მთავარი / სიახლეები (გვერდი 32)

სიახლეები

“იუვენტუსი” დანილოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ დანილოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ამის შესახებ რომეო აგრესტი იტყობინება. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ორივე მხარეს სურს, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმონ. დანილოს ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში იწურება და საუბარია მისი ორი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე განახლებაზე. ბრაზილიელი მცველი მასიმილიანო ალეგრისთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია და ბოლო დროს ის გუნდის …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “იუვეს” 2016 წლის მსგავსი ქამბექი შეუძლია”

ანდრეა ბარძალი ფიქრობს, რომ „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგება შეუძლია. როგორც მან თქვა, 2016 წლის მსგავსი ქამბექი, როცა „იუვემ“ „ნაპოლის“ გადაასწრო, ახლაც შესაძლებელია. „იუვენტუსს“ 3-5-2 სქემამ უფრო დიდი სიმყარე შესძინა, რამდენიმე ფეხბურთელი ამ ტაქტიკაში უკეთ თამაშობს. თამაშის სისტემის გარდა, დადებითი შედეგების უწყვეტობა განსხვავებას ქმნის. დიახ, 2016 წლის ქამბექის გამეორება შესაძლებელია. …

სრულად წაკითხვა »

საბატინი: “იუვეს” ამ სეზონში მსაჯების გამო 4 ქულა აკლია”

იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ სასწაული მოახდინა. „რაც ალეგრიმ გააკეთა, სასწაულია, რადგან არ მახსოვს, რომ „იუვეს“ მიმდინარე სეზონში მის ხელთ ვლაჰოვიჩი, პოგბა, კიეზა და დი მარია ერთად ყოფილიყვნენ. ტანჯვით მოპოვებული გამარჯვებები, მაგრამ სრულად ალეგრის სტილში. არის კიდევ ერთი რაღაც, რაც უნდა გვახსოვდეს: როდესაც …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფეხბურთელი და „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში პანკრეასის კიბო ჰქონდა და დაავადების დამარცხება ვერ მოახერხა. ჯანლუკა ვიალი „იუვენტუსში“ 1992-1996 წლებში თამაშობდა და 145 მატჩში 53 გოლი გაიტანა. სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო „იუვემ“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა. ვიალიმ ასევე ითამაშა „კრემონეზეში“, „სამპდორიასა“ და „ჩელსიში“, …

სრულად წაკითხვა »

“კრემონეზე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „კრემონეზე“ არკადიუშ მილიკის გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – ძელებისა და თავისი ხელთათმანების დამსახურებით კარი მშრალად შეინახა და მშრალი სერია გაზარდა. გატი 6 – მოუხეშავი, მაგრამ სულ უფრო ჯდება გუნდის კონტექსტში. ბრემერი 6 – მოსალოდნელზე უფრო რთული საღამო. დანილო …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “კრემონეზე” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში არკადიუშ მილიკის გოლით „კრემონეზე“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 2004-2005 წლების სეზონიდან იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც სერია A-ში სამზე მეტი ჯარიმა დაარტყეს, არკადიუშ მილიკს რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – 33% (12 ჯარიმიდან 4 გაიტანა). სერია A-ში თავისი პირველი სეზონიდან …

სრულად წაკითხვა »

მილიკი: “წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა არკადიუშ მილიკმა „კრემონეზესთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების დარტყმაზე დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ბევრს ვარჯიშობს. „ძალიან გახარებულები ვართ გამარჯვებით. მნიშვნელოვანი იყო წლის კარგად დაწყება. ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მთავარი 3 ქულაა და ასე უნდა გავაგრძელოთ. ჯარიმა? ვლაჰოვიჩთან …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ტრანსფერები? ცვლილებას ცვლილებისთვის აზრი არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კრემონეზესთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ოთხეულში ადგილი გაიმყარა. „ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, „კრემონეზე“ კარგად თამაშობს მეორე ბურთზე, პრესინგს, ბევრს დარბის. პირველ ტაიმში ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, ბევრი ამოუცნობი ასპექტი იყო, რადგან 52 დღის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ზედიზედ მე-7 მოგება სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი გამარჯვებით განაახლა და წელი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო. თუმცა, სცენარი უცვლელი დარჩა – „იუვემ“ ინერვიულა და აუტსაიდერ „კრემონეზეს“ მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით აჯობა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი უპირატესობას ფლობდა, ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტოქის მეკარე მარკო კარნეზეკიმ 7 სეივი მიითვალა და ყველა შემთხვევაში რთული …

სრულად წაკითხვა »

დი მარია ტურინში დაბრუნდა და ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარია წლის პირველივე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმირებულია. ჯერ იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დი მარიამ ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, შემდეგ მუნდიალის შვებულებიდან ყველაზე გვიან, 2 იანვარს დაბრუნდა და ახლა დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაშავდა. დი მარიას ტერფის დაზიანება აღენიშნება, რომლის სიმძიმე უცნობია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »