მთავარი / სიახლეები (გვერდი 107)

სიახლეები

ვლაჰოვიჩი კიელინის და დიბალას ემოციური წერილებით დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი სოციალურ ქსელში ჯორჯო კიელინის ღია წერილით დაემშვიდობა და დაწერა, რომ „იუვესთვის“ საბრძოლველად თავის შეხვევისთვისაც მზადაა, როგორც ეს კიელინის არაერთხელ გაუკეთებია. „შენი მზერა იყო პირველი, რომელიც მინდოდა გასახდელში დამენახა პირველ დღეს. შენი თვალები მეტყველებს რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება. პატივი, პასუხისმგებლობა, მაგია და რა რთული იქნება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” და დე ლიხტი კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ

მატაის დე ლიხტი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს და როგორც წესი, მისი ინფორმაცია უტყუარია. დე ლიხტი და მისი აგენტები კლუბთან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება 2 წლით განახლდება და ახალი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში, ის „იუვეში“ 2019 …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიელინის ვიდეოებით აკადემიებში დაცვაში თამაში უნდა ისწავლებოდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშზე ცოტა ილაპარაკა და უფრო მეტი დრო ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას დაეთმო. „კიელინიმ იტალიურ ფეხბურთს ბევრი მისცა, მისი თამაშის ვიდეოები კოვერჩანოსა და საფეხბურთო აკადემიებში უნდა განთავსდეს და მომავალმა მცველებმა ისწავლონ დაცვაში თამაში, ერთი-ერთზე თამაში. ის და …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში „ლაციოს“ დუშან ვლაჰოვიჩისა და ალვარო მორატას გოლებით 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 2:2. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6.5 – გაუმართლა კიდეც, როდესაც ხარიხამ გადაარჩინა, თუმცა, შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია. ორი გოლი გაუშვა, ყველაზე ნაკლები დამნაშავე იყო. კუადრადო 5.5 – მეორე …

სრულად წაკითხვა »

“ალიანც სთედიუმზე” ანიელის მოედანზე გასვლას სტვენა მოჰყვა

„იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩის დასრულების შემდეგ „ალიანც სთედიუმზე“ ჯორჯო კიელინის გაცილების ცერემონია გაიმართა. სწორედ ამ დროს მოედანზე ანდრეა ანიელი გამოჩნდა, რასაც ტიფოზები სტვენით შეხვდნენ. „იუვეს“ გულშემატკივრები პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოები არიან, მათ შორის იმის გამოც, რომ პაულო დიბალას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. არგენტინელმა კი გაცილების დროს ცრემლები ვერ შეიაკავა და პატარა ბავშვივით …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “პოგბას თაობაზე შეხვედრა არ გვქონია”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ უარყო ინფორმაცია, რომ პოლ პოგბას აგენტებთან მის ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პოგბას თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა. „პოგბაზე არ გვისაუბრია. ისინი არიან კინისა და პელეგრინის აგენტებიც, შესაბამისად, ნორმალურია, რომ შევხვდით. პოგბა ნამდვილად არ იყო დისკუსიის ცენტრში. პოლი „მანჩესტერის“ ფეხბურთელია, ამიტომ, ჯერ მის კლუბს დაველაპარაკებით. …

სრულად წაკითხვა »

ემოციური და ნაღვლიანი საღამო ტურინში

სერია A-ს 37-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა და სეზონის ბოლო საშინაო მატჩი ვერ მოიგო – 2:2. „იუვე“ პირველივე ტაიმში დუშან ვლაჰოვიჩისა და ალვარო მორატას გოლებით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ორჯერ გაუშვა. ჯერ ტაიმის დასაწყისში ალექს სანდრომ ავტოგოლი მიითვალა, მერე მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამზე სერგეი …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი კიელინის: “ჩემთვის მაგალითი ხარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ სოციალურ ქსელში ჯორჯო კიელინის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის ჯორჯო სამაგალითო ფეხბურთელი და ადამიანია. „ჯორჯონე, ჩემო მეგობარო. მადლობა, ნამდვილად დიდი მადლობა. ვიცი და წინა დღესაც გითხარი, რომ „უემბლიზე“ ერთად რაღაც წარმოუდგენელი გამოვიარეთ. შენ იყავი ჩემი ძალა, როცა პენალტი გავაცუდე და პირველი, ვინც ჩამეხუტა …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ყოველთვის ვიამაყებ, რომ კიელინისთან ერთად ვითამაშე”

ჯორჯო კიელინის ყოფილი თანაგუნდელი ანდრეა ბარძალი დაემშვიდობა. ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ემოციური წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ტაშის, დამშვიდობებისა და ცრემლების დღეა. შენ იმსახურებ ამ ყველაფერს ჯორჯო, დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი ხარ. ნამდვილი ლიდერი იყავი, გლადიატორი და განსაკუთრებული თანაგუნდელი. უკვე ხარ „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ისტორია და ლეგენდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “შენთან ერთად თამაში ჩემთვის პრივილეგია იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი ჯორჯო კიელინის სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა. „ძვირფასო ჯორჯო, საიდან დავიწყოთ? ბოლოს და ბოლოს, მიმაჩნია, რომ ეს მოვალეობაა. დღეს შენი დღეა და დღეიდან მოგენატრება ეს გუნდი, ეს ფერები, ეს გასახდელი. შენ იყავი მაგალითი, მეგზური, ძმა, მეგობარი. 10 წელზე მეტი გავატარეთ ერთად, გავიხარეთ, ვიტანჯეთ, ვიბრძოდით, გვიჭირდა, …

სრულად წაკითხვა »