მთავარი / სიახლეები / მორატას ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი: “ყოველთვის იუვენტინო ვიქნები”

მორატას ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი: “ყოველთვის იუვენტინო ვიქნები”

ალვარო მორატამ „იუვენტუსი“ დატოვა და ესპანელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური გამოსამშვიდობებელი ვიდეო და წერილი გამოაქვეყნა.

„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამბავი იყო ის, რომ მქონდა შესაძლებლობა ეს მაისური ჩამეცვა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი, რომ მქონდა შანსი მეჩვენებინა ჩემი შვილებისთვის რას ნიშნავს „იუვენტუსი“, როგორც ცხოვრების სტილი და ეს არის ის, რაც მათ გულებში ყოველთვის იქნება. ედოარდო ტურინში დაიბადა და ამით ვამაყობ.

მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს, პერსონალს, დირექტორებს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს, ყველა ადამიანს, ვინც, ჩვენთვის კულისებში მრავალი საათის განმავლობაში მუშაობს. მთელი გულით მადლობას გიხდით, თქვენ ბრწყინვალე ადამიანები ხართ. გულშემატკივრებს დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ერთი რამ ცხადია: მე ყოველთვის მთელი ჩემი ძალით ვიცავდი ამ მაისურს და ყოველთვის იუვენტინო ვიქნები. მადლობა ყველაფრისთვის, Fino Alla Fine!“, – დაწერა ალვარომ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 და 2020-2022 წლებში თამაშობდა და ჯამში ჩატარებულ 185 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Álvaro Morata (@alvaromorata)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …