მთავარი / სიახლეები (გვერდი 115)

სიახლეები

ალეგრი: “მომდევნო სეზონისთვის კარგი საფუძველი ჩავყარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვენეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა, როგორც ხვალინდელ შეხვედრაზე, ისე გუნდში არსებულ ვითარებასა და ზოგადად სეზონზე ისაუბრა. „პირველ რიგში, საკუთარ მოედანზე გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ, მათემატიკურად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე 4 ქულა გვაკლია. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს და ბოლო 8 თამაში აქვს …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. სულ მალე ფედერიკო რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელიც და კლუბის საქმეს ძალიან ფრთხილად უდგებიან, რომ ყოველგვარი გართულებებისგან თავი დაიზღვიონ. რისკზე წასვლა ტურინულ კლუბში არავის სურს. კიეზას დაბრუნება მოედანზე სექტემბერ-ოქტომბერშია მოსალოდნელი, მანამდე კი ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ინტერთან” რომ მოგვეგო, ყველაფერი შეიცვლებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიო იტალიურ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სეზონის მთავარი სინანული „ინტერთან“ მარცხია, რადგან ამ მატჩში გამარჯვება ყველაფერს შეცვლიდა. „მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები, მაგრამ ძნელია ყველა მატჩში ერთი და იგივე დონის შენარჩუნება. ალბათ, გინახავთ ნამდვილი რაბიო, თუმცა ალბათ სტაბილურობა მაკლია. იგივე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ახალი 10-იანი სავარაუდოდ ფედერიკო კიეზა იქნება

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალა დატოვებს და შესაბამისად, კლუბისთვის საკულტო ნომერი 10 თავისუფალი იქნება. ვინ მოირგებს ამ ნომერს? Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ კლუბში სერიოზულად ფიქრობენ, რომ 10-ნომრიანი მაისური ფედერიკო კიეზას გადასცენ. „იუვეში“ ფიქრობენ, რომ ამ პრესტიჟული მაისურის სატარებლად კიეზა ყველაზე შესაბამისი პროფილის მქონე ფეხბურთელია. ანდრეა ანიელიმ გუშინ იტალიურ მედიასთან …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “იუვენტინოდ დავიბადე და დაბრუნების შანსი თუ მექნება, ვიფიქრებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან არ გამორიცხა „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნება. მარკიზიომ მადლობა გადაუხადა ჯორჯო კიელინის და „იუვეს“ სეზონიც შეაფასა. „მე იუვენტინოდ დავიბადე, „იუვესთან“ ერთად გავიზარდე და „იუვესთან“ ერთად ბევრი ტიტული მოვიგე. თუ შესაძლებლობა იქნება, შევაფასებ, დღეს კმაყოფილი ვარ ამ გზით. კიელინის მხოლოდ მადლობა …

სრულად წაკითხვა »

ანიელი ალეგრის მომავალზე, დელ პიეროს დაბრუნებასა და იუვეს პროექტის მთავარ ფეხბურთელებზე

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ იტალიურ მედიასთან მასიმილიანო ალეგრის მომავალსა და ალესანდრო დელ პიეროს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებიც „იუვეს“ მომავალთან ასოცირდებიან. „ჩემთვის ალეგრის პროექტი ისევ ვალიდურია. გზას უნდა ვუყუროთ. მან აღადგინა სიმყარე. ორი კვირის წინ ჩატარებულმა ერთმა თამაშმა დიდი სინანული დაგვიტოვა და სკუდეტოსთვის ვეღარ ვიბრძვით. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას დაიწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტის გაყიდვას არ გეგმავს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. დე ლიხტს „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, რამაც შესაძლოა მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენოს. ამიტომაც, კლუბი მასთან უახლოეს მომავალში კონტრაქტის განახლებაზე დაიწყებს მუშაობს. ინფორმაციას ჯოვანი ალბანეზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” დე შილიო გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ მატია დე შილიო გამოაკლდა. იტალიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყზე მცირე პრობლემა აღენიშნება, მაგრამ ტრავმა სერიოზული არაა. დე შილიოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება დღითიდღე მოხდება, ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა, კვირას, „ვენეციასთან“ შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიომ ცოტა ხნის წინ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კიელინის მემკვიდრეს ეძებს: ფრანგი მცველი ფავორიტია

ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის შემცვლელს ეძებს. 37 წლის მცველმა უკვე დააანონსა, რომ იტალიის ნაკრებიდან მიდის, ხოლო „იუვედან“ შესაძლოა წავიდეს. როგორც მან თქვა, გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ თავის ორ ოჯახთან ერთად მიიღებს (იგულისხმა თავისი ოჯახი და „იუვენტუსი“). ჯორჯოს კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ალბათობით მას გაწყვეტს და კარიერას ან დაასრულებს …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იტალიის ნაკრებს არგენტინასთან მატჩით დავემშვიდობები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ დააანონსა, რომ იტალიის ნაკრებს 1 ივნისს, არგენტინასთან მატჩით დაემშვიდობება. როგორც ჯორჯომ აღნიშნა, ივნისში ერთა ლიგის მატჩებში „სკუადრა აძურაში“ არ ითამაშებს. „აქედან სეზონის ბოლომდე ჩემი სიტუაცია უნდა შევაფასო. უნდა გავიგო, რისი გაკეთება მსურს. მეოთხე ადგილზე გავდივართ, იტალიის თასის ფინალში ვართ, გასულ წელსაც ასე იყო. ნორმალურია, რომ …

სრულად წაკითხვა »