მთავარი / სიახლეები (გვერდი 113)

სიახლეები

“იუვეს” განაცხადი “ჯენოასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 36-ე ტურში „ჯენოას“ სტუმრად დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, კუადრადო, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, ბერნარდესკი, რაბიო, ზაკარია, მირეტი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, დიბალა, კინი, აკე შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 მაისს, თბილისის …

სრულად წაკითხვა »

მოჯიმ “იუვენტუსს” რჩევა მისცა: “ეს ფეხბურთელი კიელინის იდეალურად შეცვლის”

ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსს“ „ტორინოს“ ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ყიდვა ურჩია. როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელი ჯორჯო კიელინის იდეალურად შეცვლის. „ბრემერი საუკეთესო ფეხბურთელია იტალიის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე, რომლის გაძლიერება „იუვენტუსს“ კიელინის წასვლის შემდეგ დასჭირდება. ჯორჯო დაცვის ძლიერი მხარე იყო და საჭირო იქნება მისი თანაბარი სიძლიერის ფეხბურთელით ჩანაცვლება და მჯერა, რომ ბრემერი სწორი …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო 5 მაისის სკუდეტოზე: “როცა ბოლომდე გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია”

ალესანდრო დელ პიერო 20 წლის წინ მოგებულ სკუდეტოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, როდესაც 2001-2002 წლების სეზონის ბოლო ტურში „იუვენტუსმა“ „ინტერს“ გადაასწრო და ისტორიაში 26-ე სკუდეტო მოიგო. „5 მაისი, 2002 წელი. როდესაც ბოლომდე გჯერა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – დაწერა დელ პიერომ. შეგახსენებთ, რომ 2002 წლის 5 მაისს, სერია A-ს ბოლო ტური გაიმართა, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილი კარგი შედეგია, რადგან 3 თვის წინ მისგან შორს ვიყავით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. „იუვემ“ უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მიუხედავად ამისა, ალეგრი საუკეთესო შემადგენლობით თამაშს აპირებს და თქვა, რომ მისი გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს. „ეს არის მატჩი, რომელიც უნდა მოვიგოთ, სეზონის ბოლომდე მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ. მივაღწიეთ სეზონის მინიმალურ მიზანს და ოთხეულში მოვხვდით, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი “იუვეს” სეზონის ბოლოს დატოვებს

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება. ჯორჯოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მას გაწყვეტს და კლუბს დატოვებს. ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა ჯორჯო ფეხბურთში, მაგრამ შესაძლოა მომდევნო სეზონი MLS-ში გაატაროს. წყაროს თანახმად, კიელინი ტურინელ გულშემატკივარს 16 მაისს, რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩში დაემშვიდობება. …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტმა “ინტერთან” შეთანხმება უარყო

პაულო დიბალას „ინტერთან“ შეთანხმება არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმა ხორხე ანტუნმა უარყო. როგორც მან თქვა, პაულო ამჟამად მხოლოდ სეზონის დასრულებაზეა ორიენტირებული. „დიბალა მხოლოდ სეზონის ფინიშზეა კონცენტრირებული, სერია A-სა და იტალიის თასის ფინალზე. იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ არცერთ გუნდთან შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არ არის“, – თქვა ანტუნმა. შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსს“ …

სრულად წაკითხვა »

“ატალანტა” დემირალს გამოისყიდის

ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდის. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი ავრცელებს. თურქი მცველი ბერგამოელებს გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა, მაგრამ „ატალანტა“ მას გამოისყიდის და „იუვე“ 20 მილიონ ევროზე ოდნავ მეტ თანხას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალმა „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა »

მირეტის მამა: “ჩემს შვილს “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა”

ფაბიო მირეტის მამამ, ლივიო მირეტიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელზე ტურინში დიდ იმედს ამყარებენ და მამამისმა თქვა, რომ მისი შვილის ოცნება „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „როდესაც ის „იუვენტუსის“ საშობაო წვეულებაზე მიდიოდა, ფეხბურთელებს ავტოგრაფებსა და ფოტოებს კი არ სთხოვდა. მისი სხვა ახალგაზრდა თანაგუნდელები სახლში გაოცებულნი ბრუნდებოდნენ, მისთვის კი …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალამ “ინტერში” გადასვლა გადაწყვიტა

პაულო დიბალა თანახმაა „ინტერში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ დიბალას გადაბირება „ინტერს“ სურდა, მაგრამ ახლა მხარეების თანამშრომლობის სურვილი ორმხრივია. არგენტინელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და „ინტერი“ აირჩია. წყაროს თანახმად, გადამწყვეტი „ინტერის“ პრეზიდენტის სტივენ ჟანგისა და ფეხბურთელის გარემოცვის შეხვედრა იყო, რომელიც მილანში შედგა. პაულოს იტალიაში …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი “იუვეზე”, მომავალზე, ვლაჰოვიჩსა და “მილანში” ტრანსფერზე…

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეში“ ბედნიერია და იმედოვნებს, რომ ტურინში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩება. „რა თქმა უნდა, სინანული არსებობს. გზაზე ქულები დავკარგეთ, შეგვეძლო რამდენიმე თამაში სხვანაირად გვეთამაშა. 2-3 ქულით მეტი რომ გვქონოდა, საკმარისი იქნებოდა …

სრულად წაკითხვა »