მთავარი / სიახლეები (გვერდი 111)

სიახლეები

არივაბენე: “ვლაჰოვიჩი ზლატანს ჰგავს, ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ვაპირებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ იტალიურ მედიასთან იტალიის თასის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. მან არა მარტო „ინტერთან“ მატჩზე, არამედ დუშან ვლაჰოვიჩზე, ჯორჯო კიელინისა და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. „ფინალია და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ჩვენი პირველი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. სეზონზე ჩემი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “რთული მეტოქე გვყავს, “ინტერს” შეუძლია ყველა შეცდომა გამოიყენოს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, შესანიშნავი თამაში იქნება და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება. „მჯერა, რომ მიმდინარე სეზონში მოვუმატეთ. რთული დასაწყისის შემდეგ გუნდმა დაიწყო საკუთარი იდენტობის დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურით ადრე გასვლა გვიჩვენებს, თუ რამდენად გავიზარდეთ. გავლილი გზა ნათელი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ინტერთან” თამაში რთულია, ვლაჰოვიჩით კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული თამაში იქნება, მაგრამ მის გუნდს სეზონის კარგად დასრულება სურს. „ხვალ მშვენიერი თამაში იქნება, იტალიის დერბია. ძალიან რთული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელთანაც აქამდე ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. ფეხბურთი უცნაურია, ორ წუთში შეიძლება თამაში გაიხსნას …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ მატჩისთვის ცნობილია. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, ბერნარდესკი, რაბიო, ლოკატელი, ზაკარია, ნიკოლუსი, მირეტი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, დიბალა, კინი, აკე შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 11 …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “იუვეს” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, უბრალოდ ცუდად თამაშობს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტურინელთა შემადგენლობა იტალიაში ყველაზე ძლიერია, მაგრამ გუნდი უბრალოდ ცუდ ფეხბურთს თამაშობს. „იუვენტუსს“ ტრანსფერები სჭირდება? და, ვისი? მესის და ნეიმარის? ბევრი ტრანსფერი საჭირო არაა, გუნდმა უბრალოდ უკეთ უნდა ითამაშოს. არანაირი გამართლება ამ სეზონს არ აქვს. „იუვე“ ძალიან ძლიერია, უბრალოდ, მწვრთნელმა …

სრულად წაკითხვა »

ტარდელი: “მე ალეგრისტი ვარ, ასეთი სეზონი მისი ბრალი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ მასიმილიანო ალეგრი კრიტიკისგან დაიცვა და როგორც აღნიშნა, ის არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. როგორც ტარდელი, თქვა, მთავარი შედეგია და თუ „იუვენტუსმა“ წელს სკუდეტო ვერ მოიგო, ეს ფეხბურთელების ბრალია და არა მწვრთნელის. „რა თქმა უნდა, ალეგრისტი ვარ და ყოველთვის ვიყავი. გასულ წლებში, როცა ის …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “იუვეში” დასაბრუნებლად მზად ვარ”

„იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილ ნიკოლო ფაჯოლის „კრემონეზეში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და კრემონელები 26-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდნენ. 21 წლის ნახევარმცველი ტურინში დაბრუნებაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ ამისთვის მზად არის. – თვალები რომ დახუჭოთ, რა იქნება პირველი სურათი, რომელიც „კრემონეზესთან“ ერთად წარმოგიდგებათ? – ბუფონის კარში გატანილი გოლი. ჯიჯი დიდებული ადამიანია, თამაშის …

სრულად წაკითხვა »

კანავარო: “იუვესა” და “ინტერს” შორის ეს განსხვავებაა”

ფაბიო კანავარომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში „ინტერიდან“ „იუვენტუსში“ ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა ამ კლუბებს შორის რა განსხვავებაა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ „იუვეში“ მიხვდა სხვაობას თამაშსა და გამარჯვებას შორის. „ჩვეულებრივ, „იუვე“ ან გძულს, ან გიყვარს. მე აზრი შევიცვალე, რადგან გამიმართლა, რომ „იუვენტუსში“ მოვხვდი. სწორედ იქ გავიგე განსხვავება უბრალოდ ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას …

სრულად წაკითხვა »

პრანდელი: “ვლაჰოვიჩი მშვიდად უნდა იყოს, უამრავ გოლს გაიტანს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ Tuttosport-თან დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბოლო 4 მატჩია გოლი არ გაუტანია და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. სერბისგან აშკარად უფრო მეტს მოელოდნენ და ამიტომაც არის, რომ მასზე ყველა საუბრობს, ბევრი კი აკრიტიკებს. პრანდელი ის მწვრთნელია, რომელმაც ვლაჰოვიჩს „ფიორენტინაში“ შანსი მისცა და შეიძლება ითქვას, დიდ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი თასის ფინალისთვის მზადაა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალისთვის ემზადება და მასიმილიანო ალეგრის გუნდის ლაზარეთიდან კარგი ამბებია. იტალიური მედიის ცნობით, გამოჯანმრთელდა მანუელ ლოკატელი, რომელიც ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა და ფინალში განაცხადში იქნება. სხვათა შორის, მანუელმა ბოლოს ერთი თვის წინ სწორედ „ინტერთან“ ითამაშა. ფინალში ითამაშებენ დანილო და მატაის დე ლიხტი, …

სრულად წაკითხვა »