მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 41)

ჩემპიონთა ლიგა

ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი 2016 წელს გვქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი გუნდს 2016 წელს ჰქონდა, როდესაც ასპარეზობას მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერთან“ დამატებით დროში გამოეთიშა. „ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური წელია? ვფიქრობ, რომ უფრო მეტად იდეალური 2016 წელი იყო, როდესაც „ბაიერნთან“ წავაგეთ. თავს დაუმარცხებლად ვთვლიდით, სერია A-ში საოცარი სერია გვქონდა, „ბაიერნთან“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ლიონთან”

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას „ლიონის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი სინიორას“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო; კუადრადო, დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ამ ქალაქთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის „ლიონთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ლეონარდო ბონუჩი ახლდა. ლეოს „ლიონთან“ და მის სტადიონთან კარგი მოგონებები აკავშირებს. 2014 წელს ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ლიონში, ოღონდ ძველ სტადიონზე, „სტად ჟერლანზე“ გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ამჟამინდელ სტადიონზე იტალია – ბელგიის მატჩში შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ლიონთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლიონთან“ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი რთულ შეხვედრას ელოდება და თქვა, რომ დადებითი შედეგისთვის მაღალი დონის თამაშის ჩატარება სჭირდებათ. გამარჯვების პასუხისმგებლობა უფრო მეტი პასუხისმგებლობას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ჩემპიონატში ვთამაშობთ, რადგან იქ ყველა მატჩში ფავორიტები ვართ. ევროპაში ვიცით, რომ არიან სხვა გუნდები, რომლებიც როგორც მინიმუმ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ლიონთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს. მაურიციო სარიმ საფრანგეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, კილიენი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესკი შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ – …

სრულად წაკითხვა »

რუდი გარსიას მატჩისწინა პრესკონფერენცია

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. „ბიანკონერი“ რამდენიმე საათის განმავლობაში შევისწვალე და აღმოვაჩინე რამდენიმე სუსტი წერტილი და ბევრი ხარისხი. სრულყოფილი გუნდია. ვიცი, რომ გუნდების უმრავლესობამ, რომლებმაც „იუვეს“ სირთულეები შეუქმნეს, სამი მცველით ითამაშეს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ეს ოთხი მცველით გააკეთა. ზოგადად, მე არ …

სრულად წაკითხვა »

ოლა: “იუვე” მომხიბლავი გუნდია, მაგრამ ჩვენ პატარა “აიაქსი” ვართ”

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა „იუვენტუსით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ საკუთარი გუნდის წარმატების სჯერა. „ჩვენთვის ეს ისტორიის რანდევუა. ეს უფრო მეტია, ვიდრე გარდამტეხი თამაში. მიუხედავად ბევრი ტრავმებისა და ჩემპიონატში ჩავარდნისა, ჩვენ გვქონდა ოცნება, რომ აქ ვყოფილიყავით. „იუვენტუსი“ მომხიბლავი და საშიში გუნდია. აღფრთოვანებული ვარ რონალდუთი, პიანიჩით, მატუიდით, ძალიან მომწონს რაბიო, მაგრამ უფრო მომეწონება მათი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იგუაინი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსი“ „ლიონთან“ მატჩისთვის ემზადება. დრეს გუნდმა ივარჯიშა და კარგი ამბავია, რომ გონსალო იგუაინმა ლაზარეთი დატოვა. არგენტინელს რამდენიმე დღე ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დრეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიხტმა უეფას ვებგვერდთან ისაუბრა. ჰოლანდიელი მცველი „ლიონთან“ მოახლოებულ დაპირისპირებას და ზოგადად ჩემპიონთა ლიგას შეეხო. „ლიონში“ ორი ჩემი ეროვნული ნაკრების თანაგუნდელი თამაშობს, მემფის დეპაი და კენი ტეტე. მათ წინააღმდეგ მითამაშია, როდესაც „აიაქსში“ ვთამაშობდი, შესაბამისად, ამ სტადიონს და გუნდს ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ძლიერი გუნდია ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. …

სრულად წაკითხვა »

რუდი გარსია: “იუვე” ფავორიტია, მაგრამ მუდმივად ფავორიტები არ იმარჯვებენ”

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსის“ შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ აშკარა ფავორიტია, მაგრამ ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ. „იუვე“ ექსტრაფავორიტია, დიდებული გუნდია, რომელსაც იტალიაში მუშაობის პერიოდიდან ახლოდან ვიცნობ. როდესაც მე მივედი, უკვე ზედიზედ ორი სკუდეტო ჰქონდა მოგებული და ამის შემდეგ კიდევ ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. „იუვე“ დიდი …

სრულად წაკითხვა »