მთავარი / სიახლეები (გვერდი 114)

სიახლეები

ლუკა პელეგრინი ვარჯიშზე დაშავდა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლუკა პელეგრინი ვარჯიშზე დაშავდა და გუნდს გამოაკლდა. 23 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ალვარო მორატასთან შეჯახებისას მიიღო. უკვე გადაწყვეტილია, რომ ლუკა 6 მაისს, “ჯენოასთან” მატჩში ვერ ითამაშებს, დანარჩენი კი მოგვიანებით გაირკვევა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა პელეგრინიმ “იუვეს” მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა.

სრულად წაკითხვა »

ლოკატელიმ ვარჯიში განაახლა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. იტალიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე დაბრუნდეს. ლოკატელიმ ტრავმა ზუსტად ერთი თვის წინ “ინტერთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ გუნდს დაუბრუნდეს და შესაძლოა ეს ისევ “ინტერთან” მოხდეს, 11 მაისს, …

სრულად წაკითხვა »

კიეზას გამოსყიდვა “იუვესთვის” სავალდებულო გახდა

ფედერიკო კიეზა ოფიციალურად „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება და ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტურინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. მოგეხსენებათ, კიეზა „იუვეს“ 2020 წელს „ფიორენტინადან“ ორწლიანი იჯარით შეუერთდა. მაშინვე ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტები, რომელთა საფუძველზე კიეზას გამოსყიდვა სავალდებულო ავტომატურად ხდებოდა: თუ კიეზა მეორე სეზონში 10-ნიშნა რიცხვს მიაღწევდა გოლებით და საგოლე პასებით. თუ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი “იუვეზე”: “ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ საკუთარ დაბადების დღეზე „ვენეციასთან“ დუბლი შეასრულა. მან სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეს“ მიუძღვნა. მან გოლის შემდეგ მაისურზე „იუვეს“ ლოგოს აკოცა და დაწერა, რომ აქამდე არცერთი გუნდის ლოგოზე ნაკოცნი არ ჰქონდა, მაგრამ ამის გასაკეთებლად შესაფერისი დრო იყო. „ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია. ვისაც ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. სერია A-ს 35-ე ტურში „რომამ“ შინ „ბოლონიას“ ვერ მოუგო (0:0), რამაც მასიმილიანო ალეგრის გუნდს ოთხეულში ადგილი გაუნაღდა. „იუვენტუსი“ „რომას“ და „ლაციოს“ 10-10 ქულით უსწრებს და დარჩენილ სამ ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 69 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან „ნაპოლის“ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “საუკეთესო დაბადების დღე მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვენეციასთან“ (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელმა საკუთარ დაბადების დღეზე დუბლი შეასრულა და თქვა, რომ საუკეთესო იუბილე ჰქონდა. „საუკეთესო დაბადების დღე მაქვს. აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ როცა კაპიტნის სამკლავურს ვირგებ, ეს რაღაც უფრო დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ვცდილობ, ვიყო მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “ეს თამაში მუდამ ჩემს გულში დარჩება”

ტურინის „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა ფაბიო მირეტიმ. 18 წლის ნახევარმცველს „ვენეციასთან“ ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, ორივე გოლი მის სტანდარტულს მოჰყვა. იტალიელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მანუელ ლოკატელისგან ვარჯიშებზეც კი ცდილობს რაღაცების მოპარვას. „ენით აღუწერელი ემოციაა, ეს თამაში მუდამ ჩემს გულში დარჩება. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “პოზიტივია ის ფაქტი, რომ ერთი ქულა გვაკლია მეოთხე ადგილის გასაფორმებლად”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვენეციასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პოზიტივია ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე ერთი ქულა აშორებთ, ხოლო „ნაპოლის“ ასევე ერთი ქულით ჩამორჩებიან. „კარგი დამოკიდებულებით დავიწყეთ, რამდენჯერმე დავარტყით, შემდეგ უკან დავიხიეთ და სათამაშო უპირატესობა დავთმეთ. მეორე ტაიმში, გავუშვით, მაგრამ შემდეგ ვიყოჩაღეთ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ვენეცია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 35-ე ტურში „ვენეცია“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ნორმალური თამაში, კარგად მოიგერია ახლო ძელთა არამუს ჯარიმა, გოლის დროს არაფერი შეეძლო. დანილო 6.5 – დაბრუნდა დაცვის ფლანგზე, მან შეასრულა საშინაო დავალება, ბონუჩის საგოლე პასი გაუკეთა. ბონუჩი 7.5 – ანგარიში …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “ვენეცია” იუბილარი ბონუჩის დუბლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიუახლოვდა და ოფიციალურად მის მოსაპოვებლად ერთადერთი ქულა სჭირდება. 35-ე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბოლო ადგილოსან „ვენეციას“ უმასპინძლა და ძალიან გაუჭირდა 3 ქულის მოპოვება. არადა, „იუვემ“ ძალიან აქტიურად დაიწყო და საწყის 4 წუთში ორი რეალური მომენტი ჰქონდა. ჯერ დენის ზაკარიამ მცირედით ააცილა კარს, მერე ლუკა პელეგრინიმ …

სრულად წაკითხვა »