მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 153)

Sofo Erkvania

კაპელო: “ვლაჰოვიჩი საუკეთესო ტრანსფერია, “იუვე” ჩემპიონთა ლიგაზე გავა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დუშან ვლაჰოვიჩის „იუვენტუსში“ თითქის გადაწყვეტილ ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც დამატება ახლა „იუვეს“ შეეძლო და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს. „ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შემდეგ ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი ერთ-ერთი გუნდის ადგილს „იუვე“ დაიკავებს. ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია ამ მომენტში, …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკიმ შესაძლოა “იუვე” დატოვოს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დეიან კულუშევსკიმ დატოვოს. შვედმა შემტევმა მასიმილიანო ალეგრი თავის შესაძლებლობებში ვერ დაარწმუნა და ამიტომაც, მისი წასვლის წინააღმდეგი მწვრთნელი არაა. იტალიური მედიის ცნობით, საუბარია სეზონის ბოლომდე იჯარით გასხვისებაზე. როგორც ცნობილი გახდა, კულუშევსკის „ევერტონი“ იწვევდა, მაგრამ ფეხბურთელმა ლივერპულურ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია. …

სრულად წაკითხვა »

“ლივერპული” დიბალას გადაბირებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტზე ჯერ შეთანხმებას ვერ ახერხებს და სიტუაციას აქტიურად აკვირდება „ლივერპული“. იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა დიბალა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბიროს, უკანა პლანზე კი „ინტერი“ რჩება, რომელიც ასევე აკვირდება მოვლენების განვითარებას. დიბალას ტურინული მომავალი სავარაუდოდ თებერვალში გადაწყდება, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა და აგენტი კიდევ ერთხელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეში” ხუთ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება: სამი განაახლებს, ერთი არა, ერთიც – უცნობია

„იუვენტუსში“ ახლა მთელი ყურადღება დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერს და ზოგადად სატრანსფერო ფანჯარას აქვს დათმობილი, რომელიც ხუთ დღეში იხურება, შემდეგ კი მაურიციო არივაბენესა და ფედერიკო კერუბინის მთავარი საზრუნავი იმ ფეხბურთელებტან კონტრაქტის განახლება იქნება, რომელთაც ხელშეკრულება 5 თვეში, 30 ივნისს ეწურებათ. ასეთი კი ტურინულ გრანდში ხუთი ფეხბურთელია: ფედერიკო ბერნარდესკი, ხუან კუადრადო, მატია დე …

სრულად წაკითხვა »

“ჩელსი” ალექს სანდროს ტრანსფერით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს. ინგლისური კლუბი აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს, რადგან ბენ ჩილველი, რომელიც სწორედ „იუვესთან“ შეხვედრაშ დაშავდა, მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ლონდონელთა პრიორიტეტული ვარიანტები ტეო ერნანდესი, ემერსონ პალმიერი („ლიონიდან“ დაბრუნება, რადგან „ჩელსის“ საკუთრებაშია) და ლუკა დინი იყვნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ტრანსფერი არ შედგა. ახლა …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ შაბათს გაივლის

ფლორენციის „ფიორენტინასთან“ და დუშან ვლაჰოვიჩთან საბოლოო შეთანხმება მიღწეულია სერბი ფორვარდის „იუვენტუსში“ ტრანსფერთან დაკავშირებით. 67 მილიონი ევრო და პლუს 8 მილიონი ევროს ბონუსები „ფიორენტინას“, ფეხბურთელს 4.5-წლიანი კონტრაქტი (1 წლით განახლების ოფციით) და სეზონში 7 მილიონი ევროს ხელფასი. მხოლოდ ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელი – აგენტებთან საკომისიო თანხა და შეხვედრა ტურინში მიმდინარეობს, თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ნანდესის ტრანსფერზე მუშაობს

„იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა და პარალელურად ნახევარდაცვის განახლებაზეც მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდი „კალიარისა“ და ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველის, ნაჰიტან ნანდესის ტრანსფერზე მუშაობს. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ მოლაპარაკებები დასტურდება. ნაჰიტან ნანდესი „კალიარიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 83 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური შესაძლოა “ასტონ ვილაში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა როდრიგო ბენტანკურმა დატოვოს. ურუგვაელი ფეხბურთელით ბირმინგემის „ასტონ ვილა“ სერიოზულადაა დაინტერესებული. ბენტანკური სტივენ ჯერარდს მოსწონს და ინგლისური კლუბის სკაუტები „მილანთან“ მატჩსაც დაესწრნენ, რომელშიც როდრიგომ შესანიშნავად ითამაშა. „იუვე“ მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში. ბენტანკურს, რომელიც ტურინულ გრანდში 2017 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მზადაა მორატა “ბარსელონაში” გაუშვას

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ალვარო მორატა გუნდიდან გაუშვას. იმ შემთხვევაში თუ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ტურინელები ესპანელის „ბარსელონაში“ ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ. მორატა „იუვეში“ იჯარით თამაშობს, კლუბი მის გამოსყიდვას ზაფხულში არ აპირებს, ამიტომაც, ვლაჰოვიჩს თუ დაიმატებს, მას საიჯარო კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გაუშვებს. „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი მორატას ტრანსფერით …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” ფანები ვლაჰოვიჩს ემუქრებიან

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფანები დუშან ვლაჰოვიჩს ემუქრებიან. ქალაქში უკვე გამოჩნდა მუქარის შემცველი ბანერები, რაც ცხადია, სერბის „იუვენტუსში“ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდება. „პატივისცემა მხოლოდ გოლებით არ მოიპოვება, განავალო“, – წერია ერთ-ერთ ბანერზე. შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებულია და „იუვე“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება. ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს …

სრულად წაკითხვა »