მთავარი / სიახლეები / ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი „იუვედან“ ფაბიო პარატიჩის წასვლა იყო, რომელიც „ბებერ ქალბატონში“ სპორტულ დირექტორად 2010-2021 წლებში მუშაობდა.

„იუვენტუსთან“ გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ფაბიო პარატიჩი (ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი – რედ) „ტოტენჰემში“ წავიდა. რომ არ წასულიყო, დღეს ხვიჩა „იუვენტუსში“ იქნებოდა. პარატიჩისაც სურდა მისი პრემიერლიგაში წაყვანა, მაგრამ იჯარით და ამიტომ, უარი ვთქვით. „მილანმაც“ მოითხოვა ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ „ნაპოლიმ“ გადადგა ნაბიჯი. ასეა თუ ისე, ხვიჩა კვარაცხელია ბედს იტალიაში მიჰყავდა“, – თქვა ჯუღელმა ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა და 9 ივლისიდან გუნდთან ერთად შეკრებაზე მოემზადება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …