მთავარი / სიახლეები / დი მარიას ტრანსფერი მომავალ კვირაშ უნდა დადასტურდეს, ხელფასის რაოდენობა შეიცვალა

დი მარიას ტრანსფერი მომავალ კვირაშ უნდა დადასტურდეს, ხელფასის რაოდენობა შეიცვალა

ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. არგენტინელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ კვირაში დადასტურდება და დი მარია ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მთავარი სიახლე ახლა ხელფასს შეეხება.

ადრე ცნობილი იყო, რომ დი მარია ამ ერთ წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებდა, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტი წერს, რომ არგენტინელის ხელფასი უფრო ნაკლები, 6 მილიონი იქნება, რასაც ბონუსები დაემატება, რაც მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობასა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, 34 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდს უფასოდ შეუერთდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …