მთავარი / სიახლეები (გვერდი 31)

სიახლეები

ვლაჰოვიჩმა ვარჯიში დაიწყო, თამაშს თებერვალში ვარაუდობენ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ვარჯიში დაიწყო. ჯერ მის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მოედანზე ვარჯიში რომ დაიწყო, ეს უკვე კარგის ნიშანია. ვლაჰოვიჩს „იუვეში“ 25 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, როცა ტურინული გუნდი „ბენფიკასთან“ 3:4 დამარცხდა. მას შემდეგ მან სერბეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ საზარდულის ტრავმის გამო ვარჯიშსაც ვერ …

სრულად წაკითხვა »

დადებითი ნიშნები პოგბას და ვლაჰოვიჩის დაბრუნებაზე

დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სარეაბილიტაციო პერიოდს აგრძელებენ და პოზიტიური ნიშნებიც გამოჩნდა. რომეო აგრესტის ცნობით, სერბმა და ფრანგმა ფეხბურთელებმა ბურთით ივარჯიშეს და განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნიათ. ჯერ მათი დაბრუნების თარიღი უცნობია, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე იქნება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გუნდთან ერთად იქნებიან. ახლა სარეაბილიტაციო პროცესის მორიგი ეტაპია, რომ ორივემ დატვირთვებს …

სრულად წაკითხვა »

საინტერესო ფაქტები “იუვე” – “უდინეზეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „უდინეზე“ დანილოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს. „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 8 თამაში მოიგო გოლგაუშვებლად, რაც 2018 წლის მარტის შემდეგ პირველად გააკეთა. მაშინ ალეგრის გუნდის შემდეგ ზედიზედ 9 გამარჯვება იყო მშრალი კარით. მიმდინარე სეზონში სერია A-ში „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

ტარდელი: “იუვე” “ნაპოლის” თუ დაამარცხებს, კონკურენტებსაც შეაშინებს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ „ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტურინული გუნდისთვის ეს პრაქტიკულად გადამწყვეტი თამაში იქნება. „ნაპოლი“ – „იუვეს“ მატჩი გადამწყვეტი იქნება, თუ „იუვე“ წააგებს, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, სკუდეტოს ვერ მოიგებს, მაგრამ თუ ტურინელები მოიგებენ, უფრო მეტ თავდაჯერებას მიიღებენ და შესაძლოა, მათმა გამარჯვებამ სხვა …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ევროპის ჩემპიონატზე ვიალი თითქოს ჩვენთან ერთად მოედანზე იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „უდინეზესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს. „პირველ რიგში მინდა ჯანლუკა ვიალი გავიხსენო. დიდებული ადამიანი იყო და გამიმართლა, რომ მას ვიცნობდი. ეს გამარჯვება მას ეძღვნება, ევროპის ჩემპიონატზე ის ჩვენი დამატებითი მოთამაშე იყო, თითქოს მოედანზე ჩვენთან …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “ყოველთვის მზად ვარ, გუნდს დავეხმარო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანიელე რუგანიმ „უდინეზესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, ის ყოველთვის მზადაა, რომ გუნდს დაეხმაროს. „ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, „უდინეზე“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, კომპაქტური და გაგვიჭირდა. კარგად მოვახერხეთ თამაშში დარჩენა და გოლიც გავიტანეთ. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ, იმედი მაქვს, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჩვენი მიზანი ისევ ოთხეულში მოხვედრაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგი სერიის მიუხედავად, გუნდის მიზანი არ შეცვლილა და ისევ ოთხეულში მოხვედრაზე ფიქრობენ. „კარგი სერია გვაქვს, მაგრამ თამაშის ხარისხის მხრივ მოსამატებელი გვაქვს. „უდინეზე“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ხელსაყრელი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ტექნიკური უნარებია. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “უდინეზე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „უდინეზე“ დანილოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – ამა თუ იმ გზით, ყოველთვის ახერხებს გუნდის გადარჩენას. უოლასის თავურ დარტყმაზე გადამწყვეტი იყო. დანილო 7 – „იუვეს“ კაპიტანი, რომელიც ცდილობს წარსული შეცდომები არ დაუშვას. გაიტანა გოლი, რომელმაც ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიტანა. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრიმ პრესკონფერენცია ვიალის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო. „ვფიქრობ, რომ სწორია პატივი მივაგოთ ერნესტო კასტანოს და ჯანლუკა ვიალის, ორ ფეხბურთელსა და უპირველეს ყოვლისა ორ ადამიანს, რომლებმაც ბევრი მისცეს ფეხბურთს, „იუვენტუსს“ და იტალიის ნაკრებს“, – ამ სიტყვებით გახსნა პრესკონფერენცია მასიმილიანო ალეგრიმ და წუთიერი დუმილით …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “მარსელიდან” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ტურინული კლუბის ხელმძღვანელები პოლონელი ფორვარდის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან და ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. მილიკი „იუვეს“ გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რაც იტალიურ გრანდს მხოლოდ 800 000 ევრო დაუჯდა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ …

სრულად წაკითხვა »