მთავარი / სიახლეები (გვერდი 109)

სიახლეები

Tuttosport: პოგბა თანახმაა “იუვეში” დასაბრუნებლად დაბალ ხელფასს დათანხმეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება რეალური ხდება. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს. წყაროს თანახმად, მხარეები ერთმანეთს მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ და დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს. ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და როგორც ცნობილი გახდა, მზადაა „იუვეში“ დასაბრუნებლად ხელფასი შეიმციროს. პოგბა „მანჩესტერში“ 13 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს გამოიმუშავებს, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

“რომა” დიბალასთან მოლაპარაკებებს იწყებს

იტალიური „რომა“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, პაულო დიბალას ტრანსფერით დაინტერესებულია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არგენტინელი ფეხბურთელის დამატება ჟოზე მოურინიოს სურს. მხარეებს შორის ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ პირველი კონტაქტი შედგა და რომაელებმა დიბალას სიტუაციის შესწავლა დაიწყეს, რასაც შესაძლოა ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვეს. პაულო დიბალას 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება და „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით …

სრულად წაკითხვა »

არტურის აგენტი: “ამ სიტუაციის გაგრძელება არავის ინტერესშია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ არტურს კლუბის დატოვება სურს. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა. „იანვარში არტური „არსენალთან“ ახლოს იყო. ის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრობს. სარისთან ერთად „იუვეში“ ჟორჟინიოს როლს მოირგებდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ალეგრი მას აფასებს, მასიმილიანოს სურს ნახევარდაცვაში ფიზიკურად ორი ძლიერი ფეხბურთელი. ამ სიტუაციის გაგრძელება არავის ინტერესშია“, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” 23-წლამდე გუნდი სერია B-ს საგზურისთვის იბრძვის

„იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდი სერია C-დან სერია B-ში გადასასვლელად იბრძვის და პლეი-ოფის პირველი ეტაპი დაძლია. ტურინელთა მეორე გუნდმა „რენატე“ სტუმრად და გრასას გოლით 1:0 დაამარცხა და ვინაიდან პირველი მატჩი ფრედ 1:1 იყო დასრულებული, „ბიანკონერი“ პლეი-ოფის მეოთხედფინალში გავიდა. თუ „იუვეს“ 23-წლამდე გუნდი პლეი-ოფს წარმატებით ჩაატარებს, მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს. მეოთხედფინალში ტურინელთა …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: ნედვედმა ჯერ გასახდელში იჩხუბა, შემდეგ ანიელისთან

იტალიური მედია იტყობინება, რომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ გასახდელში დაპირისპირება იყო. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, პაველ ნედვედი მარცხით ძალიან გაბრაზებული იყო და გასახდელში ჯერ მასიმილიანო ალეგრისთან იჩხუბა. ჩეხი მთავარ მწვრთნელს შეცვლების არასწორად გაკეთებაში ადანაშაულებდა. კამათში მონაწილეობდა ლეონარდო ბონუჩიც, რომელიც ასევე ალეგრის დაუპირისპირდა. წყაროს თანახმად, დაპირისპირება შემდეგ პაველ ნედვედსა და ანდრეა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ფეხბურთელების პოსტები: “როცა მარცხდები, მაშინაც მიყვარხარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების ნაწილს იტალიის თასის ფინალში მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი არ გაუკეთებიათ, რამდენიმე ფეხბურთელმა კი უკვე გამოაქვეყნა ემოციური პოსტი. ამ მხრივ, განსაკუთრებით დუშან ვლაჰოვიჩი და ალვარო მორატა გამოირჩნენ. „ასეთი მატჩები ტკივილს იწვევს. თუმცა თუ ერთი რამ ვისწავლე, ეს არის ის, რომ მზად ვარ შენთან ერთად ჯოჯოხეთში ჩავიდე, თუ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ინტერთან“ წითელი ბარათისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამრიგად, მომდევნო სეზონში იტალიის თასის პირველ შეხვედრაში ალეგრი სათადარიგო სკამზე არ იქნება. შეგახსენებთ, რომ მაქსი „ინტერთან“ დამატებით დროში მეტოქის სტაფის წევრთან ჩხუბის გამო გააძევეს.

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო კიელინის: “შენ აჩვენე ყველას, როგორ უნდა დაიცვა “იუვეს” ღირსება”

ჯორჯო კიელინის „იუვენტუსიდან“ წასვლას ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ალექსმა ჯორჯოს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მაგალითია ყველასთვის, ვინც „იუვეში“ თამაშზე ოცნებობს. „შენ აჩვენე, როგორ უნდა ატარო „იუვენტუსის“ მაისური ყოველჯერზე, როცა მოედანზე გადიხარ, ეს 17 წლის განმავლობაში გააკეთე. როცა გუნდში მოხვედი პატარა ბიჭი იყავი, თავმდაბლობით და …

სრულად წაკითხვა »

ბრიტანული მედია: პოგბა თანახმაა “იუვენტუსში” დაბრუნდეს

პოლ პოგბა შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს, რომ იტალიურმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს წინადადება გაუკეთა და პოგბაც თანახმაა ტურინში დაბრუნდეს. წყაროს თანახმაც, „იუვე“ მზადაა პოგბას სეზონში 9 მილიონი ევრო გადაუხადოს და ზაფხულში უფასოდ დაიმატოს. პოლი „მანჩესტერთან“ კონტრაქტის განახლებას არ აპირებს, რომელიც 30 ივნისს იწურება. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ პოგბა „მანჩესტერიდან“ …

სრულად წაკითხვა »

ყოფილი მსაჯი: “ვალერიმ თვალები დახუჭა, პენალტი არ იყო და ბროზოვიჩი წითელს იმსახურებდა”

ყოფილმა მსაჯმა და DAZN-ის ექსპერტმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ „ინტერის“ პირველი პენალტი, რომელიც ლაუტარო მარტინესზე დაინიშნა, არ იყო და პაოლო ვალერი შეცდა. “ლაუტაროზე პენალტი არ იყო. ასეთი პენალტების დროს მსაჯებმა აღარ უნდა დანიშნონ. ვალერიმ ორი შეცდომა დაუშვა, ერთი ეს პანელტი და მეორე, როდესაც ბროზოვიჩი არ გააძევა. მან უბრალოდ თვალი დახუჭა …

სრულად წაკითხვა »