მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 92)

Sofo Erkvania

“იუვემ” და “ინტერმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და მილანის „ინტერმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარია ხუან კუადრადოსა და ედინ ჯეკოს ბარტერზე. კუადრადომ აპრილში „იუვესთან“ კონტრაქტი ერთი წლით განაახლა, მაგრამ კოლუმბიელის პოზიცია კლუბში შერყეულია და მისი წასვლის შესახებაც აქამდეც იწერებოდა. ჯეკო კი, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შემდეგ „ინტერის“ გეგმებში აღარ შედის. ორივე ფეხბურთელს ხელფასი 5 მილიონ ევროზე ცოტა …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იუვედან” იმიტომ წავედი, რომ მივხვდი, გუნდს მაქსიმუმს ვერ მივცემდი”

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და მისი პრეზენტაცია შედგა. კიელინი ამერიკულ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც მან აღნიშნა, „ლოს ანჯელესში“ MLS-ს ჩემპიონობა სურს. „ბედნიერი და აღელვებული ვარ აქ ყოფნით. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ახალი ეტაპია. აქ გადმოსვლა გადავწყვიტე, რადგან …

სრულად წაკითხვა »

მორატას ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი: “ყოველთვის იუვენტინო ვიქნები”

ალვარო მორატამ „იუვენტუსი“ დატოვა და ესპანელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური გამოსამშვიდობებელი ვიდეო და წერილი გამოაქვეყნა. „ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამბავი იყო ის, რომ მქონდა შესაძლებლობა ეს მაისური ჩამეცვა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი, რომ მქონდა შანსი მეჩვენებინა ჩემი შვილებისთვის რას ნიშნავს „იუვენტუსი“, როგორც ცხოვრების სტილი და ეს …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: მორატამ და დიბალამ “იუვენტუსი” დატოვეს

ალვარო მორატამ „იუვენტუსი“ დატოვა. ინფორმაცია ტურინული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელმა ფორვარდმა ბოლო ორი სეზონი „იუვეში“ იჯარით გაატარა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ მის გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ესპანელები 35 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რაც იტალიური კლუბისთვის ძვირი ფასი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორწლიან იჯარაში „იუვენტუსმა“ 20 მილიონი ევრო გადაიხადა. მორატამ „ბებერ ქალბატონში“ ბოლო …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე დე ლიხტზე: “შეუძლებელია ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წასვლა სურს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მათ შორის, მატაის დე ლიხტზე და ყურადსაღები განცხადება გააკეთა, რამაც ნიდერლანდელის შესაძლო წასვლა კიდევ უფრო რეალური გახადა. „იუვეს“ მიზანია მაღალი დონის გუნდის შენარჩუნება და ყველა მაღალი მიზნისკენ სწრაფვა. გვინდა გავცდეთ კლუბის კონცეფციას და გავხდეთ გლობალური კომპანია. …

სრულად წაკითხვა »

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი „იუვედან“ ფაბიო პარატიჩის წასვლა იყო, რომელიც „ბებერ ქალბატონში“ სპორტულ დირექტორად 2010-2021 წლებში მუშაობდა. „იუვენტუსთან“ გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ფაბიო პარატიჩი (ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი – რედ) „ტოტენჰემში“ წავიდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ 22 წლის მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია. იტალიური მედიის ცნობით, გენუური გუნდი 5.5 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, იჯარით რადუ დრაგუშინს. ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. კამბიასომ გასულ სეზონში სერია A-ში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის მარცხენა მცველია, მაგრამ დაცვის მარჯვენა …

სრულად წაკითხვა »

დი მარიას ტრანსფერი მომავალ კვირაშ უნდა დადასტურდეს, ხელფასის რაოდენობა შეიცვალა

ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. არგენტინელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ კვირაში დადასტურდება და დი მარია ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მთავარი სიახლე ახლა ხელფასს შეეხება. ადრე ცნობილი იყო, რომ დი მარია ამ ერთ წელიწადში 7 მილიონ ევროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ლივერპულმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „ლივერპულმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Sportmediaset-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია ადრიენ რაბიოს ინგლისში და ნაბი კეიტას იტალიაში გადაბარგებაზე, ორივე ფეხბურთელი დაახლოებით ერთნაირად ფასობს (20 მილიონი ევრო), რის გამოც ბარტერი რეალურია. რაბიოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ბებერ ქალბატონისთვის“ ფრანგის გასხვისება ახლა მომგებიანია. ნაბი კეიტას …

სრულად წაკითხვა »

პაოლო მონტერო “იუვეს” 19-წლამდე გუნდს გაწვრთნის

ტურინის „იუვენტუსის“ 23 და 19-წლამდე გუნდებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 23-წლამდე გუნდს მასიმო ბრამბილა გაწვრთნის, რომელიც ბოლოს „ატალანტას“ პრიმავერაში მუშაობდა, ხოლო 19-წლამდელებს პაოლო მონტერო. ურუგვაელი „იუვესთვის“ ძალიან ნაცნობი ფიგურაა. ის 1996-2005 წლებში „იუვეში“ თამაშობდა და იმ პერიოდში გუნდის დაცვის ხაზის გამორჩეული წევრი იყო. მონტეროს სამწვრთნელო …

სრულად წაკითხვა »