერიოზულია. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა ასეთ რთულ მომენტში, როდესაც ლიდერმა კარგი მაგალითი უნდა მისცეს. გუნდს პოგბა და კიეზა აკლია, მაგრამ „იუვეს“ მენტალურად გასუფთავება სჭირდება და მუშაობა უნდა გააგრძელონ, რათა ისევ უმარტივესი შეცდომები არ დაუშვა. მეჩვენება, რომ ყველა მარტო ცდილობს შედეგის მიღწევას და გუნდურად არ ფიქრობენ. ვლაჰოვიჩი ნერვიულობს, რადგან გოლებს ვერ იტანს და ყველა ფორვარდი ნერვიულობს, როცა გოლებს ვერ იტანს, მაგრამ რაც უფრო ნერვიულობ, მით უფრო გრძელდება უგოლო სერია. ერთი გოლიც და ერთი გამარჯვებაც საკმარისი იქნება სიტუაციის შესაცვლელად. თუმცა, „იუვენტუსმა“ კონკრეტული სისასტიკით უნდა ითამაშოს და ვფიქრობ, ბონუჩის და ალეგრის, რომლებმაც ყველაზე მეტად იციან „იუვეს“ დნმ, აქვთ დავალება, რო ის სხვებს გადასცენ, რათა გუნდს საფეხბურთო ინტელექტი ჰქონდეს“, – თქვა დი ლივიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …