მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 100)

Sofo Erkvania

ფაჯოლი: “მომავალზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მომავალზე არ ფიქრობს და „კრემონეზეში“ სიამოვნებით დარჩებოდა. ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს. „კრემონეზეს“ გამოცდილება გაზრდის საშუალება მომცა, რადგან აქამდე სერია A-ში თავის დამკვიდრების შანსი არ მიმიღია, ახლა კი ვეცდები, მომდევნო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “უდინეზესთან” მოლინას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის „იუვენტუსი“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველით, ნაუელ მოლინათი ინტერესდება. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის სამხრეთ ამერიკელზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ გუნდების მზაობა, ტრანსფერზე იმუშაონ არსებობს. მოლინა „უდინეზემ“ 2020 წელს „როსარიო სენტრალიდან“ უფასოდ დაიმატა, ახლა კი 25-30 მილიონ ევროდ აფასებს. ის იტალიურ კლუბში შესანიშნავად თამაშობს …

სრულად წაკითხვა »

რობერტო ბაჯო: “ზედიზედ 9 წელი ჩემპიონობა შემთხვევითობა არ არის”

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ზედიზედ 9 წელი ჩემპიონობა შემთხვევით არ ხდება და ახლა „იუვენტუსს“ ჩავარდნა რომ აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია. „წელს სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლომდე საინტერესო იყო „მილანისა“ და „ინტერის“ დამსახურებით. ორივე იმსახურებდა ჩემპიონობას. „ნაპოლის“ ჩემპიონობაც დამსახურებული იქნებოდა, რომელმაც რამდენიმე თვით ოსიმენი დაკარგა, ამ პრობლემის გარეშე, არ ვიცი, …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “მომავალი? ეს საკითხი ჩემზე არაა დამოკიდებული”

ალვარო მორატამ ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩში გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ესპანეთის ნაკრებში 26-ე იყო და „ფურია როხას“ ყველა დროის ბომბარდირებში მეშვიდე ადგილზე აღზევდა. მორატამ თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული. „მომავალი? ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, არაფრის გაკეთება შემიძლია. კონცენტრირებული უნდა ვიყო და გავაგრძელო ნაკრებში …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მატია დე შილიო „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ და მომდევნო დღეებში ცნობა ოფიციალურად დადასტურდება. მატია „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ძველი კონტრაქტი კი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურებოდა. შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსის“ რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და 91 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა »

პოგბა “იუვესთან” ერთ ნაბიჯშია

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას დაბრუნება ისევ აქტუალურია და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთ ნაბიჯშია. იტალიური მედიისა და რომეო აგრესტის ცნობით, პოგბა „იუვესთან“ ძალიან ახლოსაა და მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ. პოლი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება. სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რადგან პოგბამ „მანჩესტერი“ უკვე დატოვა და …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “იტალიის ნაკრებში ცვლილებები იქნება”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არგენტინასთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ცვლილებები დააანონსა და აღნიშნა, რომ გუნდში ამიერიდან რაღაცებს შეცვლის. „პირველ ტაიმში ორი შეცდომა დავუშვით და ორი გოლი გავუშვით, მანამდე თანაბარი თამაში იყო. არგენტინა ჩვენზე უკეთესი იყო. მათ თამაში ისე წარმართეს, როგორც სურდათ. მეორე ტაიმში თამაშში დასაბრუნებლად გოლი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იტალიის ნაკრებს ახლა ყველას მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება”

ჯორჯო კიელინიმ სანაკრებო კარიერაც დაასრულა. 37 წლის მცველმა არგენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გულშემატკივრები ნაკრებს გვერდში სწორედ ახლა უნდა დაუდგნენ. „ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. გასაგებია, რომ თასის მოგების იმედი გვქონდა, მაგრამ ეს წაგება ვერ წაშლის იმას, რაც იყო. როგორც გუშინწინ პრესკონფერენციაზე ვთქვი, ვიცით, რომ რთული პერიოდი გველოდება …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ამ მაისურზე ვოცნებობდი და მისთვის ვიბრძოდი”

ჯორჯო კიელინიმ არგენტინასთან მატჩის წინ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და იტალიის ნაკრებს დაემშვიდობა. „ამ მაისურზე ვოცნებობდი. ამ მაისურისთვის ვიბრძოდი. ამ მაისურით გავიმარჯვე. ამ მაისურთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს. ყოველვის მჯეროდა ამ მაისურის. ბევრი რამ ვისწავლე ამ მაისურიდან. ვიტირე ამ მაისურზე. ყველა ფიქრები ამ მაისურს მივუძღვენი. ახლა დროა, უკანასკნელად ჩავიცვა და როგორც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ეს თასი უნდა მოვიგოთ და იტალიის მწვერვალზე დაბრუნება დავიწყოთ”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ არგენტინასთან გასამართი ფინალისიმას წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც გამოცდილმა მცველმა აღნიშნა, ეს ტიტული უნდა მოიგონ და იტალიის მწვერვალზე დაბრუნება ამ თამაშით უნდა დაიწყოს. „ჩვენი მოვალეობაა, კიელინისთან ბოლო დღით დავტკბეთ, ის მოედანზეც და ცხოვრებაშიც დიდი თანამგზავრი იყო. ზეგიდან გავაგრძელებ იმის გაკეთებას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი, ვეცდები მაგალითის მიმცემი …

სრულად წაკითხვა »