მთავარი / სიახლეები (გვერდი 106)

სიახლეები

“იუვე” პერიშიჩის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის შეძენასთან ახლოსაა. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ხორვატ ფეხბურთელს „იუვე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. პერიშიჩს „ინტერთან“ კონტრაქტი ეწურება, რომელსაც სავარაუდოდ არ განაახლებს და თანახმაა ტურინელთა წინადადება მიიღოს, რომლებიც მას სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობენ. ივან პერიშიჩი „ინტერის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “კიელინი “რომაში” უნდა გამეწვრთნა და შემდეგ ბედმა ორივე “იუვეში” მიგვიყვანა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. სწორედ კაპელოს დროს ჰქონდა „იუვეში“ დებიუტი ჯორჯოს და მას შემდეგ 17 წელი გავიდა. „ის ყოველთვის ლიდერი იყო, როგორც მოედანზე ასევე გასახდელში. კიელინი „რომაში“ მაშინ უნდა მოსულიყო, როცა მე იქ ვმუშაობდი. პრიმავერას მატჩს ვუყურე „რომასა“ და „ლივორნოს“ შორის, მაშინ მომეწონა და „რომაში“ …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “აქ გატარებულ პერიოდს ყოველთვის გულით ვატარებ”

ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სპეციალური ვიდეოს მეშვეობითაც დაემშვიდობა. როგორც მან განაცხადა, არასდროს დაივიწყებს იმ 7 წელს, რომელიც „იუვეში“ გაატარა, რადგან აქ ყოველთვის გრძნობდა სიყვარულს. „აქ 21 წლისა მოვედი, როგორც მაისურის ნომერი, რომელიც იმ პერიოდში მქონდა. ამ წლებში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ეს მშვენიერი წლები იყო, …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო დიბალას ემოციური მესიჯით დაემშვიდობა

კლაუდიო მარკიზიო პაულო დიბალას ემოციური წერილით დაემშვიდობა. იტალიელმა გაიხსენა 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი, რომლის დასრულების შემდეგ ბერლინიდან ტურინში დაბრუნებისას პაულო დიბალა „იუვეს“ გუნდთან ერთად თვითმფრინავში იყო და იქიდან დაიწყო მისი ტურინული ისტორია. „ბერლინიდან იმედგაცრუებულები და ცოტა გაბრაზებულები ვბრუნდებოდით. ტურინში დაბრუნების დროს გიყურებდი და მოხიბლული ვიყავი შენი ბავშვური სახით …

სრულად წაკითხვა »

პოგბას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა

„იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო არივაბენემ ინფორმაცია უარყო, მის აგენტებთან შეხვედრა გუშინ ტურინში შედგა. კლუბი პოგბას სამწლიან კონტრაქტს და სეზონში 7.5-8 მილიონ ევროს სთავაზობს. ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის სახით 10-11 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და შესაძლოა ხელფასის კიდევ უფრო დაკლებას დათანხმდეს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეში” დი მარიას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია ტურინის „იუვენტუსთან“ ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით, წარმატებით დაიხურება. დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება სურვილის შემთხვევაში კონტრაქტის ერთი წლით განახლებაც. დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ანხელ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იუვეს” და იტალიის ნაკრებს კარგ ხელში ვტოვებ. მინდოდა, კარგ ფორმაში წავსულიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „იუვესა“ და იტალიის ნაკრებს კარგ ხელში ტოვებს და ახალგაზრდებს გზას უთმობს. „ბედნიერი და ამაყი ვარ, გადაწყვეტილება დღეებში ან კვირებში არ მიმიღია, თვეები ვფიქრობდი. მინდოდა მაღალ დონეზე წასვლა და ეს მოვახერხე. მე-17 წუთზე დავტოვე მოედანი, „იუვენტუსში“ ჩემი ყოველი …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო კიელინის: “ყოველთვის კაპიტანი იქნები”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო ჯორჯო კიელინის დაემშვიდობა. მარკიზიომ დაწერა, რომ კიელინი ყოველთვის კაპიტნად დარჩება. „აქ დაიბადა ყველაფერი, გაიზარდა და განვითარდა. სწორედ აქ ვტკბებოდით და ვიტანჯებოდით ერთად. სწორედ აქ დავბრუნდით, რომ ჩაგეხუტოთ, ჩვენს სახლში, ჩვენს ხალხში, აღვნიშნოთ ის, რაც იყავი, წარმოვიდგინოთ როგორი იქნები. კაპიტანი, ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში“, – …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი კიელინის: “წარმომიდგენია რამდენი ემოცია განიცადე”

ჯანლუიჯი ბუფონი ჯორჯო კიელინის სოციალური ქსელით დაემშვიდობა და მას ემოციური წერილი მიუძღვნა. „წარმომიდგენია ამ საღამოს რამდენი ემოცია განიცადე. დაემშვიდობე გუნდს, კლუბს, გარემოს სადაც თავს სახლში გრძნობდი და თითქმის 20 წელი გაატარე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთად გავიზიარეთ ასობით თამაშ და მოედანზე შენს ბრძოლას, მონდომებასა და მუხტს რომ ვერ ვიხილავ, მომენატრება. შენ …

სრულად წაკითხვა »

კიელინის და დიბალას პოლ პოგბაც დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა პაულო დიბალსა და ჯორჯო კიელინის სოციალურ ქსელში დაემშვიდობა. მას ყოფილი თანაგუნდელები არ დავიწყებია, რაც გამოსარჩევია. „ძმაო, შენ ტოპ ფეხბურთელი და ტოპ ადამიანი ხარ. შესანიშნავია, რომ შენნაირი მეგობარი მყავს და „იუვენტუსში“ პერიოდი ერთად გავიზიარეთ. იმედი მაქვს, რომ მალე გნახავ“, – წერს პოგბა დიბალას შესახებ. ფრანგმა …

სრულად წაკითხვა »