მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 154)

Sofo Erkvania

დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა. „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 60 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდის, ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით გაუფორმებს. მოსალოდნელია, რომ სერბი ხუთშაბათს ან პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბს შეუერთდება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი “იუვეს” პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალოან ახლოსაა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და მხოლოდ „იუვეში“ გადასვლა სურს, თანაც, ახლავე, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში. ფეხბურთელით ლონდონის „არსენალიც“ არის დაინტერესებული, მაგრამ სერბს ინგლისურ კლუბში გადასვლა არ სურს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ …

სრულად წაკითხვა »

“მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „მილანთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – ყოველთვის დამაჯერებელი, ყოველთვის სწორ ადგილას. მან ფორმა „მილანთან“ პირველი წრის მატჩით აღიდგინა და კარგ მდგომარეობაში რომ არის, „სან სიროზეც“ დაამტკიცა. დე შილიო 6.5 – თავიდან ლეაოსთან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და თავდაჯერებული …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ფედერიკო კიეზას მარცხენა მუხლის ჯვაერდინი მყესების ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაცია ავსტრიის ქალაქი ინსბრუკის კლინიკაში პროფესორმა კრისტიან ფინკმა ჩაატარა, „იუვენტუსის“ სამედიცინო შტაბის თანდასწრებით. როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო დაახლოებით 7 თვე იქნება. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „რომასთან“ მატჩში დაშავდა და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ბავშვური ენთუზიაზმით ვთამაშობ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგი იყო. „ჭიქა ნახევრად სავსეა, გამარჯვება მერჩივნა, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდი ცდილობდა მოგებას, ამიტომ ფრე სამართლიანი შედეგია. სეზონის დასაწყისის მერე ვიზრდებით, „მილანი“ შესანიშნავი გუნდია და შინ ბოლო წაგების …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რომელიც ახლა მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დაცვაში კარგად ითამაშეს, მაგრამ შეტევაში „იუვეს“ უფრო კარგად თამაში მართებს. „დაუმარცხებელი მივდივართ „სან სიროდან“ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მაღალი დონისაა. რა თქმა უნდა, მოგება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ შეტევაში რაღაც გვაკლდა. უნდა გადავხედოთ თამაშის დადებით მხარეებს, მოპოვებული …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ გოლს ხშირად აღარ ვუშვებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრომ „მილანთან“ მატჩის შემდეგ (0:0) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შედეგით კმაყოფილია და მისი გუნდი ბრძოლაში დარჩა. „კარგი მატჩი იყო. ძალიან ბევრი თამაში გვქონდა მოკლე პერიოდში, მათ შორის პირდაპირ კონკურენტებთან. ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო ბრძოლაში დასარჩენად, რადგან წაგების შემთხვევაში „მილანს“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით. მეტოქის …

სრულად წაკითხვა »

ლოგიკური ნულები “სან სიროზე”

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „იუვენტუსი“ „მილანს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და სრულიად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. „იუვეს“ კარში არ დაურტყამს, თუმცა, დიდად არც მასპინძლები გამოირჩეოდნენ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდების ორივე მატჩი სეზონში …

სრულად წაკითხვა »

დუშან ვლაჰოვიჩი “იუვენტუსს” დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსს“ ფლორენციის „ფიორენტინასა“ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დამატება სურს. დიდი ხანია ტურინელები 21 წლის სერბით სერიოზულ ინტერესს იჩენენ, მაგრამ Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „ბიანკონერის“ ხელმძღვანელებმა ფლორენციელებს ფეხბურთელებს იანვარშივე დათმობა სთხოვეს და წინადადებაც წარუდგინეს – 35 მილიონი ევრო და პლუს დეიან კულუშევსკი. „ფიორენტინა“ ფეხბურთელის ახლა …

სრულად წაკითხვა »

მარლი აკე “იუვეს” მთავარ გუნდში დააწინაურეს

ტურინის „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელი მარლი აკე მთავარ გუნდთან ივარჯიშებს და შესაძლოა სათამაშო დრო უფრო მეტად მიიღოს. როგორც იტალიური მედია წერს, ფრანგი შემტევი ალეგრის მოსწონს და მას ფედერიკო კიეზას ტრავმის გამო უფრო მეტად გამოიყენებს. 21 წლის ფეხბურთელს დებიუტი მთავარ გუნდში „სამპდორიასთან“ იტალიის თასზე ჰქონდა და 15 წუთში გულშემატკივარს თავი აქტიურობით …

სრულად წაკითხვა »