მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 46)

ჩემპიონთა ლიგა

“ჩელსის” ვებგვერდმა რონალდუს დასცინა

ლონდონის „ჩელსის“ ვებგვერდმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ირონიული პოსტი გამოაქვეყნა. „ლილთან“ მატჩში სესარ ასპილიკუეტამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა და ლონდონელების ტვიტერმა დაწერა: „ასპილიკუეტას ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება“. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ჯერჯერობით ერთი გოლი გაიტანა, მეორე …

სრულად წაკითხვა »

“ლევერკუზენი” – “იუვენტუსი”: სტატისტიკა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ მორიგ მატჩს ჩაატარებს და „ლევერკუზენს“ გერმანიაში ესტუმრება. გთავაზობთ ამ შეხვედრის წინ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. „იუვენტუსი“ და „ლევერკუზენი“ აქამდე სამჯერ შეხვედრილან. სამივე ჯერზე მასპინძლებმა მოიგეს. ორჯერ „იუვენტუსმა“ ტურინში (4:0 და 3:0), ერთხელ „ელევერკუზენმა“ 2002 წლის მარტში 3:1. „იუვენტუსმა“ გერმანულ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 მატჩიდან სტუმრად ერთადერთხელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ლევერკუზენთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ლევერკუზენის „ბაიერს“ ესტუმრება. მაურიციო სარის გუნდისთვის ეს თამაში პრაქტიკულად ამხანაგურ ხასიათს ატარებს. სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია: ბუფონი; კუადრადო, რუგანი, დემირალი, დე შილიო, რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი; რონალდუ, იგუაინი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “ყველა გუნდს “იუვენტუსთან” გამარჯვება უნდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლევერკუზენთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მირალემ პიანიჩი იახლა. ბოსნიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყველა გუნდს „იუვესთან“ გამარჯვება სურს და ამიტომ, ზოგჯერ კრიტიკა გაზვიადებულია. გარდა ამისა, პიანიჩი ფიქრობს, რომ 5 წლის შემდეგ ცვლილებები უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა, მაგრამ მომდევნო მატჩებში რაღაც შეიცვლება და გუნდი კარგად ათამაშდება. გამარჯვება ჩემპიონატში მოსამზადებლად …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრეკოსკონფერენცია “ლევერკუზენთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ლევერკუზენში, ადგილობრივ გუნდთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი შეხვედრას სერიოზულად უდგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი „იუვესთვის“ არაფერს წყვეტს სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. გადაწყვეტილებები ხვალისთვის ბერნარდესკის ნახევარდაცვის ცენტრში თამაში შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ მისი ბოლოდროინდელ როლში (გამთამაშებელი) სხვა ფეხბურთელი არ გვყავს, რემზი და დუგლას …

სრულად წაკითხვა »

“ლევერკუზენის” მწვრთნელისა და ფეხბურთელის პრესკონფერენცია “იუვესთან” მატჩამდე

ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა და ფეხბურთელმა კაი ჰავერცმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს. თავდაპირველად ჟურნალისტების წინაშე გერმანელმა შემტევმა ისაუბრა. „მოედანზე სწორი დამოკიდებულებით უნდა გავიდეთ. გვსურს ეს თამაში მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება მადრიდში. „იუვეს“ დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, იმედია ხვალ ლეგენდარული ბუფონის წინააღმდეგ თამაში მომიწევს, რომელიც ბევრისთვის იდეალია, მან …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ლევერკუზენთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთან ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლევერკუზენს“ გერმანიაში ეწვევა. ტურინელებს ამ მატჩში როდრიგო ბენტანკური, აარონ რემზი, სამი ხედირა და მატიას დე ლიხტი დააკლდებათ. ჰოლანდიელს მცირე ტრავმა აქვს, ინდივიდუალურად ივარჯიშა და სარიმ ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი, გოცი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ლევერკუზენში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩს ხვალ გერმანიაში ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩაატარებს. „ბებერი სინიორა“ ჯგუფიდან პირველი ადგილით უკვე გასულია და ეს თამაში მისთვის არაფერს წყვეტს. ამიტომ, მაურიციო სარი შემადგენლობას გადახალისებას აპირებს. 243 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჯანლუიჯი ბუფონი ითამაშებს. ჯიჯი კარში ვოიცეხ შჩესნის ადგილს დაიკავებს. ამ ტურნირზე ბოლოს „მანჩესტერის“ წინააღმდეგ …

სრულად წაკითხვა »

არიგო საკი: “სარის “იუვე” მიდის გზით, რომელიც ევროპაში გამარჯვებამდე მიიყვანს”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი არ იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დროს მაურიციო სარის მიმართ გამოითქვა. საკის განცხადებით, „იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ პირველ ტაიმში სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა და გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. „ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ევროპაში დამარცხდა დიდებულ ფორმაში მყოფ გუნდთან. სარის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო, ისე როგორც არასდროს მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი და რაბიო – ან ახლა, ან არასდროს!

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებია. სამი ხედირა, აარონ რემზი და როდრიგო ბენტანკური ტრავმირებულნი არიან. რემზის მდგომარეობა ჯერაც გაურკვეველია, ხედირა სამი თვე, ხოლო ბენტანკური 10 დღე იუქმებს. ურუგვაელმა შესაძლოა „უდინეზესთან“ თამაში მაინც მოახერხოს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა. ამის ფონზე კი, ემრე ჯანმა და ადრიენ რაბიომ შანსი მიიღეს. ან ახლა, ან არასდროს! ორივეს …

სრულად წაკითხვა »